საკრებულოს დეპუტატები მედიათეკის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ

საკრებულოს დეპუტატები მედიათეკის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ

საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება– თბილისელების’’ თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით, საკრებულოს  დეპუტატები  ვაკის პარკში მდებარე მედიათეკას ეწვივნენ და მისი მუშაობის პრინციპები განიხილეს.

პრეზენტაციაში მონაწილეობა თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ და მერიის სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს.

გულიკო ზუმბაძის განცხადებით, მედიათეკა  კულტურულ – საგანმანათლებლო დანიშნულების საზოგადოებრივ ცენტრს წარმოადგენს და ის თავისი მრავალმხრივი დატვირთვით ჩვეულებრივი ბიბლიოთეკებისგან განსხვავებულია.

"2013 წლის მიწურულს „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ გახდა ბიბლიოთეკების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის (IFLA, International Federation of Library Association) წევრი. ეს იმას ნიშნავს რომ ხელმისაწვდომი გახდება  ასოციაციის წევრი ქვეყნების ბიბლიოთეკებში დაცული ლიტერატურა, სამეცნიერო ნაშრომები და სხვა.გაერთიანება თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და სხვადსხვა ორგანიზაციებთან.  ახორციელებს უამრავ საგანმანალებლო და კულტურულ პროექტებს. აბონენტების რაოდენობამ 2000 გადააჭარბა.

თბილისის წლევანდელ ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გამოყოფილი დამატებით ორიმედიათეკის ასაშენებლად. ეს ტენდენცია მომავალში უფრო მეტი ტემპით უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას განმარტებით, ახალი სამკითხველო სივრცეების შექმნა თბილისში  უკვე ორი წელია რაც დაიწყო და მათ პირობითად მედიათეკა დაერქვათ.

მისივე ინფორმაციით, ეს არის განახლებული ბიბლიოთეკები ელექტრონული წიგნებით, რომელმაც საკმაოდ კარგი და პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა მოსახლეობაში, როგორც სტუდენტებში, ასევე ასაკოვან ადამიანებში. ამიტომ დღის წესრიგში ამ მედიათეკების გაფართოების საკითხი დადგა.

მამუკა ქაცარავამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი მედიათეკების გაშენება ბოგდან ხმელნიცკის და კიკვიძის პარკის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე დედაქალაქში ორი მედიათეკა ფუნქციონირებს და სამომავლოდ კიდევ ორის გახსნაა დაგეგმილი, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საკრებულოს წევრებმა და მერიის წარმომადგენლებმა  აღნიშნულ პროექტი მოიწონეს და მისი განხორციელებისა და განვრცობის  მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვეს.

მათი თქმით, მსგავსი მედიათეკები დედაქალაქის ყველა უბანში უნდა არსებობდეს, რაც ქალაქის კულტურულ და საგანმანათლებო ცხოვრების განვითარებას შეუწყობეს ხელს.