17 მარტს 15:00 და 16:00 საათზე თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები 2 საკითხს განიხილავენ.
15:00 საათი - აბონენტების მიერ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებამდე მოხმარებული ელ.ენერგიის დავალიანება (მ.შ. თბილისში, გუდამაყრის ქ#2-ში მდებარე (ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობა) ობიექტზე წარმოშობილ დავალიანებაზე))
16:00 საათი - "კოლხური კოშკის” სარეაბილიტაციო სამუშაოები.