გაბრიელ გარსია მარკესის წერილი აშშ–ის პრეზიდენტს, რომელშიც მწერალი აშშ-ს მიწასთან ასწორებს!

გაბრიელ გარსია მარკესის წერილი აშშ–ის პრეზიდენტს, რომელშიც მწერალი აშშ-ს მიწასთან ასწორებს!

11 სექტემბერის ტრაგედიიდან არც ისე დიდი ხანი იყო გასული, როცა კოლუმბიელმა მწერალმა გაბრიელ გარსია მარკესმა ჯორჯ ბუშს ღია წერილი მისწერა. ამდენი წლის შემდეგ იგი დღესაც საოცრად აქტუალურია.

“როგორი გძნობაა? როგორ გრძნობთ თავს, როცა საშიშროება თქვენს საკუთარ ეზოშია და არა თქვენი მეზობლის ოთახში? რა გრძნობაა როდესაც გულს შიში ეპარება, როცა თავზარდამცემი ხმაურის გამო პანიკაში ვარდები, ხედავ უკონტროლო ცეცხლში გახვეულ ქალაქს, როცა შენობები ინგრევა და უდანაშაულო ადამიანების სისხლსა და კვამლში გახვეულ თვალებს ხედავ?

რა გრძნობაა, როდესაც როცა მთელ დღეს სახლში ატარებ და არ იცი ხვალ რა მოხდება? როგორ შეიძლება შოკურ მდგომარეობას დააღწიო თავი? 1945 წლის 6 აგვისტოს იგივე მდგომარეობა იყო ჰიროსიმას მოსახლეობაში. ქალაქის არცერთი ნაწილი არ დარჩენილა ამერიკული ბომბების გარეშე – სულ რაღაც წამებში 80 000 უდანაშაულო კაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა, 250 000 კი რადიაციას ემსხვერპლა. მაგრამ ეს შორეული ომები იყო და ტელევიზია მაშინ არც არსებობდა.

დღეს რას გეუბნებათ სატელევიზიო კადრებიდან მოვარდნილი შიში, რომელიც 11 სექტემბრის უბედურ დღეებზე გიყვებათ? ზუსტად 28 წლის წინათ, 11 სექტემბერს, ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე მოკლეს. იგი ამბოხების შედეგად დაიღუპა, რომელიც თქვენი ქვეყნის ლიდერების მიერ იყო დაგეგმილი. ესეც ბოროტება იყო, თუმცა თქვენი ქვეყნის საზღვრებიდან ძალიან შორს ხდებოდა.

იცით რომ 1824 წლიდან 1994 წლამდე თქვენმა ქვეყანამ 73 თავდასხვა განახორციელა ლათინური ამერიკის ქვეყნებზე? მსხვერპლებს შორის იყვენენ: პუერტო-რიკო, მექსიკა, ნიკარაგუა, ჰაიტი, კოლუმბია, კუბა, ჰონდურასი, დომენიკის რესპუბლიკა, ვირჯინიის კუნძულები, სალვადორი, გვატემალა და გრენადა.

თქვენი ქვეყნის მმართველები თითქმის საუკუნის განმავლობაში ომობდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე არ ყოფილა არცერთი ომი, რომელშიაც პენტაგონი პირდაპირ თუ ირიბად არ ჩარეულა. რასაკვირველია ბომბები თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სკდებოდა, თუ არ ჩავთლით პერლ-ჰარბორის მაგალითს, 1941 წელს. ახლა როდესაც “ტყუპი შენობები” მტვრად იქცა და ტელევიზიის შემზარავ კადრებს ადევნებდით თვალს ან ხალხის შეშინებული ყვირილი გესმოდათ, ნეტავ იმაზე თუ დაფიქრდით რას გრძნობდნენ ვიეტნამელი უდანაშაულო გლეხები ამდენი წლის მანძილზე?

თქვენმა საჰაერო ძალებმა არც ერთი ქარხანა არ დატოვეს გაუნადგურებელი იუგოსლავიაში, ერაყში კი 500 000 ადამიანი დაიღუპა... ნეტავ რამდენი ადამიანი გარდაცვლილა ისეთ შორეულ ქვეყნებში როგორიცაა: ვიეტნამი, ერაყი,ირანი, ავღანეთი, ლიბია, ანგოლა, სომალი, კონგო, ნიკარაგუა, იუგოსლავია? უდავოდ არასრული სიაა…ყველა ამ ადგილას დახარჯული თითოეული ტყვია თქვენს ქარხნებში მზადდებოდა და მათ თქვენს მიერ გაწრთვნილი ბიჭები იყენებდნენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ “ამერიკული ცხოვრებით” გეცხოვრათ.

თქვენი ქვეყანა მთელი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა დანარჩენ მსოფლიოს. უცნაურია, რომ თქვენი ლიდერები აპოკალიპსის მხედრები ხდებიან თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამერიკა თავისუფლების მაგალითს კი არ წარმოადგენს, არამედ შორეულ ტირანს, რომელიც სთესს ომს,შიშს,შიმშილსა და განადგურებას. თქვენი ბომბებისგან დაღუპულ ადამიანთა 90% უბრალო მოქალაქეები არიან – ქალები, მოხუცები და ბავშვები.

რა გრძნობაა, როცა საშიშროება თქვენს კარზეც აკაკუნებს, თუნდაც ერთი დღით? როგორი გრძნობაა შიში? როგორი გრძნობაა, როცა იცით რომ თერთმეტ სექტემბერს ეს გრძელი ომი თქვენი სახლის კარსაც მოადგა?!”“,– წერდა მარკესი, რომელიც ახლახანს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.