შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში სამუშაო თათბირი ჩაატარა და მიმდინარე საკითხები განიხილა. მინისტრმა ასევე მოინახულა ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოები, თანამშრომლებს შეხვდა და მათ მუშაობას გაეცნო.