«ახალი ამბები კეთდება აქ!» - «რუსთავი 2»-ის ტყუილი და ნატოსა და ევროკავშირის «ჭრელო პეპელა»

«ახალი ამბები კეთდება აქ!» - «რუსთავი 2»-ის ტყუილი და ნატოსა და ევროკავშირის «ჭრელო პეპელა»

საქართველოს მთავარ პროკურატურაშიმიხეილ სააკაშვილის დაბარებას«ნაციონალური მოძრაობის» წევრებში პანიკამოჰყვასხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას,რაც რეალურად მოხდა დაგარდა იმისარომამას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდაერთიისეთი სიმართლე გამოჩნდარომელმაცყველა და ყველაფერი გადაწონასაქმე«რუსთავი 2»- ეხებაიმის მიუხედავადრომმაქსიმალურად ვცდილობთკოლეგიურობადავიცვათ და ნებისმიერ ჟურნალისტსმხარში ამოვუდგეთეს ის შემთხვევააროცასიმართლე უნდა ითქვას და უნდა ითქვასიმიტომრომ სხვა გზა თვითონ «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტებმა არ დაგვიტოვეს.

22 მარტს, ანუ იმ დღეს, როცა გაირკვა, რომ სააკაშვილი პროკურატურაში მოწმედ დაიბარეს, 18-საათიან «კურიერში» შემდეგი ინფორმაცია გავიდა:

«შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ინტერვიუ მისცა რადიო«თავისუფლებას». ჟურნალისტმა ბილდტს ჰკითხაშესაძლებელია თუ არარომსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიმის წინააღმდეგ გამოძიებისდაწყების შემთხვევაშიახალი ტიმოშენკო გახდესპასუხად ბილდტმა გამოთქვამოსაზრებარომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიშესაძლოაუარესიც მოხდეს.ბილდტისავე თქმითათიოდე დღის წინსაქართველოში ვიზიტისასმან დაპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პირდაპირ უთხრესსაქართველოს პრემიერმინისტრსრომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა».

ინფორმაცია აშკარად საინტერესოა და ოპერატიულობისთვის ცალკე რადიო «თავისუფლება» და ცალკე «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტები ქებას იმსახურებენ, მაგრამ ნიკა გვარამიასკანტორასრომელიც თავს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე დებსერთიშეცდომა მაინც გაეპარა _ ბილდტი და სიკორსკი საქართველოში 10 დღის წინათ კიარაგასული წლის ნოემბერში იყვნენ.

არქივში მოვიძიეთ და ეს ინტერვიუც ნოემბერშია ჩაწერილი და შარშან გაკეთებული კომენტარი «რუსთავი 2»-მა ისე შემოგვაპარა ახალ ამბად, ვითომც არაფერი. გახსოვთ ამ ტელეკომპანიის დევიზი «ახალი ამბები კეთდება აქ!»? ჰოდა, მართალი ყოფილა, ახალი ამბები, თურმე, მართლა იქ კეთდება და მერე ამ ამბებს დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი საქმეა. წესითადა რიგითგვარამია უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოსმაგრამ ამას არგააკეთებსარ გააკეთებს იმიტომრომ რეალურად ეს ტელეკომპანია ახალირევოლუციისთვის ემზადებაარ მალავსრომ «ნაციონალური მოძრაობის» მხარესდგას და ობიექტურობაუბრალოდარ აინტერესებს.

რაც შეეხება «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს, ისინი ზუსტად ისე გადაეფარნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც თავის დროზე მატროსოვი _ ამბრაზურას... საერთოდაც, «ნაციონალურიმოძრაობის» წევრები კომკავშირელებს რაღაცით აშკარად ჰგვანან დათუ იმასაცგავითვალისწინებთრომ მათი ერთ-ერთი სახე და იდეოლოგი დავითდარჩიაშვილი თავის დროზე კომკავშირის მდივანი იყოადვილი მისახვედრია,სტრუქტურა როგორ არის ჩამოყალიბებული. გადაფარება კიდევ არაფერი _ ხან მატროსოვები იქნებიან და ხან ლეღვის ფოთლები, მაგრამ «ნაციონალების» ლიდერთა ხმაში მუქარა გაისმა. ისინი საქართველოში მაიდანს გვპირდებიან და სულ არ ანაღვლებთ, რომ კიევის მაიდანზე ასობით ადამიანი დაიღუპა და ჯერჯერობით ბოლომდე არავინ იცის, ვინ ვისი ხელიდან იღუპებოდა. «ნაციონალებისთვის» ადამიანთა სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკა რომ იყო, კი ვიცოდით, მაგრამ ამას თუ ასე საჯაროდ განაცხადებდნენ, ნამდვილად არ მეგონა.

«ისრა ფორმითაც მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაბარებაყველა საქმის უცებერთად წამოწევა და თარიღის გამოცხადებაარის იმის დემონსტრირებარომჩვენთან რაღაც სავარაუდო დანაშაულის გამოძიება არ ხდებარომელზეც შემდეგშეიძლება ფიგურა გამოიკვეთოსარიან ფიგურები და სააკაშვილი იყოდეკლარირებული ფიგურარომლის გარშემოც კერავენ საქმეებს და ახდენენსაქმეების ფაბრიკაციასშემდეგ _ დაკვეთას პროკურატურისადმი და ზეწოლასსასამართლოზეეს არის ძალიან სახიფათო გზაეს არის ის ნაბიჯებირასაციანუკოვიჩი დგამდა მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და ეს გზაცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის», _ეს განცხადება გიგა ბოკერიამ გააკეთა.

ბოკერიას არც მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ჩამორჩა და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადება გამოფინა: «იმდენს გააკეთებენ, მიზნად დავისახავ, რომ ივანიშვილი და მისი ზებრები მაგრად ვატირო»...

რაც შეეხება ეკა ხერხეულიძეს, აი, რას წერს ის: «ადამიანებოდამშვიდდითუკრაინისმოვლენები მხოლოდ უკრაინაში არ დაწყებულა და არც იქ დამთავრებულაყველასაღად მოაზროვნე ხვდებოდარომ იგივე დღეები ელოდა საქართველოსაც.ამისთვის დადიოდა მიშა სააკაშვილი მთელ მსოფლიოში და აფრთხილებდადასავლეთს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებმორჩით ვიშვიშს დამოვემზადოთ გარდამტეხი ბრძოლისთვისგაუმარჯოს დამოუკიდებელსაქართველოსაბაჩემო მთავრობავშენი იანუკოვიჩობა აჯობებს თუ საქართველოსძალისხმევა... მოემზადეთ ქართული მაიდანისთვისიქ მიშა სააკაშვილიგელოდებათ!».

«მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება გამოიწვევს დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში. ერთდროულად ათ საქმეზე დაბარება პირდაპირ მიუთითებს, რომ საუბარია არა კონკრეტულ სურვილზე რომელიმე საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისა, არამედ პოლიტიკურ მოტივზე. არსად, არასდროს, არც ერთი ქვეყნის პროკურატურა ათ საქმეზე ერთდროულად არ იბარებს ერთსა და იმავე ადამიანს. ამდენად, ეს პოლიტიკური მოტივი არის სრულიად ცხადი, მაგრამ ასევე, ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია ანტირუსული აქტივობის შეზღუდვით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დღეს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, უკრაინის მოვლენებთან მიმართებით ეწევა», _ არ ჩამორჩა თანაგუნდელებს ნუგზარ წიკლაური.

«მე კომენტარს გავაკეთებ პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და იმაზედაყრდნობითრაც აქ მესმის და რაზეც მსჯელობა მიდისვაშინგტონიდან ჩამოსულფორუმის მონაწილეებს უკიდურესად კრიტიკული და მძაფრი რეაქცია ჰქონდათ,სააკაშვილსაც შეხვდნენ გავრცელებულ ახალ ამბავზენეგატიური შეფასება იყო დათანაც საკმაოდიზრდება და უკვე მოახლოვდა პროცესირომ საქართველომსექტემბრის სამიტზე მაპი მიიღოსმიხეილ სააკაშვილის პროკურატურაშიდაბარების გამო კი ამბობენრომ შესაძლოასაქართველო მაპს არც იმსახურებსიმიტომრომ იქ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და შერჩევითისამართალიაასეთია იმ ადამიანების განწყობარომლებიც ფორუმს ესწრებიან დაგადაწყვეტილებას იღებენვფიქრობამან გადაწყვეტილებაზე ნეგატიური გავლენაუკვე იქონია,» _ ეს განცხადება კი მეთიუ ბრაიზას ბაგეთაგან გაისმა.

რა გამოდის? ასე ნანატრი მაპი თურმე იმაზეა დამოკიდებული, დაკითხავს თუ არა საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს, ანუ ვარაუდი, რომ ნატო და ევროპა «ჭრელო პეპელას» გვეთამაშება, ნამდვილია? რა გამოდის? დამოუკიდებლად იმის უფლებაც აღარ გვაქვს, რომ, თუ ვინმეზე ეჭვი არსებობს, ელემენტარულად, კითხვა დავუსვათ? და ეს არის ის დემოკრატია, რომლისკენაც ასე მივილტვით?

იცით, რა მიკვირს? ეს ის ბრაიზა არ არის, მთელი თბილისი რომ ლაპარაკობდა, თურქეთში ქორწილი «ნაციონალებმა» გადაუხადეს და მისი გრიალი კობა ნაყოფიას ორი მილიონი დოლარი დაუჯდაო? არა, თუ ის არ არის და მეშლება, შემისწორეთ, მაგრამ... რა ბრაიზა და რა მაპი, ბოლოს და ბოლოს, კაცთან კითხვები რამდენიმე მკვლელობაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონების გაფლანგვაზე არსებობს და არ უნდა დავუსვათ? მაშინ დაიმხოს გიორგი მარგველაშვილმაც საქართველოს ბიუჯეტი და მოვეკიდებით გაგებით. ახლა სწორედ ის დროა, არჩევანი რომ უნდა გავაკეთოთ სამართლიანობასა და მაპს შორის. იმ მაპს, რომელზე უკეთესიც თურმე გვაქვს (რა უფლება გვაქვს, სააკაშვილს არ დავუჯეროთ) და კიდევ იმას შორის, დაიკითხოს თუ არა ათას უბედურებაში ეჭვმიტანილი პირი.

რაც შეეხება დაანონსებულ მაიდანსამას «ნაციონალური მოძრაობა» 2012 წლისსაპარლამენტო არჩევნების შემდეგაპრილში აპირებდათუმცა არაფერი მომხდარა.ახლა კი პირდაპირ სასაკლაოს აანონსებს და ამას ძალიან ამაყად აკეთებს.სოციალურ ქსელებში არსებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთმოსახლეობასაცერთი სული აქვსგამოსვლები და ისეთი უმართავი პროცესები დაიწყოსროგორიცუკრაინაში იყოსწორედ ამ დროს აპირებენ ისინი «ნაციონალების» დასჯას და იმსამართლიანობის აღდგენასრომელსაც აგერ უკვე წელიწად-ნახევარი ითხოვენ.

ხალხის სამართალი ხშირად ძალიან სასტიკია და, როგორც ჩანს, «ნაციონალებს» ცეცხლთან თამაშის პერსპექტივა ხიბლავთ.

ითამაშეთ, ბატონებო, ითამაშეთ!..