ამერიკელი კონტრადმირალი თავდაცვის სამინისტროში

ამერიკელი კონტრადმირალი თავდაცვის სამინისტროში

საქართველოში ვიზიტით ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორატის უფროსის მოადგილე, კონტრადმირალი პატრიკ პირსი იმყოფება. დღეს, ამერიკელმა კონტრადმირალმა  თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან გამართა შეხვედრები. დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორატის წარმომადგნელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ვაკო ავალიანსა და მიხეილ დარჩიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ნატოსთან თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.  კონტრადმირალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკული მხარის მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და მხარი დაუჭიროს საქართველოს თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული უსაფრთხოების გარემო.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელი ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.