ნაციონალური

ნაციონალური "მაიდანის" გასაიდუმლოებული გეგმა - პირველი პროვიკაციები ეკლესიის წინააღმდეგ მზადდება

"ნაციონალების"თბილისური "მაიდანის" სქემაში მთავარი კომპონენტი, რაზე საუბრისგანაც ადრე თავი შევიკავე, ესაა ეკლესიის ფაქტორი და მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც გააძლიერებენ "ნაცმოძრაობის" ლიდერები და აქტივისტები. ამ 10 წლის მანძილზეყოველთვის იყო ეკლესიასთან დაპირისპირება, მაგრამ ეს ახლა უკვე მიირებს ძალაინ აგრესიულ ხასიათს. შერჩეული იქნებიან კონკრეტული მეუფეები, რომელტა დისკრადიტაციაც მოხდება, მათ მიაკერებენ სხვადასხვა სახის იარლიყს და ამით შეეცდებიან სიტუაცია მრევლთანაც დაძაბონ. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ განზრახული აქვთ მოაწყონ წირვების ჩაშლა - მიუხედავად იმისა, რომ ახლა მძიმე მარხვაა...", - აცხადებს მედიაკავშირ "ობიექტივის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალური" "მაიდანის" გასაიდუმლოებული გეგმა / პირველი პროვოკაციები ეკლესიის წინააღმდეგ მზადდება.

"მაქვს ასევე ინფორმაცია, სად აპირებენ ამ საპროტესტო კერების შექმნას ქალაქის მასშტაბით და რომელი ცენტრები ექნებათ შერჩეული. ეს იქნება მეტრო "რუსთაველი", რუსთაველის ძეგლი, კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორია... ყველაფერი აგებული იქნება თეატრალიზებულ ელემენტებზე, სარკაზმზე, დაცინვაზე და ამ სახის პროვოკაციები იქნება გამოყენებული. ფიქრობენ, რომ მრევლში ჩააყენონ მათივე აქტივისტები, ვითომ ისინიც მრევლის წევრები არიან, გათამაშდება სცენა, აგრესია ვითომ თავად მრევლიდან წამოვა და გარედანაც მიეშველებიან "თავისუფალი ზონა" და სხვა არასამთავრობოები. ეს საზიფათო სქემები და ცეცხლთან თამაშია, რასაც "ნაციონალები" მიჩვეულები არიან, რადგან ტავიანთი ინტერესებისთვის ქვეყანასაც გასწირავენ და საკუთარ დედებსაც, მთავარია, ხელისუფლება დაიბრუნონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირმა ინაშვილი.

"ვიმეორებ, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს პროვოკაციური კერების შექმნას და დაპირისპირების ინსცენირებას სხვადასხვა ადგილებზე, სხვადასხვა ფენებში, ეკლესიაში, ქუჩებში, ყველგან უნდა მოხდეს სხვადასხვა სახის აქციები. ამის პირდაპირი დავალება აქვთ მიცემული, რომ იყოს უკიდურესი აგრესიული ტონალობა, ძალიან გამომწვევი და ხალხი წამოაგონ პროვოკაციაზე. დამიჯერეთ, ესენი უკვე ვარჯიშობენ და მეცადინეობენ ამაში", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "რომ გაილახებიან და ვგრძნობ, რომ ძალიან მაგრად, არაფერი?" - პასუხობს:

"საქმე ისაა, რომ ამ პროცესში ბევრი იდეალისტი ახალგაზრდა ჰყავთ ჩართული. რეგიონებიდან ჰყავთ სპეციალურად ჩამოყვანილი გულწრფელი ახალგაზრდები და ხაზს ვუსვამ - მატერიალურად ძალიან გაჭირვებულები, რომლებიც შეიძლება იდეოლოგიურად ისე მომართონ, რომ ყველაფერზე წავიდნენ. ეს ხომ მათი აპრობირებული მეთოდია. "ნაციონალები" არწმუნებენ მათ, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ დასავლეთში ვითარება გადატყდა და მიშა დაბრუნდება... ამ დროს ყველას გასაგონად ვამბობთ: ვერავინ ვერსად ვერ დაბრუნდება, არანაირი "მაიდანი" საქართველოში არ გამოვა!"