წილი ნაყარია, რუბიკონი კი _გადალახული. პროკურატურამ მიხეილსააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. ბევრმოქალაქეს, რომელთა შორის იყვნენროგორც ახალი, ისე ძველიხელისუფლების მომხრეები, არ სჯეროდა,რომ ეს საერთოდ მოხდებოდა, რადგანსააკაშვილისთვის არაფორმალურიიმუნიტეტის მინიჭებისკონსპიროლოგიურ და, როგორც აღმოჩნდა,არაკორექტულ ვერსიას იზიარებდა.თუმცა მოსახდენი მოხდა და,შესაბამისად, გაჩნდა თემა, რომელიც საქართველოს საინფორმაციო სივრცეშითვეების განმავლობაში ერთერთ მთავარ ადგილს დაიკავებს. საინტერესოა, რაგავლენას მოახდენს ის საზოგადოებრივ აზრზე და ზოგადად ქართულპოლიტიკაზე?
დასაკითხი უნდა დაიკითხოს
ვინაიდან მსგავს შემთხვევებში მნიშვნელოვანია თითოეული ნიუნსი, მთავარი პროკურატურის განცხადება, სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, ალბათ, სრულად უნდა მოვიყვანოთ: «საქმე ეხება ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა დალევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვისმსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა.აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოსპრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით. ასევე, გვსურსგანვმარტოთ, რომ, ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნითფაზაში და პროკურატურა დგას მ. სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობისწინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულსაქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოსპროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:
2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია«იმედში» შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა.პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონოქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოსხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმისგაფორმებით;
2009-2012 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;
პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულიგარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე;
2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ისა და ტელეკომპანია «მზის»კანონიერი მესაკუთრეებისთვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;
2009 წლის 20 მაისს ე.წ.«მუხროვანის ამბოხებისთვის» ძებნილი პირების: კობაოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას,გ. კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ. ამირიძისა და კ. ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;
2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს «აგრომეტის» (აგრარულიუნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე;
2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით, თავისი ბიძის _ თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს «ბეზეკზე»უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე;
2012 წლის თებერვალში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედიტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისიდამფუძნებლებისთვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოსკუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.
20112012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა დამონაწილეობით «ქართუ» ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკშიიპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზითგადამალვის ფაქტზე», – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ზოგადად, დემოკრატიულ ან თუნდაც ზომიერად არადემოკრატიულ ქვეყნებში მოწმის სახით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა სავსებით ნორმალურ მოვლენად აღიქმება და აჟიოტაჟს არ იწვევს. მაგრამ იმ პროპაგანდისტული (და არსებითად ანტისამართლებრივი) სტერეოტიპებიდან გამომდინარე, რომელთაც სააკაშვილისრეჟიმი წლების განმავლობაში ნერგავდა, ნებისმიერი შეხება სამართალდამცავორგანოებთან, თუნდაც საქმე მოწმის სახით დაკითხვას ეხებოდეს, ქართულისაზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის მიერ აღიქმება, როგორც თითქმისგარდაუვალი დასჯის პრელუდია. სავარაუდოდ, სწორედ აქედან გამომდინარეობდა «ნაცმოძრაობის» ლიდერების ძალზე ნერვული, ზოგიერთ შემთხვევაში კი აშკარად ისტერიული რეაქცია პროკურატურის განცხადებაზე _ ისინი საუბრობდნენ ისე, თითქოს სააკაშვილს უკვე მიუსაჯეს ხუთი სამუდამო პატიმრობა მიმოწერის უფლების გარეშე. პარტიის ოფიციალურ განცხადებაში სააკაშვილის შესაძლო დაკითხვა შეფასდა როგორც «ფაქტობრივი დევნის დაწყება».
ერთი შეხედვით, ყველაფერი ლოგიკურია _ თუ ამდენ მაღალჩინოსანს საკმაოდ მძიმეეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს, მათი ხელმძღვანელის,ხელისუფლების პირველი პირის დაკითხვა სავსებით ბუნებრივად გამოიყურება.აგრეთვე, ყველასთვის ცხადია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და, თუ გამოძიების პროცესში დადგინდება, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამოქალაქეების მოკვლის და წამების ბრძანებებს გასცემდა ან საბიუჯეტო ფულს იპარავდა, ის ამისთვის უნდა გასამართლდეს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე. მაგრამ სამართალდამცავი ორგანოებისურთიერთობას ყოფილ პირველ პირთან მაინც გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს_ ის მოითხოვს იუველირულ სიზუსტეს ნორმების დაცვის თვალსაზრისით და,ნებისმიერ შემთხვევაში, განხილული იქნება პოლიტიკურ კონტექსტში, როგორცსააკაშვილის გულშემატკივრების, ისე მისი მოწინააღმდეგეების მიერ, ამიტომსააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნიუანსი დამატებითდაკვირვებას საჭიროებს.
როგორ მოიქცევა დასავლეთი?
«ნაციონალების» მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში «მაიდანს» მოაწყობენ, სერიოზულ განხილვას, ალბათ, არ ექვემდებარება, რადგან ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო, გადატრიალების მოწყობაზე ორიენტირებული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ისინი უბრალოდ გაისრისებიან, თანაც არა იმდენად სახელმწიფო მანქანის, რამდენადაც მათზე გამწარებული მოქალაქეების მიერ.«ნაციონალების» რესურსები არასაკმარისია სამოქალაქო დაპირისპირების ანთუნდაც დაძაბულობის პროვოცირებისთვის. იმისთვის, რომ ისინიხელისუფლებაში გადატრიალებით დაბრუნდნენ, დასავლეთმა არა მხოლოდუნდა აუკრძალოს ხელისუფლებას «ნაცმაიდანის» წინააღმდეგ პოლიციისგამოყენება (როგორც ეს იანუკოვიჩის შემთხვევაში მოხდა), არამედ აიძულოს, შეაკავოსის მოქალაქეები, რომელნიც მის დასარბევად დაირაზმებიან. ასეთი ტიპისჩარევას და ხელისუფლებაში ესოდენ არაპოპულარული ძალის დაბრუნებისხელშეწყობას საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრად ანტიდასავლურპოზიციებზე გადასვლა და ქვეყნის თორმეტბალიანი დესტაბილიზაცია მოჰყვება,რომლითაც (თუ სიტუაციას დასავლელი პოლიტიკოსების თვალით შევხედავთ)შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა და სამხრეთ კავკასიაში პოზიციებიგაიფართოვოს. მართალია, ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ «ახალი ცივი ომის» კონტექსტში ვაშინგტონს საქართველოს სათავეში შეიძლება ისევ რუსეთთან მკვეთრად დაპირისპირებული ძალა დასჭირდეს (ეს ფრიად სათუოა), მაგრამ «ნაციონალების»ხელისუფლებაში დაბრუნება გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას მოითხოვს დასერიოზულ რისკებს უკავშირდება. ასე რომ, მისი ხელშეწყობა ვაშინგტონისმხრიდან ძალზე საეჭვოა. ამიტომ სააკაშვილის მუქარები საქართველოშიდაბრუნებასთან და «პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან» მისგათავისუფლებასთან დაკავშირებით, ალბათ, მხოლოდ უძლურებისგამოვლინებად უნდა ჩაითვალოს. თუმცა იმ ფაქტიდან, რომ «ნაციონალური რევანში» დღეს გამორიცხულია, სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ მასზე მეოცნებე ძალები ქვეყანაში სიტუაციის არევას არ შეეცდებიან.
ამასთანავე (თუ ბრალის წარდგენის ჰიპოთეტურ სცენარს განვიხილავთ), როდესაც საუბარია ათ ეპიზოდზე (შეიძლება სხვაც დაემატოს; მაგალითად, სააკაშვილს შეიძლება დაუსვან კითხვები 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურის ჩამონათვალში არ არის), არ არსებობს გარანტია, რომ რომელიმე ან რამდენიმემათგანთან დაკავშირებით, პროკურატურას არ აქვს შემონახული «ჯოკერი» _გამანადგურებელი მტკიცებულება, რომელიც «ნაცმოძრაობის» ბელადისბრალეულობას დაადასტურებს, იქნება ეს ვიდეოჩანაწერი თუ ყოფილიმაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენება. ვიდრე სააკაშვილის პარტნიორებიდასავლეთში არ დარწმუნდებიან, რომ მსგავსი «ჯოკერი» არ არსებობს, ისინიფიგურანტის ადვოკატირების პროცესში სიფრთხილეს გამოავლენენ და უკანდასახევ გზას არ მოიჭრიან. ნაკლებად სავარაუდოა, დასავლეთი ისეთი ტიპის განცხადებებზე შორს წავიდეს, როგორიც სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს გაავრცელა: «შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოსხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხვაზე დაიბაროს საქართველოსყოფილი პრეზიდენტი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კანონზე მაღლაარავინ დგას, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქემის ერთდროულიდაწყება ყოფილი პრეზიდენტის ფიგურირებით ლეგიტიმურ ეჭვს აჩენსპოლიტიკური ანგარიშსწორების, განსაკუთრებით, როდესაც სასამართლოინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობაშია. როგორც თებერვალშივაშინგტონში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს უმაღლესი დონისშეხვედრაზე ითქვა, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოსმმართველებს, საქართველოს ენერგია მიმართონ მომავალზე, ძლიერეკონომიკაზე, მართლმსაჯულების შემდგომ რეფორმირებაზე დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სწრაფპროგრესზე».
კიდევ ერთი მითი, რომელიც სააკაშვილის დაკითხვას და შესაძლო დაპატიმრებას უკავშირდება, ისაა, რომ ამის გამო «ევროასოცირებასთან» ან ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიძლება პრობლემები შეექმნას. საინტერესოა, რომ მისგავრცელებას ხელს უწყობენ არა მხოლოდ «ნაციონალები», არამედრესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილიც. ამ თეორიის ფარგლებში,სააკაშვილი ელენე მშვენიერის მსგავს პერსონაჟად გვევლინება, რომლის გამოშეიძლება ტროას ომი დაიწყოს და სხვა გეოპოლიტიკური ხასიათის ძვრებიმოხდეს. აქ, ქვეტექსტში, ალბათ, ისიც იგულისხმება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ არ მოახდინა წინასწარი ზონდირება დასავლეთში (რაც ნაკლებად სავარაუდოა) და სააკაშვილის დაკავებას ყოველგვარი კონიუნქტურის გათვალისწინების გარეშე აპირებს. სერიოზული მსჯელობა ამაზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა საზოგადოებისუმრავლესობის პასუხი დასავლეთის შესაძლო ჩარევაზე, სავარაუდოდ,შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: «თუ დასავლეთი ხელს აფარებს დამნაშავეებს,ასეთი დასავლეთი არ გვჭირდება», ვინაიდან არავინ და არაფერი, არც ერთსიტუაციაში არ შეიძლება იქნას დაყენებული კანონზე და მისი უზენაესობისპრინციპზე მაღლა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმის არ იყო, «კანონზე მაღლა არავინ დგას» (და არავითარი «მაგრამ», რომელიც განცხადებაში ამ ფრაზის შემდეგ ჩაიწერა). ხოლოთუ ვინმე დასავლეთში უბრალოდ ეძებს საბაბს იმისთვის, რომ გაამართლოსსაკუთარი უძლურება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წინ წაწიოს,ეს სულ სხვა საქმეა, თორემ არანაირი კავშირი სააკაშვილის მოწმის სახითდაკითხვასა და ხსენებულ ინტეგრაციას შორის არ არსებობს.
ცხადია, თუ გამომძიებლები სააკაშვილის წამებას დაიწყებენ ან (მაგალითად) ექიმის მიერ გამოწერილი აბების დალევის საშუალებას არ მისცემენ, მსოფლიო სავსებით სამართლიანად აღშფოთდება და ოფიციალურ თბილისზე ზეწოლას მოახდენს. მაგრამ, თუყველა ნორმა დაცული იქნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელსიტუაციაში, როდესაც გადამწყვეტ სტადიაში შევიდა უაღრესად პრაგმატული დაცინიკური პროცესი _ გავლენის სფეროების გადანაწილება, ვინმე სააკაშვილისგამო სერიოზულ გართულებაზე წავიდეს. მეტიც, თუ ეს მათი ინტერესებისთვის სასარგებლო იქნება, ზოგიერთმა უცხოელმა პარტნიორმა სააკაშვილი შეიძლება არათუ დაკითხოს და დააპატიმროს, არამედ მისგან ფიტულიც დაამზადოს (ცხადია, მსგავსი ექსცესები არავის სჭირდება და პროცესი, ნებისმიერ შემთხვევაში, კანონიერების კალაპოტს არ უნდა გასცდეს).
ისევ შენი თავითაო
დღეს საკმაოდ პოპულარულია ფრაზა «ცხოვრება დიდ სუპერმარკეტს ჰგავს. აიღე, რაც გინდა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ გასასვლელში სალარო დგას» და მან «ნაცმოძრაობისთვის» მთლიანობაში და პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს. რაოდენ ბანალურად უნდა გაიჟღეროს,ყველაფერს ამქვეყნად თავისი ფასი აქვს და (ბიუჯეტში ხელის სავარაუდო ფათურს და ქონების მითვისებას თავი რომც დავანებოთ) ადამიანების მოკვლა, წამება დაამდენი ოჯახის გაუბედურება უკვალოდ ვერ ჩაივლიდა; ამას სააკაშვილის რეჟიმსარავინ აპატიებს.
მიუხედავად იმისა, რა განვითარება ექნება ამ ისტორიას, პროკურატურამ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა. იმის დაფიქსირება, რომ წარსულში მაღალი თანამდებობის დაკავების ფაქტიდან ხელშეუხებლობა არ გამომდინარეობს, როგორც მინიმუმი, დააფიქრებს ჩინოვნიკებს კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შესაძლო შედეგებზე და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულების აღმოფხვრას. თუ მოქალაქეები დაიჯერებენ, რომდაუსჯელობის სინდრომის დამარცხება შესაძლებელია, ეს ქვეყანასუკეთესობისკენ შეცვლის.
რაოდენ უცნაურად უნდა გაიჟღეროს, ამ ცვლილებებთან შედარებით მიხეილ სააკაშვილის შემდგომი ბედი მეორეხარისხოვანია. მიუხედავად იმისა, რომ შაბათს მან, ფაქტობრივად, უარი თქვა პროკურატურაში გამოცხადებაზე, მას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს, საქართველოში ჩამოფრინდეს და დაკითხვაზე მივიდეს ან, როგორც მინიმუმი, დისტანციურ (სკაიპით) დაკითხვას დათანხმდეს, რადგან უარი მას საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. კითხვა «თუ უდანაშაულო ხარ, რისიგეშინია?» ამ კონტექსტში სავსებით ბუნებრივად დაიბადება, როგორცსაქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა ის, ვინც კარგად იცნობსსააკაშვილს და იცის, რა გავლენას ახდენს მის ქცევაზე შიში და პრობლემებისგანგაქცევის სურვილი, სავარაუდოდ, მივა დასკვნამდე, რომ ახლა ფიგურანტისთვისპრიორიტეტულია დისტანცირება (თუნდაც წარმოსახვითი) საფრთხისგან, ხოლოპოლიტიკური და საიმიჯო ნიუანსები ნაკლებად ანაღვლებს.
გამოცხადდება თუ არა სააკაშვილზე ძებნა? მოითხოვს თუ არა ის თავშესაფარს რომელიმე უცხო ქვეყანაში? ეს კითხვები მალე, სავარაუდოდ, აქტუალური გახდება და იურისტებს მსჯელობისთვის საკმარისზე მეტი საბაბი მიეცემათ. მიხეილ სააკაშვილს, დიდიალბათობით, წინ ელოდება ნერვიულობა, მუდმივი გაქცევა საკუთარიწარსულისგან და დამთრგუნველ შიშში ცხოვრება შესაძლო დაპატიმრების გამო,რაც მისი პოლიტიკური კარიერის ფრიად სევდიანი, მაგრამ, ამავე დროს, ალბათ,ძალზე ლოგიკური ფინალი გახდება.