რა მოხდა ბრუკლინში, რესტორან

რა მოხდა ბრუკლინში, რესტორან "ნაციონალში" სააკაშვილის მისვლის შემდეგ?

აშშ-ში, კერძოდ, ბრუკლინში, ქართველი ემიგრანტები ყოველწლიურად მართავენ ფესტივალს "ქართველები ამერიკაში". სადაც ხდება ქართველების დაჯილდოება სხვა და სხვა ნომინაციებში, რომელთაც იქ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას. წლევანდელ ფესტივალზე, რომელიც ბრუკლინში რესტორან ნაციონალში იმართებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა. ექს-პრეზიდენტის მისვლას არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით შეხვდნენ. ემიგრანტების ერთმა ნაწილმა მისი მისვლა გააპროტესტა და დარბაზი დატოვა. აშშ-ში ქართველმა ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა, სააკაშვილის ფესტივალზე მისვლის ფოტოები გაავრცელა, რის შემდეგაც "ჯ--ეიჩ-ენი" ფესტივალში მონაწილე ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტს შორენა თეთრაულს დაუკავშირდა, რომელიც დეტალურად გვიყვება რა მოხდა რესტორანი "ნაციონალში" სააკაშვილის მისვლის შემდეგ?

შორენა თეთრაული: ეს არის ღონისძიება, რომელიც ტარდება ყოველწლიურად. სააკაშვილი აქამდე არასოდეს მისულა.
ის აქამდე პრეზიდენტი იყო და ახლა ისიც ემიგრაციაშია..
- უბრალოდ, ხალხის დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია არა იმან რომ ის მოვიდა. კი ბატონო ქრისტიანები ვართ და მოვიდეს დაჯდეს, მაგრამ გააჩერო ანსამბლი, რომელიც ჩამოყვანილი გყავს თბილისიდან და არ ალაპარაკო მიშა. ეს იქ მყოფი უმრავლესობის შეურაცხყოფა იყო. საკმარისად ვუსმინეთ 9 წელიწადი და კიდევ იმის მოსმენა რა გააკეთა და ახლა რამდენი რამე ფუჭდება აღარ გვინდა. მართლა ისეთი ბრმები არ ვართ, როგორც ჰგონიათ, რომ ვერ ვარჩევდეთ რა იყო და რა არის დღეს. მე პირადად არავის ვუკარგავ კარგს ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ არც ერთი ყოფილი პრეზიდენტი ამდენს არ დადის და არ ლაპარაკობს. 
უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ რა მოხდა?
- მოხდა ის, რომ როდესაც შემოვიდა ატყდა ჩოჩქოლი. შემდეგ ხალხმა დაიწყო ტაშის დაკვრა და ამ ჯგუფის „აგანის“ ძახილი, რომ მიშას რომ არ მისცემოდა საუბრის საშუალება. თითქმის ნახევარმა დარბაზმა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. ამ დროს მღეროდა ეს ჯგუფი. ამ დროს გამოდის მიკროფონით ხელში ორგანიზატორი თამრიკო დავითაშვილი და ამბობს, რომ ამ სიმღერის შემდეგ ისაუბრებს სააკაშვილი. აი აქ უკვე იყო ,რომ ხალმა დაუწყო ძახილი წადი, წადი და ტაში და ანსამბლს უძახოდნენ რომ გაეგრძელებინა სიმღერა რომ მიშას არ მისცემოდა საშუალება მიკროფონთან მისულიყო. საბოლოოდ, ისე დამთავრდა ღონისძიება რომ მიშას არ მივეცით მიკროფონთან მიახლოვების საშუალება.
-გამოდის რომ ორგანიზატორმა იცოდა ან იქნებ მიიწვია კიდეც? სულ რამდენი ადამიანი ესწრება ამ ფესტივალს?
- დაახლოებით, 100-150 კაცი. ზუსტად არ ვიცი. დარწმუნებული ვარ რომ ორგანიზატორმა იცოდა და სწორედ ამაშია საქმე, რომ მოგვატყუეს, არ გვითხრეს. თუმც ჩემს პროტესტზე - რომ მცოდნოდა აქ არ მოვიდოდი-მეთქი, მითხრა რომ მას არ მოუწვევია და ბიძინაც რომ მოსულიყო მასაც მიიღებდა.
სააკაშვილი მარტო მოვიდა?
- არა, დაცვა დაცვა თემური ალასანიას სახით და ბებია მზია.
რამდენ ხანს დარჩა?
- დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება მეტიც. იჯდა და წავიდა. 
რადგან 1 საათი დარჩა, იყვნენ ადამიანები ვინც მიიღო. სააკაშვილის წასვლის შემდეგ უკმაყოფილება ხომ არ მოხდა მათ შორის ვინც მისი მისვლა გააპროტესტა და ვინც მიღო?

- არა, არანაირი.