მიხეილ ცილიკაშვილი:

მიხეილ ცილიკაშვილი: "იარაღის ჩაწყობა ვერ მოასწრეს, თორემ ყინწვისის საქმეზე დაკავებულები დახოცილები ვიქნებოდით"

"23 ადამიანი (საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის" წევრები) 2011 წლის 24 მაისს ჩავედით მოსალოცად ყინწვისში. იქ საკლავიც დაიკლა. 26 მაისს, დილით თბილისში დაბრუნებას რომ ვაპირებდით, პირდაპირ ტაძრის ეზოში დაგვაკავეს. ამას თან ახლდა ძირს ჩვენი დაყრა, ხელების გადაგრეხა და იარაღის გამალებული ძებნა. რა იარაღი უნდა გვქონოდა სალოცავში წასულ ხალხს. ერთადერთი, მე მქონდა ტაბელური იარაღი - პოლიციელი ვიყავი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველგან ვარ ნაომარი. 2011 წელს კი კერძო დაცვის სამსახური მქონდა. ყინწვისიდან ქარელის პოლიციამდე დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მოვდიოდით, გზადაზგა ვჩერდებოდით, ჩვენი დამკავებლები რაციებითა და ტელეფონებით უფროსობას უკავშირდებოდნენ და ეკითხებოდნენ - დაკავებულებს რა ვუყოთო. მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო აწ გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილი", - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი მიხეილ ცილიკაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მიხეილ ცილიკაშვილი: "ყინწვისის საქმეზე დაკავებულები ქარელის პოლიციაში გვაწამეს!"

"თავის დროზე პროკურატურას ჩვენებები მივეცით და სხვების გვარებიც დავასახელეთ. ქარელისკენ მიმავალ გზაზე უფრო მეტი სტრესი გადავიტანეთ, ვიდრე დაკავების პროცესში. გაურკვევლობა იყო, მერე მივხვდით, რომ ჩვენი ლიკვიდაცია ჰქონდათ ჩაფიქრებული - ამის სერიოზული ეჭვი მაშინვე გაგვიჩნდა, მოგვიანებით კი ჩვენი წყაროებით დავადგინეთ, რომ ჩვენთვის "ხარება და გოგია" უნდა მოეწყოთ ანუ ტყეში უნდა მოეხდინათ ყველას ლიკვიდაცია! "სპეცნაზის" მანქანებში რომ ჩაგვყარეს იქ იარაღის ყუთები იყო. ჩვენთვის იარაღი უნდა ჩაეწყოთ, მაგრამ ვეღარ მოასწრეს - ძალიან ეცადნენ იარაღის ჩაწყობას, მაგრამ მამაოების თვალწინ ეს ვეღარ გააკეთეს. ერთმა სასულიერო პირმა ჩაილაპარაკა - ეს არავის შერჩებაო. ამაზე თავდამსხმელებს აგრესიული რეაქცია ჰქონდათ: ღირსი არ არის, რომ წვერი გავპარსოთო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ჩვენი გამტაცებლები სასულიერო პირებზე ზეწოლას ახდენდნენ და იმის დადასტურებას აიძულებდნენ, თითქოს ყინწვისში იარაღით აღჭურვილები მივედით. მამაოებმა ტყუილი არ თქვეს და მათი აბსურდი არ გაიმეორეს. იარაღის ჩაწყობა ვერ მოასწრეს, თორემ ჩვენ დახოცილები ვიქნებოდით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ცილიკაშვილი.

"ის რომ თითქოს ცხინვალის მოსადგომებთან 2000-კაციანი რუსის ჯარი გველოდებოდა, ეს ჩვენი საქმის კიდევ ერთი აბსურდია. ყინწვისში ჩასულებს ცხინვალთან როგორ გველოდებოდა ჯარი? გეოგრაფია არ იციან? თუ ცხინვალტან გველოდებოდნენ, 70 კილომეტრით იქით რა გვინდოდა? დღევანდელ პირობებში, როცა თანამგზავრიდანაც შეიძლება დაკვირვება, ასეთი რამის მოგონება შეიძლება? 2000 კაცი იცით რამდენია? ამ რაოდენობის ხალიხ ტექნიკაში რომ განათავსო, 5 კილომეტრზე გაიშლება... დიდი ზეწოლა იყო პროკურატურიდან, მათ შორის ოჯახებზეც, მაგრამ პასუხი არავის უგია. დამნაშავეები დააწინაურეს კიდეც - დათო ხიზანაიძე, ჭანკოტაძე დაწინაურებული არიან. ჩვენი - პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების საერთო მოთხოვნაა რომ შეჩერდეს იმ პროკურორების, გამომძიებლებისა და მოსამართლეების უფლებამოსილება, რომლებიც საქმეებს გვიყალბებდნენ, ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ და უდანაშაულოდ ციხეებში გვიშვებდნენ. ვინც ამ ბინძურ საქმეებშია გასვრილი, მათ უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება", - განაგრძობს რესპონდენტი

"ერთ მნიშვნელოვან დეტალს მინდა შევეხო - როგორც ვთქვი, ერთადერთი ვარ, ვისაც ტაბელური იარაღი მქონდა. ეს ჩემი იარაღის ჩადება ჩვენი მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა გოგუაძისთვის უნდოდათ. პროკურორ ხიზანაიძის ზეწოლით იძულებული ვიყავი უკან დამეხია, თუმცა მეორე დღეს მოსამართლე დალი მეტრეველს ვუთხარი, რომ არასდროს ჩემი იარაღი არავისთვის ხელში დასაჭერადაც კი არ გადამიცია. ჩემი განცხადება უგულებელყვეს, განაჩენში ჩამიწერეს, თითქოს იარაღი მივასარე - ეს თავისთავად აბსურდია, არ შეიძლება დაცვის უფროსმა შუაგულ ტყეში ვინმეს მიასაღოს საკუთარ სახელზე გაფორმებული იარაღი.... ჩვენი საქმის დასაშლელად და გადასასინჯად ისიც კმარა, რომ ჩვენ 26 მაისს დილით დაგვაკავეს, მაგრამ საქმეში 27 მაისი ჩაწერეს - ჩვენ რომ მანქანებში ჩაგვსვეს, ერთ-ერთმა სპეცნაზელმა თქვა - აღლუმი 5 წუთში დაიწყებაო. იმასაც უარყოფდნრნ, რომ ქარელის პოლიციაში ვიყავით. ჩვენი წამება ზუსტად იქ მოხდა", - ამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი.

"მე "სპეცნზელების" 4 დუბინკა მირტყამდა 20 წუთის განმავლობაში. იქვე იმყოფებოდა იქაური სამხარეო პოლიციის უფროსი ვოვა ჯუღელი. თუ მე არ ვიცი, ვინ იყო ის ნიღბიანი ხალხი, ჯურელმა ხომ იცის, რომელიც სპეცრაზმი ოქმედებდა იმ წუთში იმ ტერიტორიაზე? დაიკიტხოს ვოვა ჯუღელი, დაიკითხოს მის მიერ ნაჩვენები ხელმძღვანელობა და გაირკვევა რა ხალხი იყო იქ. ძველი "სპეცრაზმელი" ვარ და ვიცი, რომ "სპენაზი" თავის მოვალეობას ასრულებდა, უნდა დაისაჯოს ხელმძღვანელობა. ჩვენ რომ დაგვიჭირეს თბილისში უკვე დახოცილი ნიყო ხალხი - უნდოდათ ამ საშინელების გადაფარვა. პიარაგადაფარვის უნდა ამოვეხოცეთ 23 კაცი ტყეში, ვერ ამოგხოცეს, მაგრამ ჩვენი გამოყენება მაინც უნდოდათ თავიანთი სისასტიკის გასამართლებლად. იყო მცდელობა, დაემტკიცებინათ, რომ თბილისში იმიტომ დაშალეს მიტინგი, თითქოს ჩვენ ვაპირებდით რაღაცას სახელმწიფოს წინააღმდეგ და კავშირში ვიყავით მომიტინგეებთან. ეს საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდული და საშინელოია. სააკაშვილის რეჟიმი მზად იყო დავეხოცეთ 23 კაცი, ოღონდ უცხოეთის წინაშე თავი გაემართლებინა 26 მაისს გამთენიისას ხალხის დახოცვის გამო", - დასძენს მიხეილ ცილიკაშვილი.

"ჩემს თავს მოძრავ გარდაცვლილად ვთვლი, რადგა ცალი ფეხი სამარეში მედგა. ამიტომ ახლა თავი მაქვს გადადებული და ამ საქმეს - ჩვენი მოთხოვნების შესრულებას - ბოლომდე მივიყვან. ამისთვის საჭიროა უფლებამოსილება შეუჩერდეთ საქმეების გამყალბებელ პროკურორებს, გამომძიებლებსა და მოსამართლეებს. საერთოდაც, ნურაფერს გვამადლიან. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, ციხიდან ხომ გამოგიშვით და მეტი რა გინდათო. შემაბრუნეთ, ქალბატონო მანანა უკან, თქვენ დატოვეთ თანამდებობა, ჩავატაროთ არჩევნები და ვინ და როგორ მოიგებს არჩევნებს, მაგასაც ვნახავ. როგორ მოიგებს კომახიძის პარტია არჩევნებს, როცვა ჩვენი პოლიტპატიმრობაც კი სათავისოდ გამოიყენეს. დიახ! მათ ჩვენი გაპოლიტპატიმრობა უნდოდათ იმიტომ უნდოდათ ამ რაოდენობით, რომ ევგროპისთვის ეჩვენებინათ, უნდოდათ უნდოდათ დამეტკიცებინათ, რომ "ნაცმოძრაობის" მმართველობა იყო რეჟიმი", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ახლა აღარ უნდათ?" - პასუხობს:

"ახლანდელმა ხელისუფლებამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, იმიტომ რომ სააკაშვილის რეჟიმს მის წარმომადგენლებზე სერიოზული კომპრომატები აქვთ. თუ ადრე რეჟიმი იყო, ახლა რატომ აღარ ახსენებენ ამას? თუ ბენზინიდან ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა, ახლა სად მიდის ეს ფული?!"