კოჰაბიტაციის მეოთხე უკურნებელი სტადია

კოჰაბიტაციის მეოთხე უკურნებელი სტადია

«ქართული ოცნების» და «ნაციონალური მოძრაობის» ურთიერთობა ახალ ფაზაში შევიდამათი თანაარსებობის ნორმების ნაწილირომელიც დასავლელი პარტნიორების მოწადინებით კოჰაბიტაციის პერიოდში დაინერგაკვლავინდებურად ძალაშიამაგრამამავედროსიქმნება შთაბეჭდილებარომ ბრძოლა ამ ორ ძალას შორის გამძაფრდა და მათ საბოლოო მიზანს მოწინააღმდეგის ანიჰილაცია წარმოადგენსალბათ,საინტერესო იქნება იმის დადგენა,რეალურია ეს ბრძოლა თუ მეტწილად წარმოსახვითი და რა საფრთხეებს უკავშირდება ის.

 ძირითადი და სათადარიგო ინსტინქტები

ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ კუთხეში მიმწყვდეული ადამიანი ან ცხოველი, კატა იქნება ის, ვირთხა თუ (ერთი შეხედვით) უწყინარი და უძლური ზაზუნა, უკიდურესად საშიში ხდება. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რამ მიიყვანა «ნაცმოძრაობა» დასკვნამდე, რომ დღეს სწორედ ამ მდგომარეობაში იმყოფება _ გახშირებულმა დაკითხვებმა პროკურატურაში, გავლენის ინფრასტრუქტურის რღვევამ თუ ფინანსური შესაძლებლობების შემცირებამ (ან ყოველივე ამან ერთად), მაგრამ ბოლო დროს ის აშკარად კუთხეში მიმწყვდეულივით იქცევა _ აღარ იცავს არანაირ წესებს და ყველა მიმართულებით ქაოტურად უტევს. მართალიაამ შეტევების უმეტესობა მოუმზადებელია და დასახულ მიზანს ვერ აღწევსმაგრამროგორც უკვე ვთქვით,ასეთ სიტუაციაში საშიშია ზაზუნაც კიარათუ ყოფილი სახელისუფლო პარტია შემცირებულიმაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი რესურსებით.

«ნაციონალების» წინააღმდეგ მუშაობს მათი აზროვნების შაბლონურობა და კრეატიულობის თვალშისაცემი სიმცირე. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ მათ კომენტარებს მედიასა და სოციალურ ქსელებში, ვნახავთ, რომ ბოლო დროს ისინი ღიად ან ქვეტექსტში საუბრობენ «ქართულ მაიდანზე» (ანუ უკრაინული სცენარის გამეორებაზე), «გირგვლიანის საქმის გამეორებაზე» (თათუხაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით), «ვალერი გელაშვილის ინციდენტის გამეორებაზე» (ნუგზარ წიკლაურის ცემის კონტექსტში). ხოლო მას შემდეგ,რაც სამარშრუტოების მძღოლების აქციაზერომლის უკანსავარაუდოდ, «ნაციონალები» იდგნენერთი მეორის მიყოლებით თავის დაწვა ორმა მძღოლმა სცადასააკაშვილის ზოგიერთმა მიმდევარმა მოჰამედ ბუაზიზიც კი გაიხსენა,ტუნისელი ვაჭარირომელმაც პროტესტის ნიშნად თავი დაიწვარაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისშემდგომ კი რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი საბაბი გახდააქაც, როგორც ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, საუბარია თავისებური «რიმეიკის» შექმნაზე, უკვე რეალიზებული სცენარის გამეორებაზე, შაბლონის გამოყენებაზე და არა ახალი, ორგინალური ტაქტიკური გადაწყვეტილების მოძებნაზე. გასაკვირი ამაში არაფერია, _ საკუთრივ «ვარდების რევოლუცია» არსებითად წარმოადგენდა საქართველოში სერბული გამოცდილების გადმოტანასხოლო მის შემდეგ სააკაშვილმაროგორც ჩანსსაკუთარი ფსიქოლოგიური კომპლექსებიდან გამომდინარეპარტიაში ჩაკლა ყოველივე შემოქმედებითი და მოაზროვნე (თუ ასეთი რამ იქ საერთოდ იყო).

ის, რომ «ნაციონალები», 99%-იანი ალბათობით, ორიგინალურს ვერაფერს მოიფიქრებენ, ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მაგრამ, მეორე მხრივ, მუდმივმა ორიენტაციამ დრამატულ ინციდენტებზე, რომელნიც «ქართული ოცნების» მაღალ რეიტინგს დააგდებენ და მასშტაბური პროტესტისთვის საბაბს შექმნიან, ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებს შეიძლება კანონსაწინააღმდეგო პროვოკაციების დაგეგმვა-განხორციელებისკენ უბიძგოს (თუ უკვე არ უბიძგა და განსაკუთრებით საეჭვოდ ამ კონტექსტში  კომენტატორები «წიკლაურის ინციდენტს» მიიჩნევენ და არა მხოლოდ მას).ცხადიაეს გზა პარტიას პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანსმაგრამ არც ისაა გამორიცხულირომ ეს ქვეყანას სერიოზული დესტაბილიზაციის ფასად დაუჯდებარადგან მოქმედი ხელისუფლება არასაკმარისად გონიერია იმისთვის,რომ ამ თამაშში სუფთა გამარჯვებას მიაღწიოს (მოგებით კი მოიგებს, მაგრამ რა ფასად?).

ორიენტაცია მაქსიმალურ შედეგზე («ქართული მაიდანი», «გირგვლიანის საქმე-2» და ა. შ.) სასტარტო პირობებისა და რესურსების შემცირების გათვალისწინების გარეშე, კონტრპროდუქტიულია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთრომ «ნაციონალები» ახლაცივი გათვლით ან სტრატეგიული გეგმით კი არ ხელმძღვანელობენარამედ,როგორც წესიკუთხეში მიმწყვდეული ადამიანივითმეტწილად ინსტინქტებსადა პანიკურ შიშზე დაყდნობით მოქმედებენთანაც რეალობის შეუსაბამოშაბლონების გამოყენებას ცდილობენმაგრამ სახელისუფლო პარტია ოპონენტისამ აშკარა სისუსტეს ვერ იყენებს.

როდის დასრულდება «უძრაობის ხანა»?

ინტელექტუალური რესურსის საგრძნობი დეფიციტი «ქართულ ოცნებაშიც» შეინიშნება. რაც ყველაზე გულსატკენია, მან, როგორც ჩანს, ვერ გაუძლო ცდუნებას მომავალი საარჩევნო კამპანია ისევ ბიპოლარული დაპირისპირების მოდელზე დააფუძნოს და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელ «ნაციონალებთან» დაპირისპირებაში «ნათელი მხარის» (სინამდვილეში კი, «ნაკლები ბოროტების») როლი შეასრულოს. სუფთა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ეს მარტივი და «მუშა» გადაწყვეტილებაა, რომელიც ათავისუფლებს ხელისუფლებას სრულფასოვანი პოზიტიური პროგრამის ფორმირების აუცილებლობისგან, მაგრამ ამავე დროს ეს გადაწყვეტილება უამბიციო და გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია. მანიპულირება «ნაციონალების» შესაძლო რევანშით უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აშინებდა ამომრჩევლებს: «თუ იქნა მეორე ტური, აგერ ბაქრაძე მოვა, მიშას პრემიერობაზე ჰქონდა დიდი აქცენტი, პრემიერად მიშას წამოაყენებს და ღმერთმა მოგახმაროთ, ძველი ტაშ-ფანდურა გექნებათ ისევ» უკვე იგრძნობოდა ამომრჩევლთა არცთუ მცირე ნაწილის უკმაყოფილება ამგვარი მანიპულირებით და ადგილობრივი არჩევნებისთვის ის, სავარაუდოდ, გაიზრდება. მართლაცკიდევ რამდენჯერ უნდა დაუბრუნდეს «ქართული ოცნების» ელექტორატი პრობლემასრომლის გადაწყვეტას ხმა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში მისცამას დღეს გაცილებით კონსტრუქციული და ამბიციური მიზნები იზიდავს.

ამ კონტექსტში ხელისუფლებას ხელს აძლევს «ნაციონალების» გააქტიურება და მათი მოქმედების რადიკალიზაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, ამომრჩეველთა მობილიზება ისევ მოახლოებული საფრთხის თემის ექსპლუატირებით, ძველი ლოზუნგებით მოახდინოს. დავუშვათ, რომ ამას კიდევ ერთხელ წარმატებით მოახერხებს, შემდეგ არჩევნებზე რას იზამს? ხომ არ აქვს ამ შემთხვევაში ადგილი პრობლემისგადაწყვეტის გადადებასხოლო რეალურად სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლიფრონტის სახით შექმნილი კოალიციაუბრალოდვერ ახერხებს ტრანსფორმაციასახალი დროის მოთხოვნების შესაბამისად?

დღეს ყოფილი მაღალჩინოსნების გახშირებული დაკითხვების ფონზე ამომრჩეველთა ნაწილმა (თუნდაც ნაწილობრივ) დაიჯერა, რომ ხელისუფლება არაფორმალური იმუნიტეტის მინიჭებას არავისთვის აპირებს. მაგრამ, ამავე დროს, ის ხედავს, რომ მთავრობა, ერთის მხრივ, ვერ ახერხებს, მიიტანოს დასავლელ პარტიორებამდე (ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილამდე) საკუთარი პოზიცია ისე, რომ ის თითქმის ყოველდღე პოლიტიკური ოპონენტების დევნაში არ დაადანაშაულონ და ამასთანავე, არ აქვს საკმარისი ნებისყოფა იმისთვის, რომ მკვეთრად უპასუხოს სააკაშვილის უცხოელ მეგობრებს, რომელნიც უკვე ისე გათავხედდნენ, რომ ცდილობენ ქართველ სამართალდამცავებს ყოფილი მაღალჩინოსნების არათუ დაპატიმრება, არამედ დაკითხვაც კი აუკრძალონ.ალბათსაქართველოში არავის სიამოვნებს იმის ყურებათუ როგორ უგულებელყოფენ ისინი კანონის უზენაესობის პრინციპს დაფაქტობრივად,ყველას დასანახად აფურთხებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, როდესაც უცხოეთში საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიციის წარმოდგენის და ლობისტებთან ურთიერთობის საქმეში ცნობილი, რესპუბლიკელი ცოლ-ქმარი ჩართო, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის «ნაცმოძრაობის» შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩანს (ვის ან რისთვის დასჭირდება ისინი, თუ ბიპოლარული მოდელი დაიმსხვრევა და მმართველი კოალიცია შეწყვეტს არსებობას, როგორც სააკაშვილის რეჟიმის თუ მისი ნარჩენების საწინააღმდეგო ფრონტი). ამასთანავეისინი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უცხოელების პოზიციასვიდრე სინამდვილეში აქვს დადიდი ალბათობითყოველთვის მოახდენენ შესაძლო გართულებების გაბუქებას,როგორც ამას მათი თანაპარტიელი ლევან ბერძენიშვილი აკეთებსრომელიცთავის ინტერვიუებში უკვე ღიად უარყოფს კანონის უზენაესობის პრინციპს დასააკაშვილის დაპატიმრების შესაძლებლობას წარმოსახვითი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება.

ამ შეცდომის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. თუ ჩვენი მთავრობა საკმარისად გამბედავი იქნებოდა, ის ძალიან მკვეთრ პასუხს გასცემდა იმ უცხოელებს, რომელნიც საქართველოს კანონებს არაფრად აგდებენ და, შესაძლოა, გამოაქვეყნებდა მათი და სააკაშვილის რეჟიმის ფინანსური ურთიერთობების ამსახველ დოკუმენტებს, მაგრამ ეს არ კეთდება და ხელისუფლება უცხოელებთან ურთიერთობაში იქცევა, როგორც ბავშვი, რომელმაც რაღაც დააშავა და ახლა უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება პროკურატურას, ის ამ წუთს ჰგავს საფეხბურთო გუნდს, რომელიც ბურთს ფლობს, თითქოს ქმნის სახიფათო მომენტებს, მაგრამ ვერ აღწევს რეალურ გარღვევას და გოლს ვერ იტანს. მისი დღევანდელი გააქტიურების სერიოზულობას კი საზოგადოება, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ დაიჯერებს, როდესაც (ეს მთავრობასაც ეხება) თამამ და (კარგი გაგებით) უკანმოუხედავ ნაბიჯებს გადადგამს, კანონის უზენაესობიდან და ქვეყნის სუვერენიტეტის აბსოლუტური პრიორიტეტულობიდან გამომდინარე. დღესროდესაც საზოგადოებისუმრავლესობის სიმპათიები «ქართული ოცნების» მხარესაამას ამის გაკეთებისშესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემაშესაძლებლობადავრწმუნდეთრომ ადგილი აქვს სამართლიანობის რეალურ აღდგენას და არა მოჩვენებით გააქტიურებას წინასაარჩევნო პერიოდის მოთხოვნებიდან გამომდინარეკოჰაბიტაციის მეოთხე უკურნებელი სტადიის ფონზე.

ვამპირი უნდა მოკვდეს

რაოდენ ბანალურად უნდა გაიჟღეროს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ქვეყანაში მოქმედებს პოლიტიკური ძალარომელიც ორიენტირებულია დიქტატორული რეჟიმის რესტავრაციაზერომლის ლიდერებმა არაერთგზის დაამტკიცესრომ სკამების გულისთვის ხელს აბსოლუტურად ყველაფერს მოაწერენ და რომელთაც,უბრალოდარ ესმითრა არის დემოკრატია და თამაშის შესაბამისი წესები. ისინი შინ და გარეთ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პოზიციები შეარყიონ და ზოგიერთი კომენტატორის შეფასებით უკვე არა მხოლოდ გეგმავენ, არამედ ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო პროვოკაციებს და, გამორიცხული არაა, ამის გამო ახლო მომავალში საქართველოში სისხლისღვრა მოხდეს. 

პროცესების ამ მიმართულებით წარმართვის პრევენცია არა იმდენად პოლიტიკის, რამდენადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. გასაგებია, რომ ასეთი დისკრედიტირებული, თვითგადარჩენის ინსტინქტის საფუძველზე ქაოტურად მოქმედი პოლიტიკური ოპონენტის შენარჩუნება მმართველი კოალიციისთვის ძალზე კომფორტულია პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ქვეყნის უზენაესი ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივი დესტაბილიზაციის კერა უნდა მოისპოს. ცხადია,ეს არ გულისხმობს ისეთ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებსროგორიცაა პარტიისაკრძალვა ან ყველა მისი წევრის სამართლებრივი დევნამაგრამ ხელისუფლებამ,სავარაუდოდგაცილებით მეტი რესურსი უნდა ჩართოს შესაძლო პროვოკაციების(მათ შორის შეიარაღებულირადგანგამორიცხული არაააქამდეც მივიდნენ)პრევენციის საქმეში დარაც მთავარიადასაჯოს უკლებრივ ყველა დამნაშავე,მიუხედავად იმისარომელი პარტიის წევრია ის ან რა თანამდებობა ეკავაწარსულში.

ძველ ლეგენდებსა თუ თანამედროვე ფილმებში ხშირად გვხვდება ასეთი სიუჟეტი:ვამპირი შეიძლება მოკლა და დამარხომაგრამთუ გულში სარს არ ჩაასობისგაცოცხლდება და უარეს უბედურებას ჩაიდენსშესაძლოაახლა საქართველოშისწორედ ეს მომენტია _ «ერთიანი ნაციონალური» ვამპირის არსებობას ერთხელდა სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავით ბაქრაძეს და სხვა ლიდერებს, რომელნიც ამ ეტაპზე არ არიან ეჭვმიტანილნი მძიმე დანაშაულის ჩადენაში, უნდა წაერთვათ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» სახელით არჩევნებში მონაწილეობის და, ზოგადად, ლეგალური პოლიტიკური საქმიანობის უფლება დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის პირობებში.მაგრამთუ ვინმევინც გეგმავს დაშესაძლოაახორციელებს პროვოკაციებს,სცემს საკუთარ თანაპარტიელებს იმისთვისრომ საინფორმაციო საბაბი შექმნას,ახდენს ზეწოლას გამოძიებისთვის საკვანძო მოწმეებზე და მათ ლიკვიდაციასაცკი არ გამორიცხავსამზადებს ბოევიკებს ან ყიდულობს შეიარაღებას მომავალი«მაიდანისთვის», ასეთი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სახელმწიფოსშესაძლებლობების მთელი სპექტრი უნდა აამოქმედოს. თუ ღარიბაშვილის მთავრობა ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებს, დიდი ალბათობით, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ქვეყანასაც დაღუპავს.