ანტიკორუფციულმა სააგენტომ ,,საქართველოს რკინიგზის“ მოლარე-კონტროლიორები დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავა

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ,,საქართველოს რკინიგზის“ მოლარე-კონტროლიორები დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ამხილეს და დააკავეს სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს რკინიგზის“ მოლარე-კონტროლიორები – დავით კ, ირმა ჭ. და შალვა ი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისი-ბორჯომი-თბილისის მიმართულების საგარეუბნო მატარებელში დამონტაჟებული სამგზავრო ბილეთების ავტომატური აპარატებიდან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვადასხვა დროს მიითვისეს სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 71 290 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).