ბათუმის მერობის კანდიდატად ყოფილი ნაცზონდერი, ძმები ახალაიებისა და ვარშალომიძის მეგობარი გიორგი ერმაკოვი განიხილება

ბათუმის მერობის კანდიდატად ყოფილი ნაცზონდერი, ძმები ახალაიებისა და ვარშალომიძის მეგობარი გიორგი ერმაკოვი განიხილება

პასუხი კითხვაზე, თუ ვისი რეკომენდაციით შეიძლება დასახელდეს ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი ერმაკოვი და რატომ შეიძლება მას დაუჭიროს მხარი კოალიციის პოლიტსაბჭომ ამ ინიციატივას, საზოგადოებისთვის უცნობია.
პასუხი ასევე ვერ მივიღეთ სხვა მსგავს ფაქტებზეც, სადაც დამნაშავე ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობების პირები, კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ბუნებრივია ეს საზოგადოებას ეჭვს უჩენს იმაზე, რომ ქვეყნის გადასარჩენად მოსული ექსპრემიერი და მისი რჩეული მოქმედი პრემიერი კონტროლს კარგავს რეგიონებზე და რეალური ძალაუფლება ისევ ნაციონალ ზონდერების ხელში გადადის.
ბათუმის მოსახლეობის პროტესტი თავდაპრველად, გიორგი ერმაკოვის ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამ გამოიწვია, რის შემდეგაც ქალაქში ხმამაღლა საუბრობდნენ იმაზე, რომ კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატად შესაძლოა სწორედ ერმაკოვი დასახელდეს.

მოგეხსენებათ ბათუმი არ არის დიდი ქალაქი და შესაბამისად არც არაფერი რჩება გაურკვეველ-შეუმჩნეველი. ჩვენს ქალაქში ბატონი ერმაკოვი მხილებულია ძმებ ახალაიებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში და დღესაც იგი ახლო მეგობარია ლევან ვარშალომიძის.

უტყუარ წყაროზე დაყრდნობით მოგახსენებთ, რომ ერმაკოვის და ახალაიების მეგობრული ურთიერთობა იმდენად დიდი იყო, რომ ბათუმში ახალაიებისგან დასასვენებლად გაგზავნილ ყველა სტუმარს, ახალაიების ოჯახის წევრებს და მათი ნათესავებს ბატონი ერმაკოვი მასპინძლობდა. მის ფუნქციაში შედიოდა მათი აგარაკებით, სასტუმროებით, კაფე-ბარებით და გართობით უზრუნველყოფა. თუმცა სანაცვლოდ ის ხე-ტყის ბიზნესში მფარველობას და მაღალი თანამდებობების გარანტიებს ღებულობდა, რომლის არასრულ ჩამონათავლს აქვე გაგაცნობთ: 2002-2004 - საქართველოს შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო -განყოფილების უფროსი. 2004-2005 - საქართველოს შსს აჭარის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი. 2005-2008 - საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო - სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი. 2008-2010 - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსი. 2010-2011 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულის ცენტრის უფროსის მოადგილე. 03. 2011 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა კონტროლის დეპარტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე. 14.02.2014-დან დღემდე - ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი. P.S. მართალია, დამნაშავესთან მეგობრობას კანონი არ კგრძალავს და ამისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ განხორციელდება მაგრამ, ისიც მართალია, რომ ზოგჯერ მორალი უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონი. თუმცა მას ასევე ბრალს სდებენ ბევრი უდანაშაულო ადამიანის დაკავებაში, როდესაც ის 2004-2005 წლებში, კორუფციასთან ბრძოლის სამსახურის უფროსი იყო, და კარგი იქნებოდა, თუ მის წარსულ საქმიანობაზე, ჯანსაღი საგამომძიებლო ღონისძიებებიც ჩატარდება. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ასეთი კანდიდატის დასახელება, თუ ხელისუფლების მხრიდან არის დანაშაულის ტოლფასი, არ შეიძლება მის ამომრჩეველს შეცდომად ჩაეთვალოს, და მისი არჩევა არ იყოს იგივე დანაშაული. თუ აღნიშნული პიროვნების ვინაობა ფართოდ იქნება გასაჯაროებული, დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმელებს მხრიდან არსებული საკითხი ადეკვატურად იქნება შეაფასებული. ქართული ოცნება, როგორც ქვეყნის სხვა ქალაქის მაცხოვრებლებს, ბათუმელებსაც სხვაგვარად აქვს წარმოდგენილი და მჯერა იმისა, რომ თუ არსებული კანდიდატი დამტკიცდება და ოცნება მის არჩევას შემოგვთავაზებს, საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩეველი თავად გასცემს კონკრეტულ პასუხს და წერტილს დაუსვამს ამ უხამს გადაწყვეტილებას.