ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ახალ ძალას იკრებს და გადამწყვეტ ფაზაში შედის. სინოდის წევრების წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეთქმულების პირველი სამიზნე წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) გახლავთ. მომდევნო მსხვერპლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) იქნება. ვითომ ლუსტრაციის კეთილშობილური მიზნებით მოქმედნი სინოდის დანარჩენ წევრებსაც არ დაინდობენ და შურისძიებით შეპყრობილნი არც რადიკალურ ნაბიჯებს მოერიდებიან.
ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი განუზომელია. ამ ადამიანების მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტის დამცრობაა, ამისთვის კი ყველაზე მარტივი საშუალება სასულიერო პირების დისკრედიტაციაა. ბრძოლა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, უკვე დიდი ხანია, დაწყებულია, თუმცა, ვინაიდან მხოლოდ კრიტიკით ვერაფერს მიაღწიეს, აღნიშნული ჯგუფების აზრით, მოვიდა დრო, «შედეგის მომტან» რადიკალურ ნაბიჯებს მიმართონ.
თუ რატომ შეარჩიეს დასაწყისისთვის სამიზნედ ეს ორი მეუფე, ალბათ, რთული მისახვედრი არაა. მეუფე სერაფიმე და მეუფე იაკობი, ეკლესიის მოწინააღმდეგეთაჯგუფებში, დიდი ხანია, ყველაზე მეტ გაღიზიანებას იწვევენ. მეუფე სერაფიმე იმიშვიათი სასულიერო პირების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიცჟურნალისტებთან ინტერვიუზე ყოველთვის თანახმა არიან და არც წინახელისუფლების დროს მორიდებია კრიტიკული განცხადებების გაკეთებას, ხოლო გადაცემა «კვირის რეპორტაჟში» გასულმა ფარულმა ვიდეოჩანაწერმა, სადაც მეუფე დედაქალაქის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას, შესახებ არცთუ სასიამოვნო ამბავს ყვება, იმთავითვე ხელისუფლების დაუფარავი გაღიზიანება გამოიწვია. მეუფე იაკობისამბიონიდან ქადაგების დროს გაკეთებული განცხადებები კი, უკვე დიდი ხანია,გარკვეულ ჯგუფებში განუზომელ აღშფოთებას იწვევს.
მოსალოდნელი არეულობის შესახებ ინფორმაციას ფლობს ჟურნალისტი ირმა ინაშვილიც, ის კონკრეტულ სასულიერო პირებს არ ასახელებს, თუმცა, საკუთარი «ფეისბუქის» გვერდიდან მიმართავს ხელისუფლებას: «აპირებენ საეკლესიო პირების სრულდისკრედიტაციას, წირვების ჩაშლას. მრევლის დაწიოკებას. მთავარი დარტყმამოვა სინოდის წევრებზე. წაიკითხეთ რასაც ვწერ და აამოქმედეთ ყველა საჭირორესურსი... აამოქმედეთ სასწრაფოდ!.. იგეგმება შეტევა ერთ-ერთ მეუფეზე...აპირებენ აგინონ საეკლესიო პირებს, მრევლს და ჩაშალონ არაერთი რელიგიურირიტუალი. მიზანი რა არის? მეუფეს რომ ვინმე შეეხება, მრევლი იჩხუბებს. მერევინ გაარჩევს, ვინ, სად და რატომ ჩხუბობს. ისევ თავად ისარგებლებენ. მრევლშიცამზადებენ «შესაგდებ» არამზადებს...»
აშკარა აგრესიული კამპანია მეუფე სერაფიმეს წინააღმდეგ ცოტა ხნის წინათ დაიწყო. ყველაფერი ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ მეუფე სერაფიმეს ინტერვიუს მოჰყვა, სათაურით«მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა): საშიშია მაღალი ტრიბუნიდან მოწოდება, რომარაფერი ცუდი ეკლესიის კრიტიკაში არ არის». (გაზეთი «საქართველო და მსოფლიო», 12 თებერვალი, #240), რომელმაც რატომღაც მამა ილიას (ვაშაკიძე) გაღიზიანება გამოიწვია. მამა ილია ინტერვიუს გამოეხმაურა და არც მეტი არც ნაკლები, მეუფის საუბარს ბჟუტური უწოდა _ «ერთი გამაგებინოს, ამ მიტროპოლიტს რა აბჟუტურებს? _ წერს ის, საკუთარი «ფეისბუქის» გვერდზე. საკვირველია, მაგრამ მამაო, უფრო უხეშ სიტყვებსაც არ ერიდება: «დამიწყო ძველბიჭურად ლაპარაკი და სულ დედა მაგინა ძალიანბინძურად. სიმართლეს ვიტყვი, არც მე დავაკელი», ან «საქართველოსსაპატრიარქოს ეპისკოპატი, როგორც საქართველოს ეკლესიის პრობლემა თბილიტაკოს გაციება, სულ არ ნიშნავს დამცირებას» _ ეს მამა ილიას ფრაზებია და მისი სოციალური ქსელის გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.
მამა ილია მეუფე სერაფიმეს წინა ხელისუფლებასთან ფინანსური სიკეთეებისმიღებაში სდებს ბრალს, მაშინ, როდესაც ავიწყდება, როცა მეუფე კრიტიკულგამონათქვამებს არ იშურებდა, მართლაც ფუფუნებაში მცხოვრები სხვა მამაოებიდა მეუფეები ხელისუფლებას ხოტბას ასხამდნენ ან გატრუნული იყვნენ და იმუსამართლობას, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა, მშვიდად ადევნებდნენ თვალს.
მამა ილია ითხოვს ტელედებატებს მეუფესთან, თუმცა საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტ არჩილ გამზარდიასთან დებატებზე უარს აცხადებს. ასევე უპასუხოდ ტოვებსარჩილ გამზარდიას მიერ მისთვის გაგზავნილ უწყინარ კითხვებს.
«გთხოვთ, მითხარით, თუ სიმართლე გაქვთ, როდის იყო ეკლესიაში მხილებამედიაზე გადიოდა? მით უმეტეს იდეაშივე ეკლესიის მაძულველმედიასაშუალებებზე? ან იმ სიტყვებით, რომელსაც თქვენ იყენებთ ან იმსაკომუნიკაციო ფორმებით, რასაც თქვენ წარმოადგენთ? მამაო ილია, მითხარით,რას ფიქრობთ ისეთ ადამიანებზე, როდესაც ოჯახის სხვა წევრებზე აუგს ოჯახისმტრებთან გაიტანს და ოჯახის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას, რა ჰქვია ასეთადამიანს? და რატომ იქცევით ზოგიერთი სასულიერო პირი სწორედ ასეთიადამიანივით (შეიძლება უარესადაც)? მამაო ილია, თქვენი «ფეისბუქის» გვერდირატომ ტოვებს პოლიტიკოსის გვერდის შთაბეჭდილებას? რატომ არიან თქვენგვერდით, ძირითადად, დარაზმული კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისმქონე პირები, პარტიული აქტივისტები და მედიასაშუალებები? მით უმეტეს,რომ ეს ჯგუფები და წარმომადგენლები, წლებია, იმ სივრცეს მტრობენ, რომელსაცთავად თქვენ წარმოადგენთ? რატომ იღებთ სიამოვნებით, როდესაც თქვენსსოციალურ გვერდზე პატრიარს ლანძღავენ? ეძახიან «ილიათოლს», «კოლმეურნოების თავმჯდომარეს» და ა. შ. უფრო უარესი ტერმინებითაც? თქვენხომ ამბობდით, რომ პატრიარქის ერთგული ვარ და კონკრეტულ სასულიეროიერარქებთან მაქვს მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულებებიო?» _ ეს მხოლოდ მცირედი ამონარიდია არჩილ გამზარდიას მიერ გაგზავნილი კითხვებიდან, რომლებზეც სიმართლისთვის მებრძოლ მამაოს დღემდე პასუხი არ გაუცია.
ამას გარდა, მამა ილია საპატრიარქოს ჟურნალ «ქვაკუთხედის» დახურვას მოითხოვს.«მიმაჩნია, სასწრაფოდ ჩატარდეს სინოდის ღია სხდომა, რომელზეც განხილულიიქნება ზემოთ ხსენებული ჟურნალის არსებობა-არარსებობის საკითხილუსტრაციის ფონზე», _ წერს ის. ამავე დროს, მამა ილია «ტაბულას» მედიასაშუალებების ხშირი და საპატიო სტუმარია.
რომელ ეკლესიაში მსახურობს მამა ილია, ჩვენთვის უცნობია. აი, რა გვითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ: «მედამაინტერესა, გამერკვია, სად მსახურობდა ეს მღვდელმონაზონი და აღმოჩნდა,რომ ის არც ერთ ეპარქიაში არ მსახურობს. ამ ადამიანს აბსოლუტურადანტიეკლესიური ცნობიერება აქვს. ის არის ლიბერალი, მოდერნისტი პიროვნება,რომლისთვისაც უცხოა ეკლესიის სწავლება, დოგმატიკა, კანონები. თუ მას რაიმესაკითხი აინტერესებს, შეუძლია ეს ყველაფერი ეკლესიის წიაღშივე გაარკვიოს.ეკლესიაში არსებობს ზნეობის კომისია, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია,მუშაობს. თუ გამოვლინდება ფაქტები, რომლებიც ეკლესიისთვის მიუღებელია,ზოგიერთ მღვდელს ეპიტიმია ეკისრება».
ბრძოლა შემდეგ ეტაპზე გადადის. დაახლოებით ერთი თვის წინ «ფეისბუქზე» ჩნდება ახალი პროფილი, ვინმე მაიკო შუბლაძის სახელით (თუმცა, ვინ დგას ამ სახელის უკან, უცნობია), რომელიც ასევე მგზნებარედ მოითხოვს ლუსტრაციის პროცესის დაწყებას და მამა ილიას გვერდის ხშირი სტუმარია. იმთავითვე ცხადია მიზანი: ეს ადამიანიპროფილის შექმნის დღიდან მეუფე სერაფიმეს გასამართლებას, დასჯასა დამხილებას მოითხოვს. სხვა ინტერესი რომ არ აქვს, მისი პირადი გვერდისთვისთვალის გადავლებითაც ჩანს.
მეუფეს დაუღალავი ლანძვა-გინების შემდეგ, როდესაც ხვდება, რომ პასუხს არ სცემენ, ურეკავს მეუფე სერაფიმეს მძღოლს, სწერს მძღოლის მეუღლეს წერილებს და მეუფესთან ინტერვიუს დაჟინებით ითხოვს. თავდაპირველად აცხადებს, რომ ტელეკომპანია «მაესტროს» ჟურნალისტია, თუმცა, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ცხადი ხდება, რომ ასეთ ჟურნალისტს «მაესტროში» არასდროს უმუშავია.
კომენტარებზე, თუ სად მუშაობს, პასუხს არ სცემს, მხოლოდ იმუქრება, რომ ნებით თუ არა ძალით მაინც აიღებს ინტერვიუს. «მოემზადეთ, მეუფეო!», «მეუფე სერაფიმე,ვითხოვთ პასუხს!» _ წერს ის და, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ადამიანი აცხადებს, რომ«პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი ეთიკურ-მორალური და სამართლებრივი ზომები. მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა არამცთუ საქართველოს, არამედ ქრისტეს გამყიდველია და არად მიაჩნია არაფერიმასში მყოფი ნარცისის ფასად, პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში მისი არამცთუ სასულიერო ხარისხის, არამედ საქართველოს მოქალაქეობის საკითხი დგებაეჭვქვეშ».
ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, ვინმე მაიკო შუბლაძის ნამდვილი ვინაობა და მოვახერხეთ მასთან გასაუბრება, მაგრამ სიმართლისმანტიამოსხმული მაიკო ყველა კითხვაზეპასუხს გაურბის. დასკვნების გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია.
- მაიკო, გამარჯობა. ჟურნალისტი ვარო, წერთ და თან მეუფისგან ინტერვიუსაღება გინდათ. სად მუშაობთ, შეიძლება გავიგოთ? მგონი, დასამალი არაფერია.
- გისმენთ, რა გაინტერესებთ? თქვენთვის რას აქვს მნიშვნელობა _ ჩემს სამუშაო ადგილს თუ პრობლემას, რომელსაც ყველა ვხედავთ და ვდუმთ? (აქაც და ქვემოთ სტილიდაცულია _ რედ.)
- როგორც წესი, ჟურნალისტები როდესაც ითხოვენ კონკრეტული პიროვნებისგანინტერვიუს, სამსახურს არ მალავენ. ეს უკვე ეჭვის საფუძველს აჩენს, რომ თქვენარ ხართ ჟურნალისტი.
- რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის _ ქუჩის ნომერი, სადაც ჩემი სამსახური მდებარეობს თუ ის მტკივნეული პრობლემა, რის გამოც ხვალ და ზეგ შენი და ჩემი შვილი ეკლესიაში აღარ შევა აღსარების სათქმელად?
- როდესაც ითხოვთ ეკლესიაში ლუსტრაციას, მეუფეს მხილებას,ელემენტარულად საკუთარ სახელსა და გვარს არ უნდა მალავდეთ, თუ თქვენმართალი ხართ...
- რა გჭირთ, ხალხო, რას დადუმებულხართ და მზად ხართ, ტალახი ესროლოთ იმასაც, ვინც ბედავს და ამდენი განუკითხაობის და სიბინძურის წინააღმდეგ ხმას იღებს?! თქვენ როგორ გგონიათ, მე მორწმუნე არ ვარ და ეკლესიაში არ დავდივარ?
- რატომ გაგახსენდათ ეკლესიაში არსებული პრობლემები ახლა და არა ადრე,ვგულისხმობ თუნდაც იმ ბრალდებებს, რომლებშიც მეუფეს სდებთ ბრალს?
- რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ პროფესიული ვალდებულება მალაპარაკებს?
- თქვენ არც ერთ ჩემს კითხვას არ უპასუხეთ და რასაც მწერთ, ეს ზოგადიფრაზებია. როგორ დავიჯერო, რომ მართლა კეთილი ზრახვები გამოძრავებთ?
- მე არ ვიცნობ არც მეუფე სერაფიმეს, არც მეუფე იაკობს, მაგრამ წილად მხვდა, მენახა ბევრი ისეთი რამ, რამაც ჩემში შეარყია ბევრი რამ.
- მით უმეტეს, თუ არ იცნობთ, არ ფიქრობთ, რომ ადამიანს შეურაცხყოფა არუნდა მიაყენოთ?
- და როგორ ფიქრობთ, სასულიერო, ამხელა იერარქიის საფეხურზე მდგომთ რად უნდა «ვემტერებოდე»? მიპასუხეთ თუ შეგიძლიათ.
- ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუნდაც ეკლესიის წინააღმდეგდაწყებული ბრძოლა და მეუფეების დისკრედიტაცია.
- არა, ჩემო კარგო. ერთი უბრალო ადამიანი ვარ, დედაეკლესიის შვილი.
- თქვენ რომ მართალი იყოთ, თქვენი სახელით, გვარით იმოქმედებდით. თქვენს ფოტოს არ დამალავდით. ხომ ასეა?
არავის მიმართ ზიზღი და მტრობა არ მამოძრავებს.
- გასაგებია. ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ კეთილი ზრახვები გამოძრავებთ, მაგრამრატომ გაგახსენდათ ახლა ეს ყველაფერი? რატომ გახდა ასე უცებ მეუფე ცუდი დადამნაშავე? თქვენ სერიოზული ბრალდებებს უყენებთ...
- კი, საკმაოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიმართლეა.
- და რატომ ახლა, აქამდე სად იყავით?
- რად გაურბის მეუფე ინტერვიუს? მე მართლა არ ვიცი, რა დამთხვევას აქვს ადგილი. იქნებ მითხრათ.
- ვიცნობ მეუფეს და არასდროს არც ერთი კითხვისთვის თავი არ აურიდებია...
სხვა მეუფეების წინააღმდეგ რატომ არ აღიმაღლეთ ხმა, თუნდაც წინახელისუფლების დროს, როცა გაცილებით სერიოზულ საქმეებში სდებდნენ მათბრალს?
- მაშინ ნიადაგი მზადდებოდა, ახლა მომწიფდა ისე, რომ, ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ძალიან ცუდი შედეგები გვექნება. მეუფე ტყუის, ის ჩვენთან ინტერვიუს გაურბის.
- და ფიქრობთ, რომ ასე ანონიმური პროფილით შედეგს მიაღწევთ? თუ მართალიადამიანი ხართ, რატომ თქვენი სახელით არ მოქმედებთ, რა პრობლემაა?
- მან გვითხრა, შეგვპირდა, რომ მოგვცემდა ინტერვიუს, შემდეგ ავადმყოფობა მოიმიზეზა და...
- და ვინაობას რატომ მალავთ?
- აქ ასეა საჭირო. ინტერვიუზე ნიღაბს არ ავიფარებ, ჩემი სახით წარვსდგები. დაესწარით, თუ გნებავთ.
- რომელი გამოცემისთვის გინდათ ინტერვიუ? მითხარით, ვეტყვი მეუფეს დამოგცემთ ინტერვიუს.
- ახლა სხვა წყარო მუშაობს რაღაც საკითხებზე, ნუ შეწუხდებით, თუ ის გაინტერესებს, ვინ ვარ, მეუფის დავალებას კი კარგად ასრულებთ, მაგრამ იმედს გაგიცრუებთ, ამ ეტაპზე ასე ჯობია.
- თქვენ წერთ, რომ, თუ მეუფე პასუხს არ გაგცემთ, შესაბამის ეთიკურ-მორალურდა სამართლებრივ ზომებს მიმართავთ. რას გულისხმობთ?
- დროებით. ამას ყველა ნახავს. მზადდება სერიოზული სატელევიზიო გადაცემა, რომელიც მეხის გავარდნა იქნება.
- არავის დავალებას არ ვასრულებ. ვწერ ჩემი სახელით. თქვენგან განსხვავებით,ჩემი ფოტოც მიდევს და არ ვიმალები. პირდაპირ გეკითხებით: ვინ ხართ?
- მეუფეს ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ.
- რატომ იცრუეთ ამას წინათ, რომ «მაესტროში» მუშაობდით? ან არ ფიქრობთ,რომ, რასაც თქვენ წერთ, ეს მუქარა და დანაშაულია?
- რა თქმა უნდა, არა. როცა ფაქტები ხელთ გაქვს, არანაირად. მე ჰაერზე არ ვლაპარაკობ.
- თქვენ მალავთ სახელს, გვარს, სამსახურს... ასე მხოლოდ პროვოკატორებიიქცევიან და არა ჟურნალისტები.
- დამშვიდდი, ჩემო კარგო.
- მეუფისგან ითხოვთ პასუხებს, მაგრამ თქვენ არც ერთ კითხვაზე პასუხი არგამეცით.
- ტალახის სროლას, შანტაჟს, მუქარას, ძალიან მიჩვეული ვარ.
- ახლა ვინ დაგემუქრათ?
- დროებით, სასიამოვნო დღეს გისურვებთ.
- მაშინ გეტყვით, რომ თქვენ ემუქრებით მეუფეს. მე ჟურნალისტი ვარ დაარასდროს მქონია პრობლემა მეუფისგან ინტერვიუს ჩაწერაზე. თქვენი სახელითრომ დაგერეკათ და გეთქვათ, სად მუშაობთ, დარწმუნებული ვარ, პრობლემა არშეიქმნებოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წმინდა სინოდის წინააღმდეგ მოსალოდნელიშეთქმულების შესახებ საქმის კურსშია საქართველოს საპატრიარქოც, თუმცა,ჯერჯერობით ამ ამბის გახმაურებას ერიდებიან. აღნიშნულ საკითხთანდაკავშირებით, კომენტარს არც მეუფე სერაფიმე აკეთებს.
აღნიშნული სტატია პრევენციის მიზნით დაიწერა, რათა ხელისუფლებამ დროულად მიიღოს ზომები მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. «ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია»...