გიული ალასანიას ,,კორუფციული რვაფეხა’‘ განათლების სფეროში

გიული ალასანიას ,,კორუფციული რვაფეხა’‘ განათლების სფეროში

სახელმწიფო ბალანსზე არსებული რომელი შენობები მიითვისა სააკაშვილის ოჯახმა უკანონოდ

პროკურატურაში სააკაშვილის დაბარების პარალელურად, ხელისუფლება მისი ოჯახის ბიზნესებით დაინტერესდა. ჯერ იყო და, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, თემურ ალასანიას წინააღმდეგ აღიძრას საქმეო, რამდენიმე დღის წინ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიული ალასანიას მიაკითხა, საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის პრივატიზების გამო. ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სააკაშვილის ბიძაშვილი ნიკოლოზ ალასანიაც გახლავთ. რატომ გაჩნდა კითხვისნიშნები ,,ალასანიების სასწავლებელთან’‘ დაკავშირებით და რაში ედავება ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ოჯახს? დეტალების გასარკვევად ,,ვერსია’‘ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემაზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ; კომენტარს არ აკეთებს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძეც, დეტალებს არც გიული ალასანია ასაჯაროებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სააკაშვილის ოჯახმა პროკურატურიდან უწყება მიიღო: „გადმომცეს უწყება, რომლის მიხედვითაც ჩემს შვილს პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ. თავდაპირველად, ეს სხვა რამეს დავუკავშირე, რადგან ძალიან დაემთხვა დროში მეორე ფაქტს _ ორი დღის წინ, ჩვენს უნივერსიტეტში მოვიდა ქაღალდი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ცოტა გაუგებარი შინაარსის კია ეს წერილი, მაგრამ ეს ეხება ბათუმის სკოლის შენობას, ამიტომ, როდესაც უწყება მომიტანეს, ვიფიქრე, იმ საქმეს უკავშირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ თავად მიშას იბარებენ“. ინფორმაციულ ვაკუუმში, გაგვახსენდა, რომ ორიოდე წლის წინ, ,,ქართული დასის’‘ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სააკაშვილის ოჯახის წევრებს განათლების სისტემის მონოპოლიზებაში ამხელდა და შესაბამის დოკუმენტებსაც აფრიალებდა. ,,კორუფციული რვაფეხა’‘ _ სწორედ ამ სათაურით გამართა პარლამენტში პრეზენტაცია ბაღათურიამ 2012 წლის გაზაფხულზე და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას სწრაფი გამდიდრების სქემა გაშიფრა. დაახლოებით, 20 000 000 აშშ დოლარის ქონება, 16-მდე სასწავლო დაწესებულება, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, მისი დედისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემული შენობა-ნაგებობები _ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და 10 ჰა მიწის ფართობი _ საქართველოს უნივერსიტეტისთვის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებად _ ესაა იმ ბრალდებების ჩამონათვალი, რომლითაც ჯონდი ბაღათურიამ გიული ალასანიას წინააღმდეგ მაშინ პროკურატურას მიმართა. ,,ვერსია’‘ ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა. ,,ქართული დასის’‘ ლიდერმა პროკურატურისთვის წარდგენილი მასალებიც გადმოგვცა და ის სქემაც გაშიფრა, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი სახელმწიფო ქონებას ანაწილებდა.    

- მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში თანამდებობრივ სტატუსს იყენებდა და სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებას მეგობარს, ოჯახის წევრს ან რომელიმე მოსასყიდ პოლიტიკოსს საჩუქრად გადასცემდა _ ხალხის კუთვნილ შენობებს ერთ ლარად არიგებდა, რასაც საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის მაგალითიც მოწმობს. საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლები გიული ალასანია და მისი ძმისშვილი, თემურ ალასანიას ვაჟი ნიკოლოზ ალასანია გახლავთ. 2010 წელს, პრეზიდენტის ბრძანებით, მათ, ბათუმში, ყოფილი სასამართლოს შენობა, სადაც ერთ დროს, საჯარო რეესტრიც იყო განთავსებული, ერთ ლარად გადაეცა. სააკაშვილის ოჯახი ელიტურ კორუფციაში დიდი ხნის წინ ვამხილე.. როგორც იქნა, დადგა ჟამი, როცა მათ მიერ ნაქურდალი ქონება ხალხსა და სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს. _ საქართველოს უნივერსიტეტში საგამოძიებო სამსახური თქვენი მასალების საფუძველზე ხომ არ შევიდა, ამ საკითხზე არ დაგკითხეს? _ არ დამკითხეს, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში, პროკურატურაში ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია სრულად გადავგზავნე. მაშინ საქმე პირადად არჩილ კბილაშვილს დაეწერა. ნათესავებისთვის ერთ ლარად გადაცემული სახელმწიფო ქონება ერთ-ერთი საკითხია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს; მას ქრთამის აღებაშიც ადანაშაულებენ, რადგან საჩუქრის სახით მილიონ ასი ათასი ლარის ქონება აქვს მიღებული. შესაძლოა, პროკურატურაში ჩვენ მიერ წარდგენილ მასალებსაც გაეცნენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება მხოლოდ ჩვენი დოკუმენტების საფუძველზე მუშაობს. გარკვეულ ეტაპზე, ამ მიმართულებით, საგამოძიებო ჯგუფი პასიურობდა, ახლა კი, პოზიტიურ განწყობაზე დავდექი. პროკურატურის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. სააკაშვილი საბრალდებო სკამზე უნდა დასვან, თუ არადა, მასზე ძებნა უნდა გამოცხადდეს. _ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, თემურ ალასანიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას. საქართველოს უნივერსიტეტში საგამოძიებო სამსახური შევიდა. ეს სააკაშვილის ოჯახის პოლიტიკური განეიტრალების მცდელობა ხომ არაა, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს? _ არ ვფიქრობ, რომ ეს რევანშია! საქართველოს უნივერსიტეტში წილს თემურ ალასანიაც ფლობს, რადგან ერთ-ერთი დამფუძნებელი მისი შვილი, ნიკა ალასანიაა და ქონება მასზეა გადაფორმებული... ვიმეორებ, სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობები სააკაშვილის ოჯახმა უკანონოდ მიითვისა და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვერც სააკაშვილი და ვერც გიული ალასანია მათ ხელთ აღმოჩენილი ქონების წარმოშობის კანონიერებას ვერ ასაბუთებენ. სხვათა შორის, სააკაშვილის ინიციატივით, კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მტკიცების ტვირთი ჩინოვნიკებსა და მათ ოჯახის წევრებზე ვრცელდება. ის სწორედ ამ კანონით მუსრავდა არასასურველ ოპონენტებს, ახლა კი ამ ინიციატივის მსხვერპლი თავად აღმოჩნდა. სააკაშვილის ნოვატორობის შედეგია, საქართველოს მოსახლეობის 65%-მდე რომ შიმშილობს და სიღატაკის ზღვარსქვემოთაა. სააკაშვილმაც და მისი ოჯახის წევრებმაც, რომლებმაც სახელმწიფო შენობები უკანონოდ მიითვისეს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.  

,,კორუფციული რვაფეხა’‘ რას ნიშნავს ,,კორუფციული რვაფეხა’‘ და კონკრეტულად, რა ტიპის მონოპოლისტობაში სდებს ბრალს ჯონდი ბაღათურია ექსპრეზიდენტის დედას? ბაღათურიას მიერ გადმოცემული მასალებით ირკვევა, რომ გიული ალასანია საქართველოს უნივერსიტეტში, რომელიც მან დააფუძნა, 37.5%-იან წილს ფლობს, ამავე უნივერსიტეტში 37.5% ეკუთვნის მანანა სანაძეს, 12.5% ედუარდ რობერტ რაუპსა და 12.5% ნიკოლოზ ალასანიას. თავის მხრივ, საქართველოს უნივერსიტეტი შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის’‘ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ამ სკოლის დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან. საქართველოს უნივერსიტეტი შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის’‘ 100%-იანი დამფუძნებელიცაა, რომლის დირექტორებად კვლავ გიული ალასანია და მანანა სანაძე გვევლინებიან. შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ავეჯის’‘ 100%-იანი წილის მფლობელიც საქართველოს უნივერსიტეტია და შპს კაფე ,,ხადილის’‘ 100%-იან წილსაც სწორედ ეს უნივერსიტეტი ფლობს. კაფე ,,ხადილის’‘ დირექტორები კი გიული ალასანია და გიორგი მეტრეველი არიან. საქართველოს უნივერსიტეტი 14%-იან წილს ფლობს ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრორექტორი გიული ალასანიაა. ეს უნივერსიტეტი თურქული კაპიტალით დაფუძნდა, უფრო ზუსტად კი, თურქეთში ცნობილი თეოლოგისა და ისლამის მქადაგებლის, ფუთჰულაჰ გიულენის კომპანია ,,ჩოღლარის’‘ ინვესტიციით. სხვათა შორის, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ გიული ალასანიამ ხელი შეუწყო საეჭვო წარმოშობის თურქული კაპიტალის შემოსვლას საქართველოში და რადგან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თურქულმა კომპანია ,,ჩოღლარმა’‘ დააფუძნა, ექსპრეზიდენტის ოჯახი თურქულ სპეცსამსახურებთან კავშირშიც ამხილა. ,,ჩოღლარის’‘ სასწავლო დაწესებულება საქართველოში მართლაც თვალშისაცემია. მათ შორისაა დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი, თბილისის სკოლა- ლიცეუმი ,,სხივი’‘, ბათუმის რ. შაჰინის სახელობის დაწყებითი სკოლა, რუსთავის რუსთაველის სახელობის დაწყებითი სკოლა, ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, ბათუმის რ. შაჰინის სახელობის დაწყებითი ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი, რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი, მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.       ვინ არის ფუთჰულაჰ გიულენი? ფუთჰულაჰ გიულენი 1941 წლის 27 აპრილს დაიბადა თურქეთში, ერზერუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში. ყურანის შესწავლის შემდეგ, ფუთჰულაჰ გიულენი ჰაფიზი ანუ ყურანის ზეპირად მცოდნე და პროფესიონალი მკითხველი გახდა. 1964 წლიდან, გიულენი ყურანის მასწავლებლად დაინიშნა მეჩეთ დარულ ჰადისში, სადაც იმამის მოვალეობასაც ასრულებდა. სხვადასხვა დროს, თურქეთის ტერიტორიაზე, გიულენმა ჩამოაყალიბა კერძო წრეები, სადაც რელიგიურ საკითხებს ასწავლიდა. ფუთჰულაჰ გიულენი თავისი ტოლერანტობითა და ისლამურ რელიგიაში სრულიად ახალი შეხედულებებით გამოირჩევა, რაც რადიკალურად განასხვავებს მას ფუნდამენტალისტებისგან. გიულენმა არაერთი ნაშრომი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ისლამური რელიგია ტერორისტობასა და რადიკალიზმს არ ნიშნავს. ამ ტიპის შეხედულებების გამო, გიულენი მთელ მსოფლიოში აღიარებული ინტელექტუალი და მოაზროვნეა, რომელიც სხვადასხვა დროს დიდი პატივით მიიღო როგორც რომის პაპმა, ასევე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ბუდისტებმა და ებრაელთა კავშირმაც კი. ფუთჰულაჰ გიულენი თურქეთში აღიარებული თეოლოგი, მოაზროვნე და მწერალია. მისი ძალისხმევით გაიხსნა სასწავლებლები, რომლებმაც მსოფლიო სამეცნიერო ოლიმპიადებზე წარმატებები მოიპოვეს. თურქმა ბიზნესმენებმა ეს სასწავლებლები სანიმუშოდ მიიჩნიეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნეს. განათლების სფეროში დამსახურების გამო, ფუთჰულაჰ გიულენი უდიდეს პიროვნებად ითვლება არა მარტო თურქეთში, არამედ _ მთელ მსოფლიოში. მეტიც, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ბართოლომეოსთან შეხვედრის შემდეგ, 2000 წელს, გიულენმა ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნა, რომ მუსულმანებმა და ქრისტიანებმა ერთად და მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ. გიულენის სიტყვებია ისიც, რომ ქრისტეშობიდან 2 000 წელი მუსულმანებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქრისტიანებისთვის, რადგან იესო ქრისტე ყურანში მოხსენიებულია, როგორც ისა წინასწარმეტყველი. 2001 წელს, ,,საქართველოს რესპუბლიკაში’‘ გამოქვეყნდა სტატია ფუთჰულაჰ გიულენის მოღვაწეობის შესახებ. ავტორი თურქეთის მწერალთა და ჟურნალისტთა ფონდის საპატიო თავმჯდომარესთან, ფუთჰულაჰ გიულენთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელიც 1998 წელს, სტამბოლში შედგა. აი, რას ამბობდა გიულენი საქართველოზე ჯერ კიდევ 1998 წლის ზაფხულში: ,,მე და ჩემი მეგობრები, ყოველთვის მომხრე ვიყავით საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა. თუკი ფათიჰის უნივერსიტეტში ჩინურ, იაპონურ ან ესპანურ ენებს ასწავლიან, რატომ არ უნდა ესწავლებინათ ქართულიც ანუ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენა? ამიტომაც გავხსენით ფათიჰის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ ასეთი ფაკულტეტები თურქეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა გაიხსნას, რაც დიდ სარგებლობას მოუტანს ორივე მხარეს. კარგია, რომ საქართველოში არის თურქული სკოლები, რადგან დადგა დრო, თურქეთმა და საქართველომ კეთილგანწყობილად ვიცხოვროთ’‘. ამ ფონზე, ბევრი, უსაფუძვლოდ მიიჩნებს, საზოგადოების ნაწილში დამკვირდებულ აზრს, რომ აღნიშნულ სასწავლებლებში მართლმადიდებელი, ტრადიციული ოჯახისშვილების, ქართველების გადაგვარების საშიშროებაა. თუმცა, გამოძიების მთავარი საფიქრალი ახლა სხვა თემაა _ უახლოეს მომავალში გაირკვევა, რამდენად კანონიერად ჩაიგდო ხელში ექსპრეზიდნეტის ოჯახმა სხვადასხვა შენობა და შესაბამისად, ისიც გადაწყდება, ჩამოართმევენ თუ არა სააკაშვილ- ალასანიებს კონკრეტულად, ამ ქონებას. 

   გიული ალასანიას ,,კორუფციული რვაფეხა’‘ განათლების სფეროში   სახელმწიფო ბალანსზე არსებული რომელი შენობები მიითვისა სააკაშვილის ოჯახმა უკანონოდ    პროკურატურაში სააკაშვილის დაბარების პარალელურად, ხელისუფლება მისი ოჯახის ბიზნესებით დაინტერესდა. ჯერ იყო და, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, თემურ ალასანიას წინააღმდეგ აღიძრას საქმეო, რამდენიმე დღის წინ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიული ალასანიას მიაკითხა, საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის პრივატიზების გამო. ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სააკაშვილის ბიძაშვილი ნიკოლოზ ალასანიაც გახლავთ. რატომ გაჩნდა კითხვისნიშნები ,,ალასანიების სასწავლებელთან’‘ დაკავშირებით და რაში ედავება ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ოჯახს? დეტალების გასარკვევად ,,ვერსია’‘ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემაზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ; კომენტარს არ აკეთებს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძეც, დეტალებს არც გიული ალასანია ასაჯაროებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სააკაშვილის ოჯახმა პროკურატურიდან უწყება მიიღო: „გადმომცეს უწყება, რომლის მიხედვითაც ჩემს შვილს პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ. თავდაპირველად, ეს სხვა რამეს დავუკავშირე, რადგან ძალიან დაემთხვა დროში მეორე ფაქტს _ ორი დღის წინ, ჩვენს უნივერსიტეტში მოვიდა ქაღალდი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ცოტა გაუგებარი შინაარსის კია ეს წერილი, მაგრამ ეს ეხება ბათუმის სკოლის შენობას, ამიტომ, როდესაც უწყება მომიტანეს, ვიფიქრე, იმ საქმეს უკავშირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ თავად მიშას იბარებენ“. ინფორმაციულ ვაკუუმში, გაგვახსენდა, რომ ორიოდე წლის წინ, ,,ქართული დასის’‘ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სააკაშვილის ოჯახის წევრებს განათლების სისტემის მონოპოლიზებაში ამხელდა და შესაბამის დოკუმენტებსაც აფრიალებდა. ,,კორუფციული რვაფეხა’‘ _ სწორედ ამ სათაურით გამართა პარლამენტში პრეზენტაცია ბაღათურიამ 2012 წლის გაზაფხულზე და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას სწრაფი გამდიდრების სქემა გაშიფრა. დაახლოებით, 20 000 000 აშშ დოლარის ქონება, 16-მდე სასწავლო დაწესებულება, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, მისი დედისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემული შენობა-ნაგებობები _ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და 10 ჰა მიწის ფართობი _ საქართველოს უნივერსიტეტისთვის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებად _ ესაა იმ ბრალდებების ჩამონათვალი, რომლითაც ჯონდი ბაღათურიამ გიული ალასანიას წინააღმდეგ მაშინ პროკურატურას მიმართა. ,,ვერსია’‘ ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა. ,,ქართული დასის’‘ ლიდერმა პროკურატურისთვის წარდგენილი მასალებიც გადმოგვცა და ის სქემაც გაშიფრა, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი სახელმწიფო ქონებას ანაწილებდა.    - მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში თანამდებობრივ სტატუსს იყენებდა და სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებას მეგობარს, ოჯახის წევრს ან რომელიმე მოსასყიდ პოლიტიკოსს საჩუქრად გადასცემდა _ ხალხის კუთვნილ შენობებს ერთ ლარად არიგებდა, რასაც საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის მაგალითიც მოწმობს. საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლები გიული ალასანია და მისი ძმისშვილი, თემურ ალასანიას ვაჟი ნიკოლოზ ალასანია გახლავთ. 2010 წელს, პრეზიდენტის ბრძანებით, მათ, ბათუმში, ყოფილი სასამართლოს შენობა, სადაც ერთ დროს, საჯარო რეესტრიც იყო განთავსებული, ერთ ლარად გადაეცა. სააკაშვილის ოჯახი ელიტურ კორუფციაში დიდი ხნის წინ ვამხილე.. როგორც იქნა, დადგა ჟამი, როცა მათ მიერ ნაქურდალი ქონება ხალხსა და სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს. _ საქართველოს უნივერსიტეტში საგამოძიებო სამსახური თქვენი მასალების საფუძველზე ხომ არ შევიდა, ამ საკითხზე არ დაგკითხეს? _ არ დამკითხეს, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში, პროკურატურაში ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია სრულად გადავგზავნე. მაშინ საქმე პირადად არჩილ კბილაშვილს დაეწერა. ნათესავებისთვის ერთ ლარად გადაცემული სახელმწიფო ქონება ერთ-ერთი საკითხია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს; მას ქრთამის აღებაშიც ადანაშაულებენ, რადგან საჩუქრის სახით მილიონ ასი ათასი ლარის ქონება აქვს მიღებული. შესაძლოა, პროკურატურაში ჩვენ მიერ წარდგენილ მასალებსაც გაეცნენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება მხოლოდ ჩვენი დოკუმენტების საფუძველზე მუშაობს. გარკვეულ ეტაპზე, ამ მიმართულებით, საგამოძიებო ჯგუფი პასიურობდა, ახლა კი, პოზიტიურ განწყობაზე დავდექი. პროკურატურის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. სააკაშვილი საბრალდებო სკამზე უნდა დასვან, თუ არადა, მასზე ძებნა უნდა გამოცხადდეს. _ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, თემურ ალასანიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას. საქართველოს უნივერსიტეტში საგამოძიებო სამსახური შევიდა. ეს სააკაშვილის ოჯახის პოლიტიკური განეიტრალების მცდელობა ხომ არაა, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს? _ არ ვფიქრობ, რომ ეს რევანშია! საქართველოს უნივერსიტეტში წილს თემურ ალასანიაც ფლობს, რადგან ერთ-ერთი დამფუძნებელი მისი შვილი, ნიკა ალასანიაა და ქონება მასზეა გადაფორმებული... ვიმეორებ, სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობები სააკაშვილის ოჯახმა უკანონოდ მიითვისა და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვერც სააკაშვილი და ვერც გიული ალასანია მათ ხელთ აღმოჩენილი ქონების წარმოშობის კანონიერებას ვერ ასაბუთებენ. სხვათა შორის, სააკაშვილის ინიციატივით, კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მტკიცების ტვირთი ჩინოვნიკებსა და მათ ოჯახის წევრებზე ვრცელდება. ის სწორედ ამ კანონით მუსრავდა არასასურველ ოპონენტებს, ახლა კი ამ ინიციატივის მსხვერპლი თავად აღმოჩნდა. სააკაშვილის ნოვატორობის შედეგია, საქართველოს მოსახლეობის 65%-მდე რომ შიმშილობს და სიღატაკის ზღვარსქვემოთაა. სააკაშვილმაც და მისი ოჯახის წევრებმაც, რომლებმაც სახელმწიფო შენობები უკანონოდ მიითვისეს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.     
   
,,კორუფციული რვაფეხა’‘ 
რას ნიშნავს ,,კორუფციული რვაფეხა’‘ და კონკრეტულად, რა ტიპის მონოპოლისტობაში სდებს ბრალს ჯონდი ბაღათურია ექსპრეზიდენტის დედას? ბაღათურიას მიერ გადმოცემული მასალებით ირკვევა, რომ გიული ალასანია საქართველოს უნივერსიტეტში, რომელიც მან დააფუძნა, 37.5%-იან წილს ფლობს, ამავე უნივერსიტეტში 37.5% ეკუთვნის მანანა სანაძეს, 12.5% ედუარდ რობერტ რაუპსა და 12.5% ნიკოლოზ ალასანიას. თავის მხრივ, საქართველოს უნივერსიტეტი შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის’‘ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ამ სკოლის დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან. საქართველოს უნივერსიტეტი შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის’‘ 100%-იანი დამფუძნებელიცაა, რომლის დირექტორებად კვლავ გიული ალასანია და მანანა სანაძე გვევლინებიან. შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ავეჯის’‘ 100%-იანი წილის მფლობელიც საქართველოს უნივერსიტეტია და შპს კაფე ,,ხადილის’‘ 100%-იან წილსაც სწორედ ეს უნივერსიტეტი ფლობს. კაფე ,,ხადილის’‘ დირექტორები კი გიული ალასანია და გიორგი მეტრეველი არიან. საქართველოს უნივერსიტეტი 14%-იან წილს ფლობს ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრორექტორი გიული ალასანიაა. ეს უნივერსიტეტი თურქული კაპიტალით დაფუძნდა, უფრო ზუსტად კი, თურქეთში ცნობილი თეოლოგისა და ისლამის მქადაგებლის, ფუთჰულაჰ გიულენის კომპანია ,,ჩოღლარის’‘ ინვესტიციით. სხვათა შორის, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ გიული ალასანიამ ხელი შეუწყო საეჭვო წარმოშობის თურქული კაპიტალის შემოსვლას საქართველოში და რადგან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თურქულმა კომპანია ,,ჩოღლარმა’‘ დააფუძნა, ექსპრეზიდენტის ოჯახი თურქულ სპეცსამსახურებთან კავშირშიც ამხილა. ,,ჩოღლარის’‘ სასწავლო დაწესებულება საქართველოში მართლაც თვალშისაცემია. მათ შორისაა დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი, თბილისის სკოლა- ლიცეუმი ,,სხივი’‘, ბათუმის რ. შაჰინის სახელობის დაწყებითი სკოლა, რუსთავის რუსთაველის სახელობის დაწყებითი სკოლა, ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, ბათუმის რ. შაჰინის სახელობის დაწყებითი ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი, რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი, მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.       
ვინ არის ფუთჰულაჰ გიულენი?
ფუთჰულაჰ გიულენი 1941 წლის 27 აპრილს დაიბადა თურქეთში, ერზერუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში. ყურანის შესწავლის შემდეგ, ფუთჰულაჰ გიულენი ჰაფიზი ანუ ყურანის ზეპირად მცოდნე და პროფესიონალი მკითხველი გახდა. 1964 წლიდან, გიულენი ყურანის მასწავლებლად დაინიშნა მეჩეთ დარულ ჰადისში, სადაც იმამის მოვალეობასაც ასრულებდა. სხვადასხვა დროს, თურქეთის ტერიტორიაზე, გიულენმა ჩამოაყალიბა კერძო წრეები, სადაც რელიგიურ საკითხებს ასწავლიდა. ფუთჰულაჰ გიულენი თავისი ტოლერანტობითა და ისლამურ რელიგიაში სრულიად ახალი შეხედულებებით გამოირჩევა, რაც რადიკალურად განასხვავებს მას ფუნდამენტალისტებისგან. გიულენმა არაერთი ნაშრომი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ისლამური რელიგია ტერორისტობასა და რადიკალიზმს არ ნიშნავს. ამ ტიპის შეხედულებების გამო, გიულენი მთელ მსოფლიოში აღიარებული ინტელექტუალი და მოაზროვნეა, რომელიც სხვადასხვა დროს დიდი პატივით მიიღო როგორც რომის პაპმა, ასევე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ბუდისტებმა და ებრაელთა კავშირმაც კი. ფუთჰულაჰ გიულენი თურქეთში აღიარებული თეოლოგი, მოაზროვნე და მწერალია. მისი ძალისხმევით გაიხსნა სასწავლებლები, რომლებმაც მსოფლიო სამეცნიერო ოლიმპიადებზე წარმატებები მოიპოვეს. თურქმა ბიზნესმენებმა ეს სასწავლებლები სანიმუშოდ მიიჩნიეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნეს.

განათლების სფეროში დამსახურების გამო, ფუთჰულაჰ გიულენი უდიდეს პიროვნებად ითვლება არა მარტო თურქეთში, არამედ _ მთელ მსოფლიოში. მეტიც, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ბართოლომეოსთან შეხვედრის შემდეგ, 2000 წელს, გიულენმა ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნა, რომ მუსულმანებმა და ქრისტიანებმა ერთად და მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ. გიულენის სიტყვებია ისიც, რომ ქრისტეშობიდან 2 000 წელი მუსულმანებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქრისტიანებისთვის, რადგან იესო ქრისტე ყურანში მოხსენიებულია, როგორც ისა წინასწარმეტყველი. 2001 წელს, ,,საქართველოს რესპუბლიკაში’‘ გამოქვეყნდა სტატია ფუთჰულაჰ გიულენის მოღვაწეობის შესახებ. ავტორი თურქეთის მწერალთა და ჟურნალისტთა ფონდის საპატიო თავმჯდომარესთან, ფუთჰულაჰ გიულენთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელიც 1998 წელს, სტამბოლში შედგა. აი, რას ამბობდა გიულენი საქართველოზე ჯერ კიდევ 1998 წლის ზაფხულში: ,,მე და ჩემი მეგობრები, ყოველთვის მომხრე ვიყავით საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა. თუკი ფათიჰის უნივერსიტეტში ჩინურ, იაპონურ ან ესპანურ ენებს ასწავლიან, რატომ არ უნდა ესწავლებინათ ქართულიც ანუ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენა? ამიტომაც გავხსენით ფათიჰის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ ასეთი ფაკულტეტები თურქეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა გაიხსნას, რაც დიდ სარგებლობას მოუტანს ორივე მხარეს. კარგია, რომ საქართველოში არის თურქული სკოლები, რადგან დადგა დრო, თურქეთმა და საქართველომ კეთილგანწყობილად ვიცხოვროთ’‘. ამ ფონზე, ბევრი, უსაფუძვლოდ მიიჩნებს, საზოგადოების ნაწილში დამკვირდებულ აზრს, რომ აღნიშნულ სასწავლებლებში მართლმადიდებელი, ტრადიციული ოჯახისშვილების, ქართველების გადაგვარების საშიშროებაა. თუმცა, გამოძიების მთავარი საფიქრალი ახლა სხვა თემაა _ უახლოეს მომავალში გაირკვევა, რამდენად კანონიერად ჩაიგდო ხელში ექსპრეზიდნეტის ოჯახმა სხვადასხვა შენობა და შესაბამისად, ისიც გადაწყდება, ჩამოართმევენ თუ არა სააკაშვილ- ალასანიებს კონკრეტულად, ამ ქონებას.