შსს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

შსს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. სამინისტრო ანტინარკოტიკულ საგანმანათლებლო კამპანიას ახორციელებს, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს საუკეთესო ნამუშევარზე – „არა ბიონარკოტიკს“. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ტელე სიუჟეტი; ტელე გადაცემა; რადიო სიუჟეტი; რადიო გადაცემა; სტატიის ავტორი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავისი ნამუშევრები კამპანიის „ფეისბუქის“ გვერდზე 1 თვის განმავლობაში უნდა ატვირთონ.