შსს-ს წარმომადგენლებმა „პროფესიებისა და განათლების ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოსა და კავკასიის ფრანგული სკოლის ორგანიზებით გამართულ პროფესიებისა და განათლების მე-2 ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ფორუმში მონაწილეობა მოსწავლეებისათვის სამართალდამცველთა, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს აკადემიის საქმიანობის გაცნობას ისახავდა მიზნად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ქართულ და ფრანგულ ენებზე წარიმართა. შსს-ს წარმომადგენლები მოსწავლეებს სამართალდამცავი სფეროს ყველა საინტერესო თემაზე ესაუბრნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ფორუმზე უწყების საქმიანობის ამსახველი ფოტო და ტექნიკური საშუალებების გამოფენა წარმოადგინა.

ღონისძიებას თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები – საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშე, საფრანგეთის საკონსულოს და სამხედრო ატაშეს საგამგებლოს წარმომადგენლები დაესწრენ.