აქ რომ პოლიტიკოსებთან არ გვაქვს რეალურად საქმე, უკვე ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი მსგავს განცხადებას და "დაპირებას" წინასაარჩევნოდ არ გასცემს, იმიტომ, რომ ისინი, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველსაც, თუკი ასეთი ამ განცხადების შემდეგ კიდევ დარჩა, ჰპირდებიან იმას, რომ მოხდება ქალაქის პარალიზება და სრული კოლაფსი, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც ირაკლი კუპრაძის მერად არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვა დააანონსა.
ჭეიშვილის განცხადებით, გაფიცვა არის ნებაყოფლობითი, შესაბამისად, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები ქალაქის სათავეში, ელისაშვილის განცხადება აჩენს ეჭვს, ხომ არ აპირებენ ოპონენტები მუნიციპალური სამსახურების წმენდას და პარტაქტივის დასაქმებას, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს ბრძანებების, მათ შორის, გაფიცვის ბრმად შემსრულებელი.
"ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ ეს ძალები და ეს ადამიანები თუნდაც ქალაქის მართვის სადავეებთან, თითის გატოკება არ დასჭირდებათ, თავისთავად მოხდება ეს პარალიზება, იმიტომ, რომ მათ არავითარი არც კომპეტენცია აქვთ, არც პროფესიონალიზმი და შესაბამის უნარები ჰქოფნით, რომ თავი გაართვან ეფექტიანად ქალაქის მართვას და განვითარებას. ნაცვლად იმისა, რომ მართლაც სიკეთეზე, განვითარებაზე ილაპარაკონ და შესაბამისი აქცენტები დასვან, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ თუკი ისინი გაიმარჯვებენ, ერთი მხრივ, რუსთაველი ქრონიკულად პარალიზებული იქნება და მეორე საერთოდ ამწვავებს ამ სიტუაციას და მთელ ქალაქს უქადის პარალიზებას. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ფუთავენ გაფიცვით. გაფიცვა რა არის, ეს ადამიანები ვერ ხვდებიან. რეალურად, გაფიცვა, ეს არის დასაქმებულის უფლება დამსაქმებლისადმი, რომ კონკრეტული მოთხოვნის კვალდაკვალ, განაცხადოს უარი საკუთარი შრომითი ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ რაც მთავარია, გაფიცვა არის ნებაყოფლობითი. ესენი რას ამბობენ, რომ იძულების წესით მოახდენენ მთელი ამ მუნიციპალური აპარატის გაფიცვას? აქ მეორე ეჭვიც ჩნდება, რა თქმა უნდა,