შსს-მ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით ერაყის კიდევ ორი მოქალაქე დააკავა

შსს-მ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით ერაყის კიდევ ორი მოქალაქე დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტთან დაკავშირებით ერაყის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით).