დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-14 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ არსებული მოსასვენებელი სივრცეები სრულად რეაბილიტირდება.
სამუშაოების ფარგლებში, ახლდება ინფრასტრუქტურა, ეწყობა ბილიკები, მონტაჟდება განათების სისტემა, ეწყობა საბავშვო სივრცე სხვადასხვა ატრაქციონით. სამუშაოების დასრულების შემდგომ დაიდგმება საპარკე ინვენტარი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 220 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.