შსს-მ ე.წ. მაზავშიკი კახეთში დააკავა

შსს-მ ე.წ. მაზავშიკი კახეთში დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ფირუზ ნ. რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფირუზ ნ. მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა მოქალაქეებს და სპორტული თამაშების შედეგებთან დაკავშირებით უკანონოდ იღებდა ფსონებს ხელზე, რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფირუზ მ. გურჯაანში დააკავეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).