გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 54.6 მილიონი ლარით ფინანსდება

გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 54.6 მილიონი ლარით ფინანსდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში დაგეგმილი 28 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა და 14 ბაღის სამუშაოებს ასრულებს. დაგეგმილია კიდევ 10 ბაღის სრულად განახლება.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამურად, 54.6 მილიონი ლარით ფინანსდება.

საბავშვო ბაღები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

თანამედროვე შენობებში მოწყობილია სათამაშო და საძინებელი ოთახები, კეთილმოწყობილია ეზოები და ყველა საჭირო სივრცე.

ყველა საბავშვო ბაღი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.