დაჭრილ ცხვრის ხორცს დავასხათ 3 ლიტრი წყალი და დავდგათ ცეცხლზე. შემდეგ, კარგად მოვქაფოთ. როცა ცხიმს გაუშვებს, მოვხადოთ და ტაფაში ამ ცხიმზე მოვშუშოთ ხახვი დაკეპილ ნიორთან, ძირასთან, კურკუმასთან, ყვითელ ყვავილთან და ბაჰართან ერთად. მერე ეს ყველაფერი ჩავაბრუნოთ ქვაბში დაჭრილ სტაფილოსთან და დაფნის ფოთოლთან ერთად.
გულამოცლილი და კანგაცლილი კომში დავჭრათ კარტოფილივით და ჩავყაროთ წვნიანში, როცა ხორცი თითქმის მზად იქნება და ამავე დროს ამოვიღოთ დაფნის ფოთლები. ყველაზე ბოლოს ვაყრით დაჭრილ ქინძსა და პიტნას და ერთიორჯერ წამოვადუღებთ
ინგრიდიენტები
1 კგ ცხვრის მსუქანი მკერდის ნაჭერი,
5 ცალი კომში,
1 კბილი ნიორი,
2 ცალი სტაფილო,
6-7 ცალი ხახვი,
4 ცალი დაფნის ფოთოლი,
1 ს/კოვზი ყვითელი ყვავილი,
1 ს/კოვზი ძირა,
2 ჩ/კოვზი კურკუმა,
1 სავსე ჩ/კოვზი ბაჰარი,
1 კონა პიტნა,
2 კონა ქინძი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.
perfectcook.org