შსს-ს აკადემიას ნატოს კვირეულის ფარგლებში სტუდენტები და მოსწავლეები ეწვივნენ

შსს-ს აკადემიას ნატოს კვირეულის ფარგლებში სტუდენტები და მოსწავლეები ეწვივნენ

შსს-ს აკადემიას ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პოლიტიკურ მეცნიერებათა, საერთაშორისო სამართლისა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები და რამდენიმე სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მათ შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა აკადემიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთვის საინტერესო თემებზე, კერძოდ, სამართალდამცავ უწყებებში კადრების მიღების პროცედურებსა და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრაზე სტუდენტებს და მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე: „სწავლება აკადემიაში“.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტები და მოსწავლეები აკადემიის ინფრასტრუქტურას გაეცნენ, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.