შსს „112“-ის დეპარტამენტის განცხადება ბუნებრივი აირის დანადგარების გამოყებასთან დაკავშირებით

შსს „112“-ის დეპარტამენტის განცხადება ბუნებრივი აირის დანადგარების გამოყებასთან დაკავშირებით

„112“ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ პრევენციის მიზნით, შესაბამის სამსახურებს შეამოწმებინონ ბუნებრივი აირის დანადგარები, რათა თავიდან იქნას არიდებული ფატალური შემთხვევები და მინიმუმამდე შემცირდეს მატერიალური ზარალის ოდენობა.

 „112“-ის მისიაა, რომ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო დროის შემცირება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, მოქალაქემ მყისიერად დარეკოს ცენტრში, რათა ოპერატიულად მოხდეს, შესაბამისი, სამაშველო სამსახურების მობილიზება შემთხვევის ადგილზე.

ცნობილია, რომ „112“-მა მოსახლეობას შესთავაზა დაკავშირების ალტერნატიული, ახალი გზა დეტექტორების ჩართვა „112“-ის სისტემაში. აღნიშნული სერვისის მიზანია მხუთავი აირისა (CO)  და ხანძრის კერის წარმოქმნისთანავე საფრთხის პრევენცია ფატალური შედეგების დადგომამდე.

„112“-მა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ახალი სერვისი მოსახლეობის ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

დაწყებულია მუშაობა პროექტის კორექტირებაზე, რაც ითვალისწინებს სერვისში ჩართვის საფასურთან დაკავშირებული საკითხის ცვლილებას. აბონენტი საკუთარი რესურსით დააყენებს დეტექტორს ან/და თუ უკვე სარგებლობს არსებული პროდუქტით, აღარ გადაიხდის „112“-ის სერვისში ჩართვის და ყოველთვიური მომსახურების სააბონენტოს.