ინსტრუქტორთა კურსი ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ (ვიდეო)

ინსტრუქტორთა კურსი ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ (ვიდეო)

დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, უმცროს ოფიცერ-ინსტრუქტორთა და სერჟანტ-ინსტრუქტორთა მომზადების კურსი დასრულდა. სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და პრეზენტაციის მეთოდების კურსი სამ კვირას მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს სამხედრო სასწავლო დაწესებულებების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობის მომზადება წარმოადგენდა. კურსი, რომელსაც 15 მსმენელი ესწრებოდა, 3 მოდულს მოიცავდა: ინსტრუქტორთა უნარ-ჩვევების განვითარებას, სასწავლო პროცესის დაგეგმარება-პროგრამების შემუშავებასა და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

დახურვის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა.

კურსი აშშ-ის და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. შემდგომ ტრეინინგებს, ის ქართველი ინსტრუქტორები ჩაატარებენ, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს. სწავლება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) მხარდაჭერით განხორციელდა.