კახა კალაძე: უმჯობესი იქნება, თავის ქვეყანას მიხედოს, თავის ქვეყანაზე იფიქროს - მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც ისინი იმყოფებიან

კახა კალაძე: უმჯობესი იქნება, თავის ქვეყანას მიხედოს, თავის ქვეყანაზე იფიქროს - მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც ისინი იმყოფებიან

საქართველოზე მსგავსი საუბრის ნაცვლად, სჯობს, ზელენსკიმ საკუთარ ქვეყანასა და უკრაინის გენოფონდის შენარჩუნებაზე იფიქროს - უკრაინის პრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას მმართველ გუნდში ეხმიანებიან.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უკრაინა საქართველოს გამოყენებას საკუთარი მანიპულაციებისთვის ცდილობს, რაც არ გამოუვა. მმართველი გუნდი ასევე აღნიშნავს, რომ ზელენსკი აკრიტიკებს საქართველოს, რომელმაც იმავე გაეროში მის ყველა რეზოლუციას დაუჭირა მხარი - თუმცა ეს მას სიტყვით გამოსვლის დროს არც უხსენებია.

უმჯობესი იქნება თავის ქვეყანას მიხედოს, თავის ქვეყანაზე იფიქროს და მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც ისინი იმყოფებიან და უკრაინელი ხალხი თვითონ მიხედავს თავის პრეზიდენტსაც, თავის მთავრობას და ყველას და ჩვენ - ქართველი ხალხი მივხედავთ ჩვენს ქვეყანას როგორმე, პრობლემა არ იქნება არანაირი“, - აცხადებს თბილისის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე.

გაეროს უმაღლესი ტრიბუნა ზელენსკიმ საქართველოს კრიტიკისთვის გუშინ გამოიყენა. მისი თქმით, საქართველო ევროპისთვის უკვე დაკარგულია და რომ აქ "ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება". ზელენსკი ამტკიცებს იმასაც, რომ "საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული".