ვინ შეუკვეთა ნუგზარ წიკლაურის ცემა,

ვინ შეუკვეთა ნუგზარ წიკლაურის ცემა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თუ ხელისუფლებამ?

ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად,დღითიდღე მძაფრდება პოლიტიკური დაპირისპირებისინტრიგებისხლართვისა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობებიამ საქმისდიდოსტატი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკური ძალანაციონალური მოძრაობაა“ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერები დააქტიური მხარდამჭერებიკარგად გაწაფულნი არიან პროვოკაციებისმოწყობასა და სიცრუის სიმართლედ წარმოჩენაშისწორედ ამის გამომოხდარომ ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის განმავლობაში,სრულიად საქართველოს მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი თავსმოახვიაამ  წლების განმავლობაში ნაციონალურმა ხელისუფლებამსაზოგადოების ნაწილი თავის სიცრუის მახეში გაახვია და ტვინიბინძური დემაგოგიით დაუბინძურასაზოგადოების მეორე ნაწილი,რჩეული ინტელიგენციარომელიც უფრო მეტად იყო ინფორმირებული დაკარგად ხედავდა სააკაშვილის ტირანული რეჟიმის აღვირახსნილობას -წყალს გაატანამათ ჩარეცხილები“ უწოდადანარჩენ ნაწილს კიცხოვრება ჯოჯოხეთად უქციაწაართვა კერძო საკუთრებაბიზნესი,დაუჭირა ოჯახის წევრებიმოკლედ ნაციონალურმა ხელისუფლებამ,გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვასრომ 9 წლის განმავლობაშისრულიად საქართველო დაამონავინც წინააღმდეგობის გაწევა გაბედა,ზოგი ციხეში გამოკეტაზოგი უმუშევარი შინ დაჯდა და დეპრესიადაემართაზოგსაც ფიზიკურად გაუსწორდა და მოკლააღარაფერს ვამბობიმ .საუკუნის სისასტიკეზერომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ათასობითუმწეო მდგომარეობაში მყოფი, ახალგაზრდების მიმართ განახორციელა:ცემაწამებაცოცხით და დუბინკებით გაუპატიურებამკვლელობათასერიებირომლებიც იმხანად პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმამარჯვენა ხელმაყოფილმა იუსტიციის მინისტრმაზურაბ ადეიშვილმაფირებზეც აღბეჭდესსავარაუდოდმათ პატიმართა წამების ამსახველიკადრებისაკუთარი ავადმყოფური სექსუალური ფანტაზიებისდასაოკებლად სჭირდებოდათ.

მიხეილ სააკაშვილის ავადსახსენებელი რეჟიმის მძაფრი პოლიტიკური შტრიხები ერთ-ერთმა ფაქტმა გამახსენა. ორი დღის წინ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური სცემეს. როგორც თავად ჰყვება, მას სახლთან 8 ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ელექტროშოკი გამოიყენეს და მისი მანქანაში ჩასმა ვერ შეძლეს, მეც წინააღმდეგობა გავუწიეო. ნუგზარ წიკლაურის მიმართ კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ძალადობა დასაგმობია, მაგრამ მის მიერ მოყოლილი ამბავი, ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს. თუკი წიკლაურს 8 კაცი დახვდა, მით უმეტეს ელექტროშოკით შეიარაღებული, რით ვერ შეძლეს მისი მანქანაში ჩატენვა, ანდა საჩვენებლად სახეზე მიყენებული დაზიანების გარდა, სხეულზე დაზიანება ვერ მიაყენეს? იბადება ლოგიკური კითხვა: ხომ არ იყო ეს ნაციონალების მიერ ინსპირირებული ცემა-ტყეპის სპექტაკლი, იმისათვის, რომ საზოგადოებას დაანახვონ, პარლამენტარს უმცირესობიდან როგორ დევნიან და ფიზიკურად შეურაცხყოფენ. არადა, ნამდვილი უსასტიკესი ცემა-ტყეპა, მიხეილსააკაშვილის ბრძანებით, პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე რომ განხორციელდა, ისეთი უნდოდა, მთელმა საქართველომ თავის თვალით ნახა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ნიკა რურუას ძმის ჟორიკა რურუას  ხელმძღვანელობით, როგორ სცემა 10-მდე კბილებამდე შეიარაღებულმა სპეცრაზმელმა ვალერი გელაშვილი, რომელიც ისე იყო დალეწილი, სიკვდილს ძლივს გადაურჩა, მას უცხოეთში უამრავი ოპერაცია გაუკეთდა. ცემის მიზეზი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმადროებით თავის კუთვნილ სასტუმროში შეუშვა, პრეზიდენტმა სასტუმრობორდელად აქცია და იქ ორგიებს აწყობდა. ამის შესახებ ვალერიგელაშვილისთვის ცნობილი გახდა და თავისი ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა. პრეზიდენტმა - „ნურას უკაცრავადო“. შემდეგ ვალერი გელაშვილმაგაბედა და პრეზიდენტის უსაქციელობის შესახებ პრესით საჯაროდ განაცხადა. ეს არ აპატია ქვეყნის ბატონ-პატრონმა მიხეილ სააკაშვილმა და ვალერიგელაშვილის სასტიკად დასჯა კრიმინალური წარსულით გამორჩეულ ჟორიკარურუას დაავალა. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ვალერი გელაშვილისცემის გამო, მაშინ არავინ დასჯილა, უფრო მეტიც, საქმე დღემდე გამოძიებული არ არის.

რაც შეეხება ნუგზარ წიკლაურის ცემას, ვთქვი და ვიმეორებ: ძალადობა დასაგმობია. მაგრამ მთელი ნაცხროვა რომ აპროტესტებს პარლამენტარის ცემას, ეს როგორ გვაკადრესო, სად იყვნენ მაშინ ეს ადამიანები, როცა პრეზიდენტმა კრიმინალ რურუას ვალერი გელაშვილის მკვლელობა შეუკვეთა? ის, უბრალოდ, უფალმა გადაარჩინა. ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, ვინმეს მართლა სურდა მასზე სერიოზული ფიზიკური ზეწოლის განხორციელება. ეს იმას ჰგავს, რომ ფაქტი მოხდა ფაქტისთვის: ნაციონალებს ცა და დედამიწა აეწიოკებინათ, სალაპარაკო ჰქონოდათ, რომ არა მარტო მიხეილსააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ ახალი ხელისუფლების პირობებშიც ხდება ადამიანებზე თავდასხმაო. გარეგნულად რჩება შთაბეჭდილება, რომ თავდამსხმელები ძალიან ჰუმანურები იყვნენ. წიკლაურს თვალსაჩინო ადგილები დაუზიანეს სახეზე, ანუ ბოლომდე არ გაიმეტეს. რაც აჩენს ეჭვს, ხომ არ იყო ეს შორსგამიზნული პოლიტიკური ხრიკი, რომლის წარმატებით განხორციელებაშიც ნაციონალებს „ჭიპი აქვთ მოჭრილი“. 9 წლის განმავლობაშინაციონალური მოძრაობა“ საკუთარი იმიჯის, ხალხზე „მზრუნველი“ ხელისუფლების როლს ისე კარგად ასრულებდა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დღემდე ტვინგამორეცხილია. აცხადებენ, რომ ნაციონალები აუცილებლად დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ოღონდ რა რესურსით, ამას ვერავინ ამბობს.

ნუგზარ წიკლაურის ცემა არ იქნება უკანასკნელი, რადგანაც ნაციონალურიმოძრაობის“ გეგმებში კიდევ მრავალი, მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია შედის. მათ სურთ, საზოგადოებაში დაჩაგრულის იმიჯი მოირგონ. რაც, ცხადია, ვერ მოხერხდება, რადგანაც საზოგადოებამ კარგად დაინახა მათი რეალური სახე. მათ არ ეყოთ 9-წლიანი აღვირახსნილი მმართველობა და პარპაში, ადამიანების დაჩაგვრა და კატეგორიებად დაყოფა, “ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია”.

ნუგზარ წიკლაური გახდა სწორედ ძალადობის მსხვერპლი. მნიშვნელობა არა აქვს, ნაციონალებმა დაგეგმეს ეს ფიზიკური ძალადობა თუ ხელისუფლებამ. ფაქტი ერთია, ნუგზარ წიკლაური, მძიმედ თუ მსუბუქად, ნაცემია. რვა კაცის ნაცემს მართლა არ ჰგავს. მაგრამ როცა საკუთარი თავის ცემა შენივე თავის გადასარჩენად გინდა, ეს ცუდია. მაგრამ თუ საკუთარი თანაგუნდელების დავალებით გცემენ, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ საყურადღებოა ერთი რამ: თუ გამოძიებას ნაციონალების გამოწრთობილი ადამიანი აწარმოებს, მაშინ ვერასდროს გავიგებთ, ნუგზარ წიკლაურს ვინ დაესხა თავს და სახე ვინ “გაულამაზა”.