ვინ ცდილობს ღარიბაშვილ-ალასანიას დაპირისპირებას - რა ინფორმაციას ფლობს უშიშროების პოლკოვნიკი

ვინ ცდილობს ღარიბაშვილ-ალასანიას დაპირისპირებას - რა ინფორმაციას ფლობს უშიშროების პოლკოვნიკი

ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამ, თავის დროზე, საბჭოთაკა-გე-ბე”- მსტოვრებზე იმდენი ილაპარაკა, რომ ეს თემა ბევრისთვის საღლაბუცოდ იქცა, თუმცა მიუხედავად ამისა, ფაქტი ჯიუტია: ქართული პოლიტიკის უმთავრესი პრობლემა სწორედ რენეგატიზმია! რატომ დგებიან ქართველები უცხო ქვეყნის სამსახურში? - ეს რიტორიკული შეკითხვაა... “ქართული სიტყვადღეს კიდევ ერთ ქართულ ღალატზე გიამბობთ. ისე, შეიძლება, ზოგმა თქვას, რა დროს 20 წლისწინანდელი ამბების გახსენებააო, მაგრამ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონტანტინე ფორჩხიძე ამბობს, რომ ყველაფერი, რაც დღეს ხდება, სათავეს სწორედ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, მათ შორის, აფხაზეთის ომიდან იღებს... მაშ ასე, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ანუგე-რე-”-სა დაეფ-ეს-ბე”- 75 ქართველი ოფიცერი და რუსი სპეცსამსახურელი, კოდური სახელით ბორისიჩი, რომელიც აფხაზეთის ომის, კერძოდ, გაგრის სპეცოპერაციის დროს ქართული გვარდიის ერთ-ერთ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. ასევე, თანამედროვე ქართული პოლიტიკის სკანდალური კულუარები, “ნაციონალებისგანმართული პოლიტიკოსები, კომპრომატები და სცენარი, რომლითაც ვიღაცები ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი ალასანიას დაპირისპირების ინსპირირებას ცდილობენ - ყველაფერ ამაზექართულ სიტყვასუშიშროების ოფიცერი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე ესაუბრება.     

- ბატონო კოტე, აფხაზეთში ომი როგორ დაიწყო?

- ბევრი ამბობს, რომ ომი 1992 წლის ზაფხულში, აფხაზეთში კიტოვანის შესვლით დაიწყო. კი ბატონო, კიტოვანი შევიდა, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსებისაა.

- თენგიზ კიტოვანის რუსეთუმეობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ამის მტკიცებულება არსებობს?

- იმაზე მეტი მტკიცებულება რაღა უნდა იყოს, რომ კიტოვანმა ის კამპანია დაიწყო, რომელიც წყალს თავიდან ბოლომდე რუსეთის წისქვილზე ასხამდა. საერთოდ, ამბობენ, ეშმაკები დეტალებში სხედანო და მოდით, ჩვენც დეტალებს ჩავყვეთ...

იმხანად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვაში ვმუშაობდი - პირველი ბრიგადის ასმეთაური ვიყავი. ბრიგადის მეთაური კი, ვიცე-პოლკოვნიკი გია თორაძე გახლდათ, რომელიც მოგვიანებით, გენერალი გახდა... კიტოვანის აფხაზეთში შესვლას არ ჩავუღრმავდები, რადგან მნიშვნელოვანი არ არის. სამაგიეროდ, ის, რასაც ახლა გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია და ამის შესახებ აფხაზებმაც უნდა იცოდნენ, რადგან ამ კომფლიქტით მხოლოდ ქართველები კი არა, აფხაზებიც დაზარალდნენ და ორივე მხრიდან ჩემი თაობა თითქმის განადგურდა!

- ასეთი რა ინფორმაცია გაქვთ, ბატონო კონსტანტინე?

- ქართულ მხარეს, ომის დაწყებამდე, რუსების ხელშეწყობით, ახალციხის მოტომსროლელი დივიზიის შეიარაღება და ტექნიკა გადმოეცა.

- და ამაში საგანგაშო რა არის?

- ამ დროს კომფლიქტი გაღვივებული იყო და ვიღაცას, ანუ რუსეთს აწყობდა, რომ ყველაფერი ომამდე მისულიყო. ამ დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გავლენის აგენტები უკვე იყვნენ ჩანერგილნი - თავის დროზე, როცა თავდაცვის სამინისტრო იქმნებოდა, რუსებმა 75 ოფიცერი, რომელსაც “ოსობი ოტდელსა” და “გე-რე-უ”-სთან პირდაპირი შეხება ჰქონდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოავლინეს.

- 75-ვე ქართველი იყო?

- რა თქმა უნდა... სხვათა შორის, ამ 75-დან ზოგიერთი შეიარაღებულ ძალებში დღესაც მსახურობს.

- მაგალითად?

- სოლომონ ქარჩაიძე, რომელიც შსს-ს შინაგანი ჯარების შტაბის უფროსია და რომელმაც 26 მაისთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ქარჩაიძემ 1992 წელს, იარაღის მიბჯენით, მე-11 ბრიგადის ზურგის უფროსი ზაზა თარგამაძე მოკლა, მაგრამ სასჯელი არ მოიხადა.

- რატომ?

- ამ დროს აფხაზეთზე, კერძოდ, სოფელ შრომაზე დიდი შეტევა დაიწყო და პატიმრები გამოუშვეს, ვისგანაც ე.წ. ზეკების ბატალიონი შექმნეს. ამ მსჯავრდებულთა ბატალიონის მეთაურად ქარჩაიძე დანიშნეს და სასჯელს თავი ასე აარიდა.

სხვათა შორის, ქარჩაიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ვარდიკო ნადიბაიძის ნათესავია.

- ქარჩაიძემ თარგამაძე რა მიზეზით მოკლა?

- 400 კილოგრამი ყველის გულისთვის.

- ანუ, მკვლელობის საბაბი ყველი გახდა, რეალური მიზეზი კი სხვა რამე იყო?

- არა. მკვლელობა პირადი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა.

- ბატონო კოტე, ხაზს რატომ უსვამთ, რომ ნადიბაიძის ნათესავი ქარჩაიძე ვანო მერაბიშვილთან მუშაობდა?

- მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ქვეყნისა და, მათ შორის, შსს-ს ორმაგი სტანდარტებით მართვა არ შეიძლება. ვანო მერაბიშვილს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქვეყნის, პრაქტიკულად, ხერხემალი იყო, მივმართავ: თუკი, ერთის მხრივ, რუსულ სპეცსამსახურებს ებრძოდით, მათთან ფარულ შეხვედრებს რატომ მართავდით და, ამასთან, სტრუქტურაში საბჭოთა “კა-გე-ბე”-ს ოფიცრებს რატომ ინახავდით?

- ...ბატონო კოტე, თქვენი მონაცემებით, თენგიზ კიტოვანმა ეროვნული გვარდია რუსული სპეცსამსახურების დავალებით შექმნა?

- თენგიზ კიტოვანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა, პირდაპირ გეუბნებით, რუსული სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებელია!

- ისიც იცით, კიტოვანის ოპერატიული მეტსახელი რა არის?

- არა... ასეთი ინფორმაცია იმ არქივებში იქნება დალექილი, რომელიც საქართველოდან გაიტანეს.

...თავდაცვის მინისტრობის დროს, კიტოვანი რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების შეიარაღების უფროსთან, გენერალ ბეპაევთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

- რის თაობაზე?

- ახალციხის მოტომსროლელი დივიზიის შეიარაღებისა და ტექნიკის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით. მახსოვს, მე-11 ბრიგადა ახალციხეში ტექნიკის მისაღებად გაგვაგზავნეს. ეს ტექნიკა კონსერვაციაზე იყო ნამყოფი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიდრე საბრძოლო ოპერაციებში ჩაერთვებოდა, მწყობრში მოსაყვანად შესაბამისი ტექნიკური გამართვა სჭირდებოდა. ახალციხის პოლიგონზე რამდენიმე ერთეული გამოვცადეთ და აღმოჩნდა, რომ ეს შეიარაღება, პრაქტიკულად, გამოუყენებელი იყო. თავის დროზე გენერალურმა პროკურატურამ აფხაზეთის ომის გამოძიება დაიწყო და, როგორც ვიცი, ამ თემითაც დაინტერესდა...

რუსეთი, საქართველოს პარალელურად, იარაღს აფხაზურ მხარესაც აწვდიდა...

- ამის შესახებ აქამდეც ბევრჯერ თქმულა...

- კი ბატონო, მაგრამ იცით, რუსეთი საქართველოს იარაღით რატომ, ასე ვთქვათ, ამარაგებდა? - იმიტომ, რომ ქართულ მხარეს მოტივაცია გასჩენოდა, აი, იარაღი მაქვს და აფხაზური სეპარატიზმის ჩახშობას შევძლებო...

საბრძოლო მოქმედებებიდან არცთუ დიდი დრო იყო გასული, როცა აფხაზეთში ქართული დესანტის გადასხმის შესაძლებლობა გაჩნდა. ამ ოპერაციაში გვარდიული დანაყოფები მონაწილეობდნენ და, წლების მერე, როცა უკვე სამხედრო კონტრდაზვერვაში ვმუშაობდი, შევიტყვე, რომ ქართველ გვარდიელებთან ურთიერთობა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ჰქონდათ.

- იმის თქმა გინდათ, რომ ქართველი სამხედროები რუსების მითითებებს ასრულებდნენ?

- ზუსტად არ ვიცი, გვარდიის რომელ დანაყოფზეა საუბარი, მაგრამ ვიცი, რომ ეს დანაყოფი გაგრის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და ამ სპეცოპერაციას ვინმე ბორისიჩი ხელმძღვანელობდა.

- თუ სწორად მივხვდი, ქართული გვარდიის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური ბორისიჩი იყო, არა?

- პრაქტიკულად, კი.

- და ეს ბორისიჩი ვინაა?

- როგორც წლების შემდეგ გაირკვა, ბორისიჩი “გე-რე-უ”-ს პოლკოვნიკი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე კლაჩკოვია.

- უკაცრავად, “გე-რე-”- პოლკოვნიკი ქართული გვარდიის ქვედანაყოფს რატომ ხელმძღვანელობდა?

- ეს მეც მაინტერესებს...

სხვათა შორის, აფხაზეთის ომის შემდეგ, ეს ბორისიჩი თვალთახედვის არეში არაერთხელ მოხვდა.

- მაგალითად?

- ვთქვათ, 1995 წელს ედუარდ შევარდნაძეზე გახორციელებული ტერაქტისა და ასევე, გალის მოვლენების დროს...

- ბორისიჩი, ასე ვთქვათ, არენაზენაციონალებისდროსაც ჩანდა?

- დიახ - საქართველოში რამდენჯერმე გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან, გენერალ დევი ჭანკოტაძესთან ჩამოვიდა.

- ეს ოფიციალური ვიზიტი იყო?

- როგორც ვიცი, - არა...

გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ ბორისიჩს, ჭანკოტაძის გარდა, საქართველოში ურთიერთობა ბევრ სხვა ისეთ პიროვნებასთანაც ჰქონდა, ვისაც საზოგადოება კარგად იცნობს.

- ვის გულისხმობთ?

- ამის გამოვლენა კონტრდაზვერვის პრეროგატივაა... ბორისიჩს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, იმ ხელმძღვანელებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ვინც წინა პლანზე იყვნენ... ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ შეიძლება, მაგრამ რასაც ვამბობ, პრევენციაა და კონტრდაზვერვამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ის ადამიანები, ვისაც ბორისიჩთან კავშირი აქვს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყებებში არ მოხვდნენ.

- ბატონო კოტე, ბორისიჩისგან ისეთი მტრის ხატი დახატეთ, რომ გამორიცხავთ, ვთქვათ, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარშიც მონაწილეობდეს?

- გამორიცხული არაფერია...

სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრი გავაფრთხილე, რომ რამდენიმე “ტიპი”, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, მათ შორის, ერთი სარდალია, ოპერატიულ ყურადღებას იმსახურებს და ვურჩიე, რომ ამ “ტიპების” წარსული კარგად შეისწავლოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში “ნაციონალებმა” დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, როგორც წინა ინტერვიუებში გითხარით, გაანადგურეს, თუმცა შსს-ს არქივში ამ პიროვნებებზე არსებული რაღაც კომპრომატები, ალბათ, დარჩენილია...

მოკლედ, ბორისიჩი ის ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში, სამხედროებში დასაყრდენს ქმნიდა და რომელიც ამიერკავკასიის “გე-რე-უ”-ს ხელმძღვანელის, მარუსინის მოადგილე გახლდათ...

კარგად მესმის, რა ნაბიჯსაც ვდგამ და ამით ჩემს თავს შეიძლება, განაჩენი გამოვუტანო, მაგრამ პირდაპირ ვამბობ და დასამალი არაფერია: ეს ტიპები შსს-ს, თავდაცვისა და სხვა უწყებებს, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩამოცილდნენ.

ისე, იცით, “გე-რე-უ”-ს რას ეძახიან?

- რას?

- “აკვარიუმს”.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თუ ადამიანი “გე-რე-უ”-ში მოხვდა, თავს ვეღარ დააღწევს... ამიტომ, ამ ადამიანებზე ოპერატიული თვალთვალი უნდა გრძელდებოდეს...

- ესე იგი, ისევ ლუსტრაციის კანონის აუცილებლობასთან მივდივართ, არა?

- ვანო, ადრეც გითხარით, რომ ამგვარი აგენტურის ლუსტრაციის კანონით გამოაშკარავება ძალიან რთულია, რადგან საბჭოთა სუკ-ის ტერიტორიულ ორგანოებს სამხედრო კონტრდაზვერვა არ ჰქონდათ...

- მაშასადამე, გამოუვალი სიტუაციაა?

- ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ კონტრდაზვერვამ “გე-რე-უ”-ს აგენტებზე ოპერატიული თვალთვალი აწარმოოს. სხვათა შორის, დღეს “გე-რე-უ”-ს მოქმედი აგენტები ძირითადად ისინი არიან, ვისი “დავერბოვკებაც” მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მოხდა.

- ბატონო კონსტანტინე, რა ამის პასუხია და, თქვენი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი შეტევის ობიექტი რატომ გახდა?

- კულუარებში გაჟღერებული დაპირისპირება ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება და ის, ვინც ამის პროვოცირებას ცდილობს, წყალს სხვა ქვეყნის წისქვილზე ასხამს!

- მოდით, ღიად თქვით, ორი ირაკლის - ღარიბაშვილის და ალასანიას დაპირისპირების ინსპირირება ვის აწყობს?

- ერთ შემთხვევაში, შეიძლება, - “ნაცმოძრაობას”, როგორც პოლიტიკურ ძალას. მეორე შემთხვევაში კი, - სხვა ქვეყნის სპეცსამსახურს.

- რომელი ქვეყნის?

- მაგალითად, რუსეთის.

- რუსეთის სპეცსამსახურს ეს დაპირისპირება რას აძლევს?

- “დაყავი და იბატონე”-ს პრინციპია...

ისე, საკითხავია, ამ დაპირისპირების ინსპირირებით სხვა რამე ხომ არაა დაგეგმილი.

- რას გულისხმობთ?

- უნდა გავაანალიზოთ, ყველაფერ ამას რა შეიძლება მოჰყვეს... ირაკლი ალასანიას იქიდან ვიცნობ, როცა უშიშროების ორგანოებში მსახურობდა და ვიცი, მდგრადი პიროვნებაა და რაღაც ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რასაც შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან ჩამოშორება მოჰყვეს. ეს, პრინციპში წარმოუდგენელია, მაგრამ ზოგჯერ წარმოუდგენელი უნდა წარმოიდგინო, რადგან მიხვდე, მტერი რას აპირებს...

- ბატონო კოტე, ორი წელია, მუდმივად გვესმის, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაშინაციონალებსთავიანთი ხალხი ჰყავთ, რომლის მეშვეობითაც გარკვეულ საბოტაჟს აწყობენ. ეს ადამიანები ყოფილ მმართველ გუნდს რატომღა ემორჩილებიან?

- “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს პოლიტიკურ ძალებს სხვადასხვა ბიზნეს-ინტერესი ჰქონდათ. ალბათ, სატელიტური პარტიებიც გახსოვთ... სხვათა შორის, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის ხმები პირდაპირ “ნაციონალების” ყულაბაში მოხვდა, თორემ გჯერათ, რომ რომელიმე სუბიექტმა, მართლაც, 0,05 პროცენტი მიიღო?.. ისე, ხომ არ გავიწყდებათ, რომ შსს-ში 27 ათასი ფაილი არსებობდა?

- ანუ, ისევ .. ინტიმ-კომპრომატებთან მივდივართ?

- ეს არ ვიცი... შეიძლება, საუბარი უცხოელებთან კონტაქტზეც იყოს...

- “უცხოელებთან კონტაქტირას ნიშნავს?

- (იღიმება) “უცხოელებთან კონტაქტი” იმას ნიშნავს, რაც უშიშროების ორგანოებისთვის ოპერატიული თვალსაზრისით შეიძლება, საინტერესო იყოს...

- თუკი მამხილებელი მასალა ყველაზე აქვთ, მაშასადამე, “ნაციონალებისმოცილება შეუძლებელია, ანუნაცმოძრაობა” “რუხი კარდინალია”...

- ქვეყანაში, რეალურად, ორხელისუფლებიანობაა - საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, პარლამენტში კი, მეორე ძალა “ნაცმოძრაობაა” და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ორხელისუფლებიანობა საკანონმდებლო დონეზე მაინც არსებობს! ამიტომ, ხელისუფლებას ვურჩევ, რომ “ნაცმოძრაობასთან” პინკ-პონკის თამაშს თავი დაანებოს და რეალური რეფორმები გაატაროს, მაგალითად, შსს-დან უშიშროების ორგანოები გამოყოს, რაც სიტუაციას დააბალანსებს. თუ რეალური რეფორმები არ გატარდა, მაშინ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, რადგან ავტორიტარული რეჟიმი პიროვნება კი არა, სტრუქტურებია, რომელიც “ნაცმოძრაობამ”, მაგალითად, შსს-ში “ენ-კა-ვე-დე”-ს სახით ჩამოაყალიბა და რომელიც დღემდე შენარჩუნებულია. სხვათა შორის, ყველაფერი ეს ნატო-ს სტანდარტებიცაა...

- ბატონო კონსტანტინე, რა ამის პასუხია და, მუდმივად ხაზს უსვამთ, რომ ყველაფერ ამას პრევენციის მიზნით აკეთებთ. პრევენციამ მიზანს მიაღწია?

- რა თქმა უნდა. მაგალითად, შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის, თუნდაც, სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი სწორედ “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს მოჰყვა. მისასალმებელია, რომ შს მინისტრი რეგიონებში ჩადის...

- წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: რუსეთი გასაგებია, მაგრამნაციონალებსორი ირაკლის დაპირისპირება რატომღა აწყობთ?

- “ნაციონალებისთვის” მთავარია, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთისგან გათიშონ, რასაც შეიძლება, პარლამენტში უმრავლესობის დაშლაც მოჰყვეს. ისე, “ნაციონალებისთვის” უმთავრესი პრობლემა მაინც ბიძინა ივანიშვილია...

- სხვათა შორის, პრესაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომნაციონალები”, თავის დროზე, თითქოს ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. თუკი ეს გეგმა არსებობდა, ხელი რაღამ შეუშალათ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა პრემიერი ჟვანია გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა?

- არ დაგავიწყდეთ, რომ სააკაშვილი, რომელიც სამი წელი ბარაკ ობამასთან შეხვედრას ვერ ახერხებდა, თეთრ სახლში დაიბარეს და პირდაპირ უთხრეს, რომ ხელისუფლება ღირსეულად უნდა გადაებარებინა. ეს, პრაქტიკულად, გაფრთხილება იყო...

- ისე, ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი აღარ ჩანს...

- მიშა იმიტომ აღარ ჩანს, რომ ის, რაც უნდოდა, უკრაინის მოვლენებისგან მიეღო, ვერ მიიღო. “ნაცმოძრაობასაც” დააკვირდით, რომელიც მიშასგან დისტანცირებას სულ უფრო და უფრო ცდილობს...

სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ “ნაცმოძრაობის” ის ფრთა, რომელიც ადრე ჟვანიას გუნდად ითვლებოდა, ცდილობს, პატარ-პატარა პოლიტიკური პარტიების შეკოწიწებით, გარკვეული დასაყრდენი შეიქმნას.

- საუბარი საითკენ მიგყავთ?

- იქითკენ მიმყავს, რომ აი, ზურაბ ხარატიშვილსა და სხვებს, ვინც ბოლოს გააქტიურდნენ, მიხეილ მაჭავარიანი მართავთ!

ისე, შემიძლია, ახლავე გითხრათ, თვითმმართველობის არჩევნებში რაც მოხდება: “ნაცმოძრაობა” ძალიან დაბალ პროცენტს მიიღებს, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამს და თავის კამპანიას სწორედ ამაზე ააგებს, ანუ მსოფლიოს მტკიცებას დაუწყებს, არჩევნების შედეგებს არ ვცნობო...

- ჩვენში დარჩეს და, წინასაარჩევნოდ ცოტა უცნაური ამბები ხდება, მაგალითად, “ახლებიდა კახა კუკავა დაბლოკდნენ...

- უცნაური რატომაა?

- იმიტომ, რომახლებიდეკლარირებულად დასავლეთისკენ მიილტვიან, კუკავა კი, მოსკოვისკენ იხრება და ებრალიძესა თუ სხვა ქართველ პუტინისტებთან მეგობრობს...

- თუკი ასეა, მაშინ მოსკოვში ზურაბ ნოღაიდელიც ხშირად ჩადიოდა და ახლაც, მგონი, იქაა, მაგრამ “ნაცმოძრაობის” იმ ფრთასთან, რომელიც წეღან ვახსენე, მშვენიერი ურთიერთობა აქვს...

პოლიტიკაში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, პოლიტიკური პარტიები როგორ ფუნქციონირებენ.

- როგორ?

- არჩევნებიდან არჩევნებამდე იმ თანხას ჭამენ, რომელიც ან ბიუჯეტიდან ერგოთ, ან ვიღაცამ მისცათ.

- ესვიღაცვინ არის?

- 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ეს ვიღაც “ნაცმოძრაობა” იყო, რომელიც თავის სატელიტებს ინახავდა.

- მუდმივად ლაპარაკიანაცმოძრაობისსატელიტებზე, მაგრამ ამ სატელიტებს არავინ ასახელებს. თქვენ დაასახელებთ?

- ვიცი, რომ მიხეილ მაჭავარიანი მართავდა “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას”, “სამართლიან საქართველოს” და ასევე, “ევროპელ დემოკრატებს”, მაგრამ დღეს “ნაცმოძრაობას” წვრილი სატელიტები აღარ სჭირდება და მათ გამსხვილებაზე ფიქრობს, რადგან ოპოზიციურ სპექტრში მეკავშირეები ჰყავდეს...

- ბატონო კოტე, მირჩიეს, რომ თქვენი ინტერვიუების გამოქვეყნებით გაზეთს ნუვაყვითლებ”...

- ვინ გირჩიათ?

- ვინ და, - მაგალითად, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ, რომელმაც მითხრა, რომ უშიშროებიდან არ ახსოვხართ...

- სამაგიეროდ, მე მახსოვს, რომ ე.წ. ჩეჩნების გადაყვანის ოპერაციის დროს დოკუმენტაცია, თავისი მანქანის ნომრებით, ხაბურძანიას შევუტანე... იმასაც გავახსენებ, რომ მის კაბინეტში უშიშროების სამინისტროს კადრების განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელის, თემურ ებიტაშვილის დახმარებით შევედი. ისე, შემიძლია ხაბურძანიას დებატებში დავუჯდე...

- სხვებმაც მითხრეს, რომ თქვენი მონათხრობი სერიოზულად არ აღვიქვა...

- მაშინ, შსს-ა და უშიშროების არქივებში ჩაიხედონ და იმას, რასაც მე ვლაპარაკობ, იქ ნახავენ!

ისე, ვალერი ხაბურძანია იცით, რატომ გამწარდა? - პირდაპირ რუსულ ინტერესებს ვურტყამ, ის კი, არც მალავს, რომ რუსული ინტერესების გამტარებელია!. ვალერი ხაბურძანიამ ისიც თქვას, 2003 წლის 23 ნოემბერს “ნაცმოძრაობას” პარლამენტში შესასვლელი როგორ გაუხსნეს და არც ის დაავიწყდეს, მისმა მოადგილემ, ირაკლი კოტეტიშვილმა შვილი პატრუშევს როგორ მოანათლინა. ეს კოტეტიშვილი მერე, “ნაციონალებთან” მეგობრობდა და მოსკოვში, საქართველოს საელჩოშიც მუშაობდა!

სხვათა შორის, როცა იქმნებოდა, პარტია “ქართულ ოცნებაში” “ნაციონალებმა” დიდი დესანტი გადასხეს. მეტიც, ვიცი, რომ რუსთავში ამ ოპერაციას კუდ-ის თანამშრომელი, ვინმე დათო ორდენიძე ხელმძღვანელობდა...