ირაკლი შიხიაშვილი  მიცკევიჩის  ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილი მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და ავარიულ სახლებსა და კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს ადგილზე ეცნობა.  დღეს ირაკლი შიხიაშვილი   მიცკევიჩის ქუჩის #1 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობა დაათვალიერა. მან  აღნიშნულ მისამართებზე არსებული პრობლემები პირადად მოისმინა და მოსახლეობას მწვავე ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროგრამა გააცნო.

თავმჯდომარის განცხადებით ,ჯერ კიდევ  რვა თვის წინ, საკრებულო იყო ინიციატორი -  მასიურად დაწყებულიყო , ყველაზე მწვავე კორპუსების კაპიტალური გამაგრება. ამ წლის უახლოეს პერიოდში კი  37 ასეთი საცხოვრებელის გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება. მისი თქმით, ამისთვის საკრებულომ უკვე შეათანხმა შესაბამისი პროექტები და ბიუჯეტში გათვალისწინებულია  საჭირო თანხმა. ამდენად დაახლოებით

 15 000 ადამიანს  აღარ ექნება შიში და განცდა იმისა, რომ მომავალში საცხოვრებლის გარეშე დარჩება . ირაკლი შიხიაშვილის განმარტებით, დედაქალაში  ბევრი უსახლკარო ადამიანია და საზოგადოების ამ ნაწილს ადამიანების ახალი რაოდენობა აღარ უნდა შეემატოს.  საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრის მიზანი სწორედ იმას ემსახურება, რომ მიცკევიჩის # 1-ში მცხოვრებ მოსახლეობას,  ავარიული კორპუსის გამო გამოწვეული პრობლემები მოუგვარდეთ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ.

 საკრებულოს ინიციატივითა და ხელშეწყობით,  თბილისში ავარიული სახლების მასობრივი გამაგრებითი სამუშაოები იწყება,  რათა დედაქალაქში ავარიული სახლების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდეს და ამ საკითხთან დაკავშირებული საშიშროება მოსახლეობას მთლიანად მოეხსნას.