სამართლიანობის აღდგენაზე მნიშნველოვანი სამართლიანობის დამკვიდრებაა

სამართლიანობის აღდგენაზე მნიშნველოვანი სამართლიანობის დამკვიდრებაა

რა არის სამართლიანობა ან რას ნიშნავს მისი აღდგენა – ამ ყბადაღებულმა თემამ, გადამაწყვეტინა დამეწერა შავით თეთრზე – რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა:

სამართლანობის აღდგენაა, როდესაც თავისუფლად პოსტავ ფეისბუქზე შენს სიბრძნეებს, თუნდაც სისულელეს ან თუნდაც ჭეშმარიტებას და ამის გამო სამსახურიდან არ გიშვებენ;

სამართლიანობის აღდგენაა ის, რომ საჯარო მოხელე ხარ და უფროსები არ გაიძულებენ იარო პარტიულ აქტივთან ფარულ შეხვედრებზე ; არ გაიძულებენ მისცე ხმა შენთვის არასასურველ კანდიდატს და არ გაიძულებენ აგიტაცია–პროპაგანდა გაუწიო მათ პარტიას;

სამართლიანობის აღდგენაა ის, რომ ბიზნესს არ იბარებენ დღეში ორჯერ და არ ითხოვენ მათგან თვითმფრინავების, სტადიონების, მანქანების ყიდვას და გადაფორმებას;

სამართლიანობის აღდგენაა ის, რომ პროკურატურა არ ახდენს ზეწოლას სასამართლოზე და პორკურორები მხოლოდ სატელეფონო კურიერის ფუნქციას არ ასრულებენ (ყველას გვახსოვს ზარი მოსამართლესთან) ;

სამართლიანობის აღდგენაა ის ,რომ არ ატერორებენ ტელევიზიებს და მედია ხელისუფლებას არ ჰყავს  მონობაში და არ ვისმენთ მხოლოდ ხელისუფლებისთვის სასიამოვნო ნიუსებს ;

სამართლიანობის აღდგენაა ის, რომ თავისუფლად შეგვიძლია გავაპროტესტოთ ის,  რაც არ მოგვწონს და ხანდახან ისიც კი, რაც მოგვწონს, მაგრამ ვითომ არ მოგვწონს ;

სამართლიანობის აღდგენაა, ის რომ ტელეფონზე ვსაუბრობთ უპრობლემოდ ყველა თემაზე და მეგობრებთან ჭორაობისას ტელეფონებს არ ვმალავთ ჩანთებში და ჯიბეებში ;

სამართლიანობის აღდგენაა ის, რომ ვსუნთქავთ მშვიდად... ეს არის ყველაზე დიდი სამართლიანობის აღდგენა, რომ აღარ გვეშინია , აღარ გვეშინია არსებობისა და დამკვიდრების საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში, საკუთარ მეორე ნახევრებთან.

სამართლიანობის აღდგენაა ის, რომ უცვლელია ქვეყნის კურსი ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ, მიუხედავად დაშინების და პროვოკაციებისა სხვადასხვა პარტიული აქტივისგან;

სამართლიანობა აღსდგა 1 ოქტომბერს თავისუფალი არჩევნებით, ახლა მთავარია თითოეულ ადამიანში დამკვიდრდეს სამართლიანობის შეგრძნება!