რუსული აგენტურის 25-კაციანი სია

რუსული აგენტურის 25-კაციანი სია

"ყველამ იცის რა ინტერესებიც აქვს რუსეთს და რა დავალების შესრულებაში გადაიხდის უხვად - მათ აინტერესებთ ინფორმაციები ძირითადად სამხედრო მიმართულებით, არა მხოლოდ ტექნიკური კუთხით, არამედ განწყობებიც ჯარში. მარტო სამხედროებზე არ არის საუბარი, სააკაშვილის ხელისუფლების მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირებიც თანამშრომლობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან და ემსახურებიან მათ დღემდე. გივი თარგამაძე, რომელსაც მაშინ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ასევე გია ბარამიძე, რომელთა შესახებაც მაქვს მასალები, მათ ვაგროვებ და წარმოვადგენ მალე. იმ 25 კაცის გარდა, როცა ამ თემაზე ვმუშაობდით, წავაწყდით გარკვეულ კონტინგენტს, რომლის გამოაშკარავებასაც უმოკლეს ხანში ვაპირებთ. ამიტომ არ ვასახელებ ჯერ მათ სახელებსა და გვარებს, რადგან ამ ადამიანებზე ოფიციალურმა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - ვგულისხმობ პარლამენტს. კარგი იქნებოდა თუ დღევანდელი პარლამენტი დასვამდა საკითხს მიეღოთ კანონი ლუსტრაციის შესახებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაწმენდილიყო საქართველო მოღალატე და გარეწარი თანამდებობის პირებისგან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ტრისტან წითელაშვილი.

"ჩვენგან სამ საკითხებზე მუშაობენ თავდაცვის სპეციალისტები და ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში. ვმუშაობთ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით და ამ მუშაობის პროცესში საკმაოდ კარგად ორგანიზებული აგენტურული ქსელი აღმოვაჩინეთ. გეტყვით რამდენიმე ფაქტს: ჩვენ აღმოვაჩინეთ სააკაშვილის გენერალურ შტაბში კარგად ჩამჯდარი აგენტურა, აღმოვაჩინეთ ის ადამიანები, რომლებსაც ბრიგადის მეთაურების პოსტი ეკავათ და რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის სადაზვერვო სამსახურს ინფორმაციებს აწვდიდნენ. აღმოვაჩინეთ სააკაშვილის ბრძანება, რომლის საფუძველზე გენშტაბის უფროსმა კონკრეტულად მეოთხე ბრიგადის მეთაურს მისცა მითითება 2008 აგვისტოს ომის დროს. ბრძანების შინაარსს ვერ გავახმაურებ, მაგრამ დაიწერა 6 აგვისტოს და 8-ში ის უკვე ნათარგმნი და გადაცემული აქვთ რუსეთისთვის!" - განაგრძობს რესპონდენტი

"ვინ გადასცა რუსეთს? პირდაპირ ვამბობ - ეს ბრძანება იყო მეოთხე ბრიგადის მეთაურის ხელში, ასევე ოპერატიული სამმართველოს უფროსისა და შტაბის უფროსის ხელში. ცხადია ისმის კითხვა - ვინ არის 2-3 კაცში რუსეთის აგენტი? მე პირდაპირ ვამბობ, რომ 20008 წლის ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთთან შეთანხმებით განახორციელა. რუსეთში აინტერესებდათ საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლი. საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული ობიეტები ჩაიგდეს მათ ხელში ოჩამჩირის, კოდორისა და სამაჩაბლოს სახით და სურთ გააკონტროლონ მთელი საქართველო. ამაში ხელი სწორედ სააკაშვილმა შეუწყო მათ. ჩვენ გვაქვს მასალები გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, რომ რუსეთში საქმეს პუტინის წინააღმდეგ კი არა, მის სასარგებლოდ აკეთებდა - მან რუსეთის ოპოზიციას ერთად მოუყარა თავი და ფარული გადაღებები განახორციელა!" - დასძენს ტრისტან წითელაშვილი.

"იარაღის კონტრაბანდის საკითხით კი დავინტერესდით იმიტომ, რომ ომის დროს საქართველოს საჰაერო თავდაცვა მოიშალა. საქართველოში იყო ახალი ტიპის საჰაერო-საზენიტო კომპლექსები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლო გაგვენადგურებინა რუსეთის ბომბდამშენები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ქაღალდზე ირიცხებოდა, სინამდვილეში კი არ იყო. როცა დავიწყეთ ამის კვლევა, პირდაპირ მივადექით სააკაშვილს, გივი თარგამაძეს, დავით კეზერაშვილს, თემურ ალასანიას. მათ არა მხოლოდ 2008 წელს, 2007 წელსაც აქტიური ბიზნესი ჰქონდათ უკრაინასთან იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გადავეცით მასალები უწყებას, რომლსი საფუძველზეც შემდეგ ნინუა იქნა დაპატიმრებული, დანარჩენი პირების მიმართაც მიმდინარეობს საამართლებრივი დევნა და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "დათა ახალაიაზეც უნდა გკითხოთ, რადაგან მის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ხართ..." - პასუხობს:

"დათა ახალაია, მისი ძმა და ვანო მერაბიშვილი თვითონ "ნაციონალურმა" მოძრაობამ გაწირა. მას უმოკლეს ვადაში ჩამოიყვანენ და იმის გამო, რომ გაწირეს, ახლა დაიწყებს კონკრეტული პირების დასახელებას".