შსს-ს აკადემიას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის დელეგაცია ეწვია

შსს-ს აკადემიას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის დელეგაცია ეწვია

შსს-ს აკადემიას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები და ორგანიზაციის პრეზიდენტი იორგ ცირკე ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს შეხვდნენ, რომელმაც უცხოელ სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, ქართველი სამართალდამცველების მომზადების პროგრამა და აკადემიის სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის დელეგაციის ვიზიტი 26 აპრილს დასრულდება.