რა ფარული მოლაპარაკებები გამართეს რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში თაკო სალაყაიამ და გიგი უგულავამ დავით კეზერაშვილთან?

რა ფარული მოლაპარაკებები გამართეს რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში თაკო სალაყაიამ და გიგი უგულავამ დავით კეზერაშვილთან?

„ქრონიკისთვის“ სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი – მთავარ პროკურატურაში უკვე მწიფდება აზრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის დაპატიმრების თაობაზე. გავლენიანი ფიგურები ღიად ლაპარაკობენ, რომ მას ციხემდე მხოლოდ ერთი წელი აშორებს. რატომ ერთი წელი და არა ერთი თვე? კუბლაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან დადებული არც ერთი პირობა არ შეასრულა, ძალიან ცუდ როლს ასრულებს ქართულ სინამდვილეში, ამის საუკეთესო მაგალითად ბაჩო ახალაიას გამართლებაც გამოდგება, მაგრამ სანამ ამ თემაზე გადავალ, იმაზე მოგითხრობთ, რა უბედურებას ატრიალებს ეს ადამიანი ე.წ. დამოუკიდებელ სასამართლოში: როგორც ინკოგნიტო წყარო უყვება „ქრონიკას“, ერთი კვირის წინ საფრანგეთში იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილის ცოლი, თაკო სალაყაია და გიგი უგულავა. მათ თავის სახლში მოინახულეს ასევე სასამართლოდან დროებით თავდახსნილი დავით კეზერაშვილი და სთხოვეს, რამდენიმე მილიონი (ზუსტი თანხა ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია) დოლარი, რათა პალიკო კუბლაშვილის ხელით კოტე კუბლაშვილამდე მიიტანონ, რომელიც, თავის მხრივ, გადასცემს (რა თქმა უნდა, ნაწილს) იმ მოსამართლეს, რომელიც მომავალში ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს. სიტყვა „მომავალში“ შემთხვევით არ მიხსენებია, ვანო მერაბიშვილი ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში ცდილობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხათუნა ხარჩილავა მოთმინებიდან გამოეყვანა და აცილება მიეცა. მერაბიშვილმა პირდაპირ მიმართა: ქალბატონო ხათუნა, თქვენ ძალიან ცუდ დღეში ხართ, მართალია, კბილაშვილი და ნაცვლიშვილი თანამდებობებიდან წავიდნენ, მაგრამ მაინც პროკურატურის ზეწოლას განიცდითო.  იგივე მერაბიშვილმა ამ მოსამართლის მიმართ აცილება ცნობილი სკანდალის შემდეგაც მოითხოვა, მისი თქმით, ხათუნა ხარჩილავამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და არ დაავალა სასჯელაღსრულების სამინისტროს ე. წ. მატროსოვის ციხიდან მისი გაყვანისა და მასზე ზეწოლის ამსახველი კადრების ამოღება. ვანომ ძალიან კარგად იცის, რომ ქალბატონი ხათუნა მხოლოდ 26 მაისის საქმეს განიხილავს და მისი „გატაცება“ სულ სხვა გარემოებაა, მაგრამ მაინც დაჟინებით ცდილობს, ეს მოსამართლე გზიდან ჩამოიშოროს. ასეთია კუბლაშვილებისა და სალაყაია-მერაბიშვილების გარიგება:

„თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ საქმეს არ უკავშირდება, თუმცა აღსანიშნავია, სწორედ თქვენ გამო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამო ვიმყოფები პატიმრობაში და სწორედ ამ პატიმრობის დროს განხორციელდა ჩემზე ძალადობა. სწორედ თქვენი გადაწყვეტილების მეშვეობით მიეცა საშუალება ყოფილ მთავარ პროკურორსა და ყოფილ ყაჩაღს, ჩემზე განეხორციელებინა ძალადობა. როგორ შეიძლება არ უკავშირდებოდეს ამ პროცესს ჩემი განცხადება. საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს სასამართლო პროცესი კავშირში არ არის ციხიდან გაყვანასა და ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან“. ბრალდების მხარის პროკურორები ხათუნა ხარჩილავას აცილების წინააღმდეგები არიან. როგორც მათ სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, ვანო მერაბიშვილის პრეტენზიები პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. რისთვის სჭირდება მერაბიშვილს პროცესის გაჭიანურება? ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის ფაქტორი გახლავთ, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, „ნაციონალების“ შავმა ბუღალტერმა, დავით კეზერაშვილმა შავი გზით ნაშოვნი ფულით როგორმე უნდა დაიხსნას ციხიდან. რაც შეეხება თავად კოტე კუბლაშვილს, როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, ის დღესვეა დასაპატიმრებელი, მაგრამ რაკი ერთ წელიწადში ეწურება ვადა, ამერიკელები და ევროპელები კბილებით იცავენ, მათთვის მთავარია, საქართველოში შეინარჩუნონ ყბადაღებული კოაბიტაციის პროექტი და არ დაუშვან სამართლიანობის აღდგენა. არადა, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა შეშინებული „ნაციონალი“ მოსამართლეები, პროკურორები თუ სხვა თანამდებობის პირები სოროებში შეძვრნენ, სამართლიანობის აღდგენა უნდა დაწყებულიყო კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობით და არა „ფალოსმაისტერ“ ჭიაბერაშვილის დაკითხვით. დიახ, მთელი 9 წლის განმავლობაში კუბლაშვილის მოსამართლეებს გამოჰქონდათ უკანონო განაჩენები და სწორედ ამ ადამიანის გარეწრობით გაუბედურდა მთელი ქვეყანა. ამას წინათ მითხრა ვიღაცამ, კოტე კულაშვილი ავადაა, ბიძინას შეეცოდა და ამიტომაც წავიდა მასთან მოლაპარაკებაზეო. არა მგონია, რომ მიზეზი ნამდვილად ეს ყოფილიყო, მაგრამ დავუშვათ, ასეა... ვერ გავიგე, ქვეყნის არსთგამრიგე, რომელმაც დედა მოუტ...ნა ასეულობით ათას ადამიანს, არ უნდა დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ ავადაა?!

ყველაფერს დავანებოთ თავი, თუ კუბლაშვილის განცხადებებს თვალს გავაყოლებთ, მივხვდებით, რომ ის აშკარად გამოხატავს „ნაციონალების“ მხარდაჭერას... მაგალითად, როდესაც გიგი უგულავა თანამდებობას ჩამოაშორეს და მოსამართლის მიმართ პრეტენზია წამოაყენა პროკურატურის მხრიდან ზეწოლას განიცდიდაო, ის ეგრევე გამოვარდა ტელევიზიით და განაცხადა:

„ჩემი პოზიცია იყო და იქნება ყოველთვის, რომ, თუ ასეთი რამე განხორციელდა, მე პირადად, ჩემი პასუხისმგებლობით განვახორციელებ ძალიან მკაცრ კონტროლს, რომ შემდეგში რამე აღარ მოხდეს და ეს კონკრეტული ფაქტი, თუ რამე ასეთი ყოფილა, გამოვააშკარაოთ და ვთქვათ, რომ ასე არ შეიძლება“.

მერე, რა მკაცრი კონტროლი განახორციელა კოტიკო კუბლაშვილმა? არც არაფერი, უბრალოდ, მან გააკეთა განცხადება ჩიქორთული ქართულით, სადაც მიანიშნებს, რომ ზეწოლა მართლაც იყო. ის თამაშობს, საზოგადოებას განგებ აეჭვიანებს, რათა ახალი ხელისუფლების მიმართ უფრო გაღრმავდეს აგრესია. მეტიც, როდესაც პარლამენტმა კანონში ცვლილებების შეტანა დაიწყო, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეებს დანიშვნიდან სამი წელი უნდა მისცემოდათ გამოსაცდელად, თავი გაიგიჟა, სამი წლით დანიშნული მოსამართლე ვერ იქნება ისეთი დამოუკიდებელი, როგორც უვადოდ დანიშნულიო.

როგორც ხედავთ, კუბლაშვილს იმდენად გაუჯდა ორგანიზმში დაუსჯელობის სინდრომი, რომ მოსამართლეების დანიშვნას უვადოდ ითხოვს, არავითარი გამოსაცდელი ვადა. ისე, კარგად იხუმრა ერთმა ჩემმა კოლეგამ, კოტე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სავარძელს ებღაუჭება, დღემდე ქვეწოლას მიჩვეული ზეწოლაზე კი საუბრობს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვა, ის ნოტარიუს ბუნტურზე უფრო დაბალი ავტორიტეტით სარგებლობსო. მგონი, აქ კომენტარი უკვე ზედმეტია.