შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ბორის გ. ნარკოდანაშაულისთვის სამტრედიაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული 5,41 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკი 3,6788 გრ ჰეროინს შეიცავს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.