„რუსეთში მცხოვრები ქართველი შეძლებული ადამიანები, სასურველი ინვესტორები არიან ქვეყნისთვის, რადგან მათი პატრიოტიზმი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ჩრდილოეთით მოსახლეობის სხვა ნაწილისა“, - ამბობს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, საღად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება წინააღმდეგი იყოს, რომ რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები.
დღეისათვის საქართველო ინვესტორების მოჭარბებით ვერ დაიკვეხნის და შესაბამისად, ქვეყანას არც უცხოეთში, მეტადრე რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები წყალობენ, თუმცა თითო-ოროლა რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი უკვე წლებია საქართველოშიც ახორციელებს ინვესტიციებს.
გულიკო ხარჩილვა ერთად-ერთია, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მასშტაბური ინვესტიციები განახორციელა საქართველოს ყველაზე უღარიბეს და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაშ მყოფ სამეგრელოს რეგიონში. ბიზნესმენს, რუსეთის ფედერაციაში არსებულ თავის ბიზნეს-პროექტებში დასაქმებული ჰყავს 700-ზე მეტი ეთნიკური ქართველი.
როგორც გულიკო ხარჩილავა აცხადებს, ის მზად არის გააგრძელოს აქტიური საინვესტიციო მოღვაწეობა, არა მარტო სამეგრელოს რეგიონში, არამედ მოიცვას მთელი საქართველო. ხარჩილვა წარმოშობით სამეგრელოს რეგიონიდან გახლავთ და 40 წელი ბიზნეს-საქმიანობას რუსეთის ფედერაციაში ეწევა. მიუხედავად დიდი ეკონომიკური რისკისა, მან მილიონობით დოლარის ინვესტირება განახორციელა სამეგრელოს რეგიონში. კერძიოდ, ბიზნესმენმა, წლების წინ შეიძინა გადაშენების პირას მყოფი 500 გეგქტარი ჩაის პლანტაცია წალენჯიხის რაიონში, მოახდინა მისი რეკონსტრუქცია და განაახლა ჩაის ფაბრიკა.
ხარჩილავამ ასევე, მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებს სამეგრელოს რეგიონში ცნობილ კურორტ „სქურში“. მისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს-პროქტი - ტურისტულ დასასვენებელი, ევროპული ხარისხის კომპლექსის მშენბლობა უკვე განხორციელდა კურორტ „ანაკლიაში“, რომელიც დაახლოებით, 18 მილიონი ლარი დაჯდა. როგორც ცნობილია, ამ კომპლექსის არსებობამ დიდად განაპირობა თვით ახალი კურორტ „ანაკლიის“ საერთაშორისო პოპულარობა.
პეტერბურგში მცოხვრებმა ბიზნესმენმა, თამაზ მჭედლიძემ 2012 წლიდან დღემდე საქართველოში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. ბიზნესმენი კლინიკების ქსელი „მედი“-ს მფლობელია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კლინიკათა ქსელია. ბიზნესმენმა საქართველოში უკვე დააფუძნა კომპანია „მედგრუპ ჯორჯია“. კომპანიის გენერალური დირექორი, მირიან ამირანაშვილი ამბობს, რომ ბიზნესმენი მზად არის ამ კლინიკათა ქსელის შემოსავლიდან და მოგებიდან ინვესტიცები განხორცილედეს საქართველოში.
„დღეის მდგომარეობით თამაზ მჭედლიძის მიერ განხორციელებულია დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია და იგი აპირებს უახლოეს 3-4 წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას. დაწყებული გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროქტი და მზად ვართ, ეს პროექტები წარმოგიდგინოთ. თამაზ მჭედლიძე აშენებს კურორტს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, ახალი კურორტოლოგიის განვითრების კუთხით.
ამ 6 მილიონი დოლარიდან დაახლოებით 500 ათასი ლარი უკვე გადახდილია ბიუჯეტში გადასახადის სახით. გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობის მანძილზე დასაქმებული იყო დაახლოებით 250-300 ადამიანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მირიან ამირანაშვილი.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში არსებულ რეალობას ბევრად უფრო კარგად ფლობენ ჩვენი თანამემამულეები რუსეთში, ვიდრე სხვა ქვეყნებში და მითუმეტეს, სხვა ქვეყნის მოქალაქე არაქართველები.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შედეგ, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად ინვესტიცების მოზიდვა დასახელდა. მათ შორის აქცენტი კეთდებოდა იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში. დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში მცოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა ინვესტიცები განახორციელონ საქართველოში?
სოსო ცისკარიშვილი: ჩვენი ეკონომიკის სრული სექტორი განეკუთვნება რუსეთის მოქალაქე ინვესტორებს და გასაკუთრებით ენერგეტიკის სფერო პრაქტიკულად მონოპოლიზირებულია რუსული კაპიტალის მიერ. ამავე დროს, გვახსოვს, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიის პირობებში დაბომბილი იქნა არაბული ფოთის პორტი, გერმანული ცემენტის ქარხანა კასპში. საერთოდ წართმეული იქნა თურქული ქარხნები ახალგორის ტერიტორიაზე, მაგრამ არც ერთი ზიანი არცერთ გაჭიმულ მავთულს არ მიდგომია.
ეს დაბომბვმა იყო სრულიად მკაფიო გზავნილი რუსეთისგან მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს მხოლოდ რუსული კაპიტალი. ჩვენ დღესაც ასეთი საფრთხის წინაშე ვიმყოფებებით. ამ შემთხვევაში, სწორედ, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა უზუნველყოფილი ნებისმიერი მიმზიდველი პროექტის განხილვისას. ასეთ მიდგომას სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ იმავე ხუდონჰესის მიმართ.
რასაკვირველია, რუსეთში მცხოვრები ქართველი შეძლებული ადამიანები სასურველი ინვესტორები არიან ქვეყნისთვის, რადგან მათი პატრიოტიზმი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ჩრდილოეთით მოსახლეობის სხვა ნაწილისა. თუმცა, პრაქტიკა საწინააღმდეგოს გვაჩვენებს. მხედველობაში მაქვს წავკისის გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესი, სადაც ჩვენი პეტერბურგელი თანამემამულე, რომელმაც 21 კლინიკა გახსნა უკვე პეტერბურგში, აქ უამრავ წინააღმდეგობას აწყდება იმ პროექტების განხორციელებისას, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინი არსებობდა. მხედველობაში მყავს წავკისის გამაჯანსაღებელი კომპლექსის „მედგრუპ ჯორჯიას“ ინვესტორი თამაზ მჭედლიძე.
რამდენად პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოში ინვესტიციის ჩადება?
- არ მგონია, რომ რაიმე ამდაგვარი საფუძველი იყოს ამა თუ იმ ინვესტორისთვის. ერთი გახლავთ ის, რომ საქართველოში არსებულ რეალობას ბევრად უფრო კარგად ფლობენ ჩვენი თანამემამულეები რუსეთში, ვიდრე სხვა ქვეყნებში და მითუმეტეს, სხვა ქვეყნის მოქალაქე არაქართველები.
მაშინ, რა უშლით მათ ხელს, რომ ქართულ ეკონომიკაში განახორციელონ ინვესტიცია? ვგულისხმობ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დაკავებული არიან მხოლდ ბიზნესით და არა პოლიტიკით, როგორც ეს არის ხუბუტიას შემთხვევაში...
- გარკევული სითამამე სჭირდება რუსეთიდან თანხების საქართველოში დაბანდებას რაიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის, ამას ყველა ვერ ბედავს. ჩვენი თანამემაულეების დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, არალეგალურად იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, მათ საკუთარი თავის დაფიქსირება ნამდვილად არ აინტერესებთ, იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არადეკვატურია. ამიტომ, ის ვისაც აქვს შნო და უნარი, რომ დაბანდება მოახდინოს საქართველოში ამა თუ იმ საინვესტიცო პროქტში, რასაკვირველია, არიან თამამი ადამიანები და ამავე დროს, მათი პატრიოტიზმის განცდა წინ უსწრებს გონივრულ გაანგარიშებებს.
მათთვის ცხადია, რომ რაიმე სოლიდური და მოლოდინის პროცესში დიდხანს მყოფი ცვლილება ჩვენს კანონდებლობაში არ მომხდარა, რომელიც გაუადვილებდა ასეთ ინვესტორებს საქართველოში მოღვაწეობას, თუნდაც იმ მცირე ბიზნესების წამოწყებით, რომლის მიმართ სიმპატიებს გამოხატავს ყველა ხელისუფლება უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, ოღონდ გაკეთებული ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი მინახავს. მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებების თემაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.
ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი ვალდებულებები გააჩნია ბიზნესომბუდსმენს, თუმცა ბევრად მეტია ინფორმაცია მედიაში იმის თაობაზე თუ რა ხება ბიზნესში, ვიდრე ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში. ბიზნესომბუდსმენი არ შეიძლება იყოს მთავრობის დანამატი. ომბუდსმენობა და დაცვა ბიზნესს სწორედ ხელისუფლებისგან სჭირდება, იმიტომ კი არა, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება მონსტრია, უბრალოდ, როგორი დემოკრატიულიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, ომბუდსმენი უნდა იყოს მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირი, რომ ხელისუფლების მიერ დაჩაგრული ბიზნესი იყოს სანდო ადამიანზე მინდობილი.
ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების წინაპირობა უნდა იყოს სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა. როგორ ფიქრობთ, საჭიროა ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციები, რათა ყველა ინვესტორი გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით მოუწოდონ ყველა პოტენციურ ინვესტორს, მათი მიერ განხორციელებული ინვესტოცების მაგალითზე მოხდეს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელება?
- არ ვემხრობი, რომ ინვესტორი საქმიანობას იწყებდეს მთავრობის წევრთ კაბინეტიდან. ვიდრე ასეთი აუცილებლობაა, ჩვენ თავისუფალ ბიზნესზე ვერ ვისაუბრებთ. არსებობენ დარგები, არსებობენ ტერიტორიები, სადაც ასეთი გადაწყვეტლების მიმღები უნდა იყოს, ადგილობრივი ხელისუფლება. ისინი უნდა შედიოდნენ კონტაქტში მაღალი დონის წარმონაქმნებთან და არა კონკრეტული პირი, რომელთა მიმართაც, როგორც გამოცდილება გვკარნახობს, ყოველთვის არის გარკვეული დამატებითი გარიგებები.
საღად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება წინააღმდეგი იყოს, რომ რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. რადგან ისევ ვიმეორებ, საფრთხე ინვესტორისთვის მეტია თავად რუსეთში ასეთი ინვესტიციის განხორცელებისას, ვიდრე საქართველოში.