შსს-მ ბათუმში ძარცვის ფაქტი აღკვეთა

შსს-მ ბათუმში ძარცვის ფაქტი აღკვეთა

შსს-ს დაცვის პოლიციის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების თანამშრომლებმა და აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ჯემალ შ. ძარცვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული საქართველოს ბანკის ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში იმ დროს დააკავეს, როცა ის ბანკის შენობაში ძარცვის მიზნით შევიდა და ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომლებს ფულს სძალავდა.

ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საგანგაშო ღილაკით დაცვის პოლიცია გამოიძახა. ბათუმის დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა. მათ ჯემალ შ. შეაჩერეს და შემდგომი რეაგირებისთვის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).