1.საქართველოში ავღანეთის მეექვსე მსხვერპლი ჩამოასვენეს. გიორგი ავალიანი ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. ავღანეთის ქართველი გმირი საქართველოში ისე ჩამოასვენეს, რომ არც ერთ ცენტრალურ არხს ეს ფაქტი არ გაუშუქებია. ოფიციოზი კი მხოლოდ მშრალი სამძიმრის განცხადებებით შემოიფარგლა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მეექვსე ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტზე კომენტარი სათხილამურო კურორტზე, სრიალის დროს გააკეთა. იმ დროს როცა გიორგი ავალიანის დაღუპვის ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს პარლამენტმა ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ანა გოჩაშვილი მოგვითხრობს...
2.გასული კვირის კიდევ ერთი მთავარი თემა ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა იყო. ცხინვალის ციხიდან 7 ქართველი გაათავისუფლეს, მათ შორის ერთი სამხედროა. კაპრალი ზვიად კობალაძე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში ჩავარდა ტყვედ. ცხინვალის ტყვეობაში გატარებული ორი წელი მისთვის საკმაოდ მძიმე გასახსენებელი აღმოჩნდა. ნახეთ ნანა ლეჟავას სიუჟეტი...
3.დეპუტატის ბიზნესი-საირმის დასავენებელი კომპლექსი ეკონომიკის სამინისტრომ პირდაპირი მიყიდვის წესით, თემურ კოხოძის კომპანიას გადასცა. თანხა რომელიც დეპუტატმა გაიღო, სიმბოლურია. თემურ კოხოძე ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატია და ის პარლამენტში ბიზნესიდან მივიდა. არჩევნების პერიოდში კი მისგან ფული სწორედ მმართველი პარტიის ყულაბაში მიდიოდა. იმედა დარსალია მოგვითხრობს...