რატომ აგინა ზურაბ ჟვანიამ ზურაბ ადეიშვილს?!

რატომ აგინა ზურაბ ჟვანიამ ზურაბ ადეიშვილს?!

„ზურაბ ჟვანიამ ჩემს თვალწინ დაურეკა ადეიშვილს, რომელიც იმ დღეს დაინიშნა იუსტიციის მინისტრად და დედ-მამა აგინა, თქვენ სუყველა ქვეყნის მტრები ხართო, უთხრა“! – აცხადებს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი, გენერალი ლევან კენჭაძე გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში. 

კენჭაძის განცხადებით, მან სამსახური მას შემდეგ დატოვა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. როგორც ლევან კენჭაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც უშიშროების სამსახურის თანამდებობა დატოვა, იგი რუსთავში „აზოტის“ ქარხნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა. მისი თქმით, მაშინ რუსთავის „აზოტის“ მფლობელი რუსულ-ამერიკული კომპანია „იტერა“ იყო.
„2004 წელს, იანვრიდან აპრილამდე, ჩემთან დადიოდა მერაბიშვილისა და ბეჟუაშვილის ხალხი, მეუბნებოდნენ, დაგვეხმარე, რომ რუსთავის „აზოტი “გავაკოტროთ და მერე ჩვენ ვიყიდოთო! გაგდება უნდოდათ და თვითონ სურდათ „აზოტის“ ხელში ჩაგდება. მე როცა ამაზე უარი ვუთხარი, „აზოტში“ უკანონოდ შეიყვანეს კეზერაშვილის ფინანსური პოლიცია.
წავედი და ეს ყველაფერი ზურაბ ჟვანიას ვუთხარი, რას შვრებით, ერთადერთი ქარხანა მუშაობს და ამასაც აჩერებთ-მეთქი. ხალხს მშიერს ტოვებთ-მეთქი?! ჟვანიამ ჩემს თვალწინ დაურეკა ადეიშვილს, რომელიც იმ დღეს დაინიშნა იუსტიციის მინისტრად და დედ-მამა აგინა, თქვენ სუყველა ქვეყნის მტრები ხართო, უთხრა! საბოლოო ჯამში, ადეიშვილმა კეზერაშვილს დაურეკა, გამოდით რუსთავის „აზოტიდანო“ და იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ იქაურობა. ამის შემდეგ, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, კეზერაშვილიც, ბეჟუაშვილიც მე გადამეკიდნენ!“ – აცხადებს ლევან კენჭაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.