სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე,სამართლიანობის აღდგენის პროცესსა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია «ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის» ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია.
- ქალბატონო ლია, 9 წლის განმავლობაშიერთ-ერთ მთავარ პრობლემას და ყველაზე მტკივნეულ საკითხს ქვეყანაში ციხეებში არსებული მდგომარეობა წარმოადგენდა. გარდა წამებისა დაარაადამიანური მოპყრობისა, მსჯავრდებულთა უფლებები სხვა ფორმითაც ირღვეოდა, ეს ეხება იგივე სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობას,ჯანმრთელი და ავადმყოფი პატიმრების ერთად განთავსებას, საკვების ხარისხიანობას, გადატვირთულობას საკნებში და ა.შ. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, რამდენად ახლოს ვართ იმ ევრო-ამერიკულ სტანდარტებთან,საითაც მივისწრაფვით?
- უწინარესად, ერთი რამ უნდა აღინიშნოს, წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა «ჩვეულებრივ მოვლენად» აქცია, ნამდვილად აღარ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეულწილად მაინც დარჩა ის სიმახინჯეები, რომლებიც იყობოლო 9 წლის განმავლობაში. მხედველობაში მაქვს ის, რომ მწამებლების გამოვლენა და ადექვატური დასჯა არ მომხდარა; და, რაც მთავარია, რეჟიმის მსხვერპლთათვის არაუნაზღაურებიათ ზარალი _ არც მორალური, არც მატერიალური. სხვათა შორის, ჩვენ გვქონდა ადრე ამაზე საუბარი და ვამბობდით, რომ ამ ადამიანებისთვის, ვიდრე მათ სასამართლო წესით მოუთხოვიათ თავიანთი უფლებების დაცვა, კარგი იქნებოდა, პოლიტიკური ნება გამოხატულიყო და შეეთავაზებინათ სადაზღვევო პაკეტი. ეს პაკეტი უზრუნველყოფდა მათ ვიზიტებს ექიმთან, გამოკვლევებს, მკურნალობის ხარჯებს და ა. შ., რაც იქნებოდა სერიოზული შეღავათი და ძალიან ბევრ ოჯახს მოეხსნებოდა უმძიმესი პრობლემა.
- მიუხედავად თქვენი ამ ინიციატივებისა, არც ერთ მსჯავრდებულს მსგავსიპაკეტი არ მიუღია?
- არა და აქ არცაა საუბარი ერთეულ შემთხვევებზე. სახელმწიფოს ზოგადად უნდა ჰქონდეს ნება, დაზარალებულ მოქალაქეს დაეხმაროს, თუკი გვინდა საერთოდ, რომ ის ადამიანი დაუბრუნდეს ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას.
- ასეულობით პატიმარმა გამოიარა ის ჯოჯოხეთი, რომელიც 9 წლის მანძილზეიყო ციხეებში და მათი ნაწილი დღეს თავისუფალია. თუ გაქვთ მათთანურთიერთობა და რა მდგომარეობაში არიან?
- მე ვერ გეტყვით ზუსტად, რა სტატისტიკა არსებობს, უკვე გათავისუფლებული პატიმრებიდან რამდენმა ჩაიდინა სუიციდი, მაგრამ შედეგები არის უმძიმესი. აქ ლაპარაკია მორალურად დანგრეულ, განადგურებულ ადამიანებზე და ნუ დაგავიწყდებათ, წამება უფრო მეტად მძიმე დანაშაულადაა აღიარებული დღევანდელ სამყაროში, ვიდრე თვით სიცოცხლის მოსპობა; ეს იმიტომ, რომ წამების მსხვერპლი მერე, როგორც წყალში ჩაგდებული ქვა იკეთებს რგოლებს, ისე ახდენს უნებლიეთ მის გარშემო მყოფთა ტრავმირებას. კიდევ ვიმეორებ: ამ კუთხით თუ შევხედავთ სურათს, დავინახავთ ძალიან მძიმე სოციალურ ვითარებას, რაც შეიძლება ფეთქებადსაშიშადაც კი დავახასიათოთ, რადგან სახელმწიფო ამ მიმართულებით თითქმის არაფერს აკეთებს.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ ციხეებში არსებულ მდგომარეობას, რაც მე, ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, რამდენიმე ვიზიტის შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება, იქ მთლად წესრიგი და კონტროლი ვერაა. კერძოდ, რას ვგულისხმობ: არის ხმაური, კორპუსიდან კორპუსშიგადაძახილი, გადალაპარაკება და ა. შ. მეტიც, დღისით მზისით პირადადშევესწარი, პატიმარი პერიმეტრის გარეთ როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას.გადაჭარბების გარეშე ვამბობ: 1989 წლიდან დავდივარ ციხეებში და მსგავსიარაფერი მინახავს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დაწესებულებებში არაასათანადო წესრიგი, კონტროლი და დისციპლინა.
- ადრე პატიმრებს ერთმანეთთან ლაპარაკისთვის სჯიდნენ. იყო შემთხვევები,როცა რადიოს ხმამაღლა ჩართვისთვისაც მიაყენეს მსჯავრდებულს შეურაცხყოფა.
- ახლა შეიძლება ზუსტად ასეთი ფაქტები არ იყოს, მაგრამ სხვა პრობლემებია. მაგალითად,ნარკოდამოკიდებული პატიმრების რაოდენობა არის კრიტიკული. თუ იმისთვის, რომ ტრავმირებული და ჯანმრთელობაშერყეული მსჯავრდებულები გაეჩუმებინა, ხელისუფლება მათ ბოლო დროს აძლევდა უზომო რაოდენობის ტკივილგამაყუჩებლებსა და სედატიურ პრეპარატებს. ამ ხელისუფლების პირობებში კი, მსგავსი პრეპარატები არ ეძლევათ და ბუნებრივია, ეს იწვევს გარკვეულ გართულებებს.
- გარდა ამისა, როგორც ვიცი, დაწესებულებებში დღემდე რჩებიან ისთანამშრომლები, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ მსჯავრდებულთაწამებებში. ესეც ხომ არის გარკვეულწილად სტრესი იმ წამებაგამოვლილიპატიმრებისთვის?
- ჯერ ერთი, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ კანონი ბოლომდე ვერ კანონობს და მეორეც, რა თქმა უნდა, ამით კიდევ უფრო მეტად ილახება იმ პატიმრის ღირსება, რომელმაც ის ჯოჯოხეთი გამოიარა. მეტსაც გეტყვით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცამსჯავრდებული შეეფეთა თავის მწამებელს და მოხდა ინციდენტი. მსგავსიინციდენტებისგან ვერც მომავალში ვიქნებით დაზღვეულნი, იმიტომ, რომ სავსეაპენიტენციური სისტემა ძველი კადრებით.
- ამბობენ, ზოგიერთი ძველი კადრი დაუწინაურებიათ კიდეც.
- არამხოლოდ ძველების დაწინაურებაზეა საუბარი. უკვე ერთგვარ ტენდენციადაც კი იქცა ის, რომ უწყებაში მოჰყავთ პოლიცის, კუდისა და სოდის ყოფილი თანამშრომლები; მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ სწორედ იმ გამოცდილების მქონე ადამიანები უნდა მოვიდნენ სისტემაში. როგორც ჩანს, მათ მიმართ მეტი ნდობა გააჩნია ხელისუფლებას...
- კონკრეტულად სად და რა თანამდებობებზე ინიშნებიან ეს ადამიანები?
- ბოლო დროს დანიშნული ციხის უფროსები, ყველანი, პოლიციის ყოფილითანამშრომლები არიან. ასევე ყოფილი პოლიციელია პენიტენციარულიდეპარტამენტის ახლანდელი ხელმძღვანელიც. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: 9 წლის განმავლობაში პოლიციაც, სოდიც და კუდიც პირდაპირისადამსჯელო სტრუქტურები იყო და როცა ამ სტრუქტურებიდან გადმოგყავსხალხი, რათა მისი მეშვეობით დაამყარო წესრიგი, რბილად რომ ვთქვათ, ასეთიწესრიგის არ მჯერა.
- ამ თემაზე საუბარს თავისთავად მივყავართ სამართლიანობის აღდგენა-არაღდგენის საკითხამდე. თქვენ, როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი, რასფიქრობთ: არის დღეს საქართველოში სამართლიანობა აღდგენილი? თუ თვლით,რომ არ არის, თქვენი აზრით, რატომ?
- სამართლიანობა, რა თქმა უნდა, არ არის აღდგენილი და, სიმართლე გითხრათ, ამის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ. ახლა რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას _ რატომ? მიზეზი ძალიან მარტივია: პოლიტიკური ნება არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, როდესაც არის ასეთი ტოლერანტული პრაქტიკა ყოფილი მწამებლების მიმართ, ეს პოტენციურად ჩემთვის გულისხმობს იმას, რომ მსგავსი მოპყრობა დღესაც დასაშვებია. ვიცით კიდეც რამდენიმე შემთხვევა, როცა პატიმარი გარდაიცვალა და აშკარად ძალადობის კვალი ჰქონდა. მეორე საკითხია კიდევ უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება. დღეს რასაც ვუყურებთ, ეს არის სრული უუნარობა ხელისუფლების... გამოდის იგივე შაშკინი ყოველდღე ტელევიზორში და ჭკუას გვასწავლის. უბრალოდ, მაინტერესებს, ის არ იდგა იმ სისტემის სათავეში, რომელიც, ფაქტობრივად, სასაკლაოდ იყო ქცეული?!
- გინდათ, თქვათ, რომ შაშკინის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?
- რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პენიტენციარულ სისტემაში წამება იყო არა ერთეული შემთხვევა, არამედ დამკვიდრებული მეთოდი, ბუნებრივია, სისტემის ხელმძღვანელობაა პასუხისმგებელი. სწორედ მათგან უნდა დაიწყოს მართლმსაჯულებამ მოქმედება და ამის შემდეგ შეეხოს უფრო ქვემდგომ პირებს; ასე რომ, შაშკინისპასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, კალმახელიძისაც და უკლებლივყველასი, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა შეხება იმ უბედურებასთან.
- პოლიტიკური ნების არარსებობა ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამისმიზეზი?
- პოლიტიკური ნების არსებობას სჭირდება სათანადო ინტერესების მქონე ხალხის ყოფნა ხელისუფლებაში, ამ ხელისუფლებამ კი ისიც ვერ მოახერხა, რომ გამოძიება ჰქონდეს, გამომძიებელი ჰყავდეს, პროკურორი და მოსამართლე. აგერ ახლა ჟვანიას საქმეს ვერ იძიებენ და ლევან ჩაჩუას ჩაავლეს ხელი. ვის რაში აინტერესებს ექსპერტის დანაშაული?! ჩვენ გვაინტერესებს, პრემიერი ვინ მოკლა.
- არის საუბარი იმაზეც, რომ ჟვანიას საქმე სხვა პრობლემების გადასაფარადწამოწიეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- როდესაც ხელისუფლება ასე არაადექვატურად მოქმედებს, ეჭვები ყოველთვის ჩნდება, არის თუ არა ის საფუძვლიანი. რაც შეეხება ისევ სამართლიანობის აღდგენის მიზეზს, მათ ეს ხელს არ აძლევს იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, თვითონაც აპირებენ ბევრი უკანონობის ჩადენას. სხვა მხრივ, ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა ივსებოდეს სისტემა იმ ადამიანებით, რომლებიც წლების მანძილზე იყვნენ სადამსჯელო სტრუქტურებში და შიშის ზარს სცემდნენ საზოგადოებას.
- ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ღიად აცხადებს, რომსამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა საზოგადოებამ მკაცრად უნდა დააყენოს.საუბარია მმართველი გუნდის კონტროლზე ხალხის მხრიდან, რაც დემოკრატიულსახელმწიფოში ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორ ფიქრობთ, დღეს, როცამოსახლეობაში უკმაყოფილების მუხტი ძალიან მაღალია, რატომ არ გამოხატავენამას მოქალაქეები?
- ვფიქრობ, საზოგადოება გაყუჩულია და ელოდება არჩევნებს. სწორედ არჩევნებია ყველაზე კარგი საშუალება, იმისთვის, რომ ხელისუფლებას უთხრა: მიბრძანდი, ბატონო! ეს ერთხელ ხომ გავაკეთეთ, ახლა კიდევ გავიმეორებთ. აი, ზუსტად ამისი ეშინია მმართველ გუნდს და იმიტომ ფაფხურობს. იმისთვის იჭერენ იმავე ჩაჩუებს და ვიღაცებს.
- ე. ი. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო იმიტაციაა?
- რა თქმა უნდა. იმავე ჟვანიას საქმეზე ატეხილი ამბავი, გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება, გზების შეკეთების კამპანია თავიდან ბოლომდე არჩევნებთანაა დაკავშირებული. ეს არის დემოკრატიის მამოძრავებელი. ასე რომ, ჩაივლის არჩევნები და ყველაფერი დამთავრდება, სამწუხაროდ. ამაში დარწმუნებული ვარ.
- და საზოგადოება როგორ შეხვდება ამას?
- საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზას აირჩევს _ გამოვა და დააფიქსირებს არსებულ განწყობას თუ ჩაიკეტება. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება ამ ცრუ გზით პროტესტს ვერ ასცდება, მაგრამ აქ საუბარია ვადებზე, რამდენი ხანი მიეცემა ამის საშუალება. თუ იქნება ხალხის მხრიდან მკაცრი კონტროლი, ეს ვადები შემცირდება; თუ არ იქნება ზემოქმედება, ხელისუფლება სულ უფრო მეტი ტყუილით გამოგვკვებავს.