აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „112“-ის წარმომადგენლები თბილისში არსებულ მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლს - „სიკეთის ლამპარი“ ესტუმრნენ.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებმა მოხუცებს სხვადასხვა პროდუქტი და პირველადი დახმარების მედიკამენტები მიუტანეს.
„სიკეთის ლამპარში“ 25 მოხუცი ცხოვრობს, მათ შორის, უხუცესი კი ასი წლის თამარ გაბუნიაა.
შსს „112“-ის დეპარტამენტი მსგავს საქველმოქმედო აქციებს სამომავლოდაც გეგმავს.