როგორ წამოიწყო სოსო ჯაჭვლიანმა

როგორ წამოიწყო სოსო ჯაჭვლიანმა "ფალოსის სკანდალი"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად მწერალ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილებოდა, რასაც პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანის მხრიდან მწერლის მიმართ უხამსი შეფასებები მოჰყვა. "ქართული ოცნების" დეპუტატმა მწერალი ფალოსად მოიხსენია, რასაც დღეს, 25 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზში მწერალ გიორგი ხასაიას საპასუხო პერფორმანსი მოჰყვა.

 (იხილეთ - ვინ არის გიორგი ხასაია)

ინტერვიუ, რომელშიც სოსო ჯაჭვლიანმა ზურაბ ქარუმიძის მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები გამოიყენა, გაზეთ "ასავალ-დასავალის" 24 მარტის ნომერში დაიბეჭდა. ინტერვიუს ამ ფრაგმენტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, Ambebi.ge სოსო ჯაჭვლიანის ამ ხმაურიან ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც დეპუტატმა "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს, ჯაბა ხუბუას მისცა.

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი:
- "ასავალ-დასავალის" წინა ნომერში გამოქვეყნდა რამდენიმე ნაწყვეტი, ე.წ. მწერლის ზურაბ ქარუმიძის წიგნიდან, რომელშიც საშინლად არის შეურაცხყოფილი სვანეთი, სვანური წმინდა სალოცავები და თავად სვანები. საინტერესოა თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით...


სოსო ჯაჭვლიანი, დეპუტატი:
- ამასთან დაკავშირებით მოკლედ გეტყვით და პირდაპირ ასე დაწერეთ: ქარუმიძეს ყოველ მეორე სიტყვაზე "ფალოსი" აკერია პირზე, ეტყობა, თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს შეიძლება, რამეზე ვეკამათო?! დიახ, პირდაპირ ასე 

დაწერეთ - ქარუმიძე არის ფალოსი და ჩემი ეს შეფასება გადამოწმებას არ ექვემდებარება!

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი:
- გასაგებია თქვენი აღშფოთება, მაგრამ იმაზე რას იტყვით, რომ ახალი ხელისუფლება ქარუმიძეს დიდ ბრიტანეთში უპირებს ელჩად გაშვებას?

სოსო ჯაჭვლიანი, დეპუტატი:
- საქართველოს თუ უნდა ფალოსი ჰყავდეს ელჩად, ეს საქართველოს არჩევანია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ფალოსი საქართველოსაც მთელ მსოფლიოში წარმოადგენს, როგორც ფალოსს! 
ელჩები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და აქედანვე ვაცხადებ - ვინც პარლამენტში ხმას მისცემს ქარუმიძის ელჩად გაშვებას, მე, სოსო ჯაჭვლიანი, ყველას ფალოსს დავუძახებ და მერე არავის ეწყინოს!