შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა    კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიციატივა წარადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელშიც გაიწერა საურავების დაკისრების ახალი მექანიზმი, კერძოდ თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. მაგალითისთვის, ახალი ინიციატივის მიხედვით, 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაერიცხება საურავი 20 ლარის ოდენობით. საურავის დაკისრების ამგვარი მექანიზმი ხელს შეუწყობს თანაზომიერების პრინციპის განმტკიცებას და ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში ადეკვატური ოდენობის სახდელის დანერგვას.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში - მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. ჯარიმა საურავი პროექტის მიხედვით 10 20 20 40 40 80 50 100 100 200 150 300 200 400 250 500 300 500 500 500 700 500 1000 500 1500 500