საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი NSI-ს დირექტორს შეხვდა

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი NSI-ს დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი აშშ-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის კომპანია NSI-ს დირექტორ პოლ ჯოელს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებული ვითარება და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო სხვა მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებს, შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და სამომავლო გეგმებს.