18 მარტს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დასაკითხად დაიბარეს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განათლების ყოფილი მინისტრები - კახა ბენდუქიძე და დიმიტრი შაშკინი. ერთი დღით ადრე მთავარ პროკურატურას ჩვენება მისცა აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზე. რას ედავება პროკურატურა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს და რამდენად კანონიერად შეიძინა აგრარული უნივერსიტეტი „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდმა“, რომლის დამფუძნებელიც კახა ბენდუქიძეა?
მთავარ პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ „აგრარული უნივერსიტეტის" ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას დაირღვა კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ". კერძოდ, სასწავლებლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციისას, მასში შევამალი 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უძრავ-მოძრავი ქონება, ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, შპს „აგრომეტის“ კაპიტალში შეიტანეს, რის შემდეგაც პრივატიზება განხორციელდა 5,1 მილიონ დოლარად და 8 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. მთავრი პროკურატურის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:
„და ეს მაშინ, როდესაც შპს "აგრომეტის"" საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონების ღირებულებებიც".
მთავარი პროკურატურის ამ განცხადების პასუხად, აგრარული უნივერსიტეტის მმართველი ფონდის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ უშინაარსო ტექსტზე უწევს კომენტარის გაკეთება და რომ პროკურატურა სამარცხვინოდ იქცევა:
„ყოველ გაზაფხულს, 10 მარტიდან 20 მარტამდე, შარშან და წელსაც, ხდება ასეთი მოვლენები, როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს დარტყმას აყენებენ. არ ვიცი, ეს ხდება შეგნებულად თუ გაზაფხულს ვესალმებით ასე. თან იურიდიული შინაარსი არ გააჩნია ამ საქმეს. მთავრობის დისკრეციაა, პირდაპირი მიყიდვის დროს შეიძლება გაიყიდოს 1 ლარად ან 100 ლარად, ამას არაფერთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ, შემრცხვა, რომ ასეთი დაბალი დონის დასკვნა მომზადდა მთავარ პროკურატურაში“.
პროკურატურის დასკვნის ხარვეზები შეუმჩნეველი არ დარჩენია ეკონომისტ პაატა შეშელიძეს, რომლის თქმითაც, გარდა იმისა, რომ კანონით დაშვებულია სახელმწიფო ქონების პირობითი წესით მიყიდვა, საერთოდ გაუგებარია, რატომ ედავება პროკურატურა მყიდველს.
„პირობითი გასხვისების მეთოდი ხშირად გამოიძებნება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მეთოდები, დაწყებული ვაუჩერიზაციის, პირდაპირი მიყიდვის წესი, შეღავათიანი მიყიდვის წესი, აუქციოენებზე გაყიდვა და ასე შემდეგ, ანუ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, აქ იურიდიული დარღვევა არ არის. დავა მიდის იმაზე, თუ რამდენად იყო სწორი მთავრობის გადაწყვეტილება. თუ რამე პრეტენზია აქვთ, რომ რაღაც არასწორად შეფასდა, გასხვისდა და პირობები უფრო სხვა უნდა ყოფილიყო, ვიდრე არსებული, მაშინ ეს ყველაფერი მთავრობას უნდა მოჰკითხონ“, უთხრა პაატა შეშელიძემ რადიო თავისუფლებას.
აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზებისას მთავრობის წევრი იყო დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, რომელმაც 18 მარტს თითქმის ოთხი საათი დაყო პროკურატურის შენობაში, საიდანაც გამოსულმა განაცხადა:
„კითხვები შეეხებოდა აგრარულ უნივერსიტეტსა და კახა ბენდუქიძეს. რამდენად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე ვეცადე გამომძიებლებისთვის ამეხსნა, რომ ეს არ იყო პრივატიზაციის პროექტი, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განათლების სისტემაში, რომლის განხორციელებით მივიღეთ თანამედროვე უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობს, დაახლოებით, 4 ათასი სტუტენტი და არის ძალიან ბედნიერი იმით, რომ იღებს ხარისხიან განათლებას. გამომძიებლებს აინტერესებთ, თუ რა მიზეზი ჰქონდა კახა ბენდუქიძეს ამ ინვესტიციის განხორციელებისას“.
ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ პროკურატურის დაინტერესების მიღმა პოლიტიკური ნიშნით დევნა იმალება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის კომენტარი:
„კახა ბენდუქიძე თვითონ იყო შემოქმედი იმ რეფორმებისა, რომელიც ტარდებოდა იმ „ცხრა წლის“ განმავლობაში. თან არის გარკვეული ფინანსური რესურსის მქონე ინტელექტუალი. შესაბამისად, ღარიბაშვილი და ივანიშვილი მას აღიქვამენ როგორც მტერს“.
დავით დარჩიაშვილის ამ ვარაუდს უსაფუძვლოს უწოდებენ ხელისუფლებაში, თუმცა, ოპოზიიცის მსგავსად, პროკურატურის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელმაც 2013 წელს გამოაქვეყნა კვლევა სიმბოლურ თანხად სახელმწიფოს მიერ კერძო პირებზე გაცემული ქონების შესახებ. ორგანიზაციის მიერ 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ინფორმაციის შესწავლისას გამოიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ინვესტორები, რომლებმაც სახელმწიფო ქონება რიგ შემთხვევებში 1 ლარად მიიღეს, საინვესტიციო ვალდებულებებს არ ასრულებდნენ. სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ამგვარი შემთხვევა სათანადოდ არ შეუსწავლია. როგორც ჩანს, მხოლოდ კახა ბენდუქიძის მიერ განხორციელებული პრივატიზება იქნა შესწავლილი და საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნაც კი მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეზე დაიწყო. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა უამრავი პირი, ვინც სახელმწიფო ქონება სიმბოლურ თანხად მიიღო და არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია, განსაკუთრებით საყურადღებოა აგრარული უნივერსიტეტისა და კახა ბენდუქიძის საქმიანობის გამოძიება. ამასთანავე, საქმის მიმართ მაღალ საჯარო ინტერესს განაპირობებს ისიც, რომ კახა ბენდუქიძე გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იმასაც შენიშნავს, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კამპუსის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე13 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო სამეცნიერო კვლევების გრანტები და უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები 5 მილიონი ლარი დაჯდა. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ საკუთარი სასწავლებლის დაცვას აპირებენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები. ორი მათგანი რადიო თავისუფლებას მთავარი პროკურატურის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოელაპარაკა.
„ვფიქრობ, უსამართლო დევნას აქვს ადგილი და არ შეიძლება საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტზე ასე ხელაღებით თავდასხმა და მის რეიტინგზე ნეგატიური გავლენის მოხდენა“, უთხრა რადიო თავისუფლებას აგრუნის ბიბლიოთეკის თანამშრომელმა.
„ის, რაც აგრარულ უნივერსიტეტში ხდებოდა ადრე, ეს იყო სწავლის დაბალი და კორუფციის მაღალი დონეები, სადაც კახა ბენდუქიძემ, როგორც იტყვიან, შეიტანა სინათლე. ეჭვი არ მეპარება, რომ ზეწოლა ხდება მიზანმიმართულად იმ დროს, როცა აბიტურიენტები ირჩევენ უნივერსიტეტებს. ასე იყო შარშანაც. ამის მიზეზი კი უნივერსიტეტის მაღალი რეიტინგის დაცემაა“, უთხრა აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა გიორგი ოდოშაშვილმა რადიო თავისუფლებას.