შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ესტუმრა

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ესტუმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ბელარუსის დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მინისტრ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ვაშჩენკოს ხელმძღვანელობით ესტუმრა.  მათ შენობა დაათვალიერეს და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

„112“-ის ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ვიზიტის დასასრულს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა  სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.