"ჩვენს მიერ მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, 1-ლი ივლისიდან მსხვილი იმპორტიორები დამატებითი ღირებულების გადასახადის რამდენიმეთვიანი შეღავათით ვეღარ ისარგებლებენ. თუმცა, ვატყობ, კარგად ვერ გააცნობიერეს, რას გულისხმობს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები. აქ საუბარია მხოლოდ საწარმოო ნედლეულზე - იმ ნედლეულზე, რომლითაც შემდეგ ქარხანაში იქმნება პროდუქცია. შეღავათების გაუქმება არ ეხება იმ იმპორტიორ კომპანიებს, რომლებსაც შემოაქვთ უკვე გამზადებული პროდუქცია. მე გეტყვით, რა არის ცვლილებების მთავარი პრინციპი და რატომ იყო ამ დრომდე საქართველოში გაბატონებული იმპორტირებული პროდუქცია", - აცხადებს საპარლამენტი ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე გაზეთ"ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ იმოქმედებს გოგი თოფაძის საგადასახადო ცვლილებები მოსახლეობაზე?
"ბოთლს ხომ ყიდულობს მწარმოებელი? მეც და ჩემი კოლეგებიც, ვინც გამაგრილებელ სასმელს ასხამს ან კონიაკს, ღვინოს ლუდსა და ა.შ. ბოთლს რომ ვიყიდით საქართველოში, ქსნის ქარხანაში, ჩვენ ყიდვის მომენტშივე უნდა გადავიხადოთ კიდევ 18% დამატებითი ღირებულების გადასახადი. თუ ვყიდულობ ბოთლს თურქეთში ან ბულგარეთში, მაშინ მე დღგ-ს არ ვიხდი მაშინვე და ამ თანხის გადასახდელად სახელმწიფოსთვის მაქვს 8-9 თვე. გამოდის, რომ მე ქართველისგან ნაყიდ ბოთლში უნდა გადავიხადო 18% ყიდვისთანავე, ხოლო იმპორტიორს ამისთვის აქვს რამდენიმე თვე. ეს არ არის მხოლოდ ბოთლებზე - იგივეა თამბაქოზე და სხვა ნედლეულზე. უნდა გასწორდნენ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები. რომელ ქვეყანაშია ასეთი კანონი, რომ პრივილეგირებული იმპორტი იყოს და ადგილობრივი წარმოება კი დაჩაგრული?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი თოფაძე.
"ვაწარმოებ ადგილზე? - გადავიხდი თანხას. შემოგაქვს პროდუქცია? გადაიხადე შენც და ვიყოთ თანაბარ პირობებში. პირველ ყოვლისა, ეს გაზრდის შიდა წარმოებას და ბაზარზე იქნება ნატურალური პროდუქცია. როცა იცი, რომ ტანაბარ პირობებშია ადგილობრივი წარმოება და იმპორტი, ის კომპანიაც ადგება და ადგილზე შეიძენს ნედლეულს. იგივე ბოთლებს რომ მივუბრუნდეთ, ვერ გაწვდება ქსნის ქარხანა ამ ყველაფერს? აშენდება კიდევ ერთი ქარხანა, მაგალითად ხაშურში, სადაც ადრეც იყო. წინა ხელისუფლების დროინდელმა კანონებმა ის გამოიწვია, რომ იმპორტირებულ პროდუქციასა და ნედლეულზე გაგვხადა მთლიანად დამოკიდებული, რადგან როცა შეღავათებით სარგებლობს იმპორტიორი და ამ დროს ადგილობრივ მწარმოებელს არა აქვს იგივე პირობები, ვითარდება და იზრდება ის, ვისაც შეღავათი აქვს. კანონების მიღება კიდევ იგეგმება, რომელიც წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას", - განაგრძობს ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე.
"ნახეთ, როგორ გაცოცხლდება ქართველი ფერმერი ფა როგორ პროდუქტს შემოიტანს ბაზარზე - ისეთს კი არარ შემოიტანს, თურქეთიდან რომ მოდიოპდა პომიდორი და ჩვენმა ხელისუფლებამ უკან რომ გააბრუნა. ძალიან მალე, როდესაც შემოტანილი პროდუქციის მარკირებას გავაკეთებთ, როდესაც ქართველი მომხმარებელი გაიგებს, რა შემადგელობა და მინარევებია ბავშვთა კვებაში ან სხვა სახის პროდუქციაში, თვწნ მაშინ ნახეთ, რომელს რომელს იყიდით - ქართულს თუ უცხოურს. ბუნებრივია, ეს ერთ თვეში ვერ მოხდება, მაგრამ მარკირების ამოქმედების შემდეგ მეორე წელსვე ნახავთ, როგორ გაიზრდება მოტხოვნა ქართულ პროდუქციაზე. ქართველები ძეხვს და სოსისს ვერ გავაკეთებთ თუ რძის პროდუქტების პრობლემა იქნება? სოფლები დაცლილია, ფერმერებს არანაირი გასაქანი არა აქვთ, ამიტომაც ვჩქარობთ, რომ მივიღოთ კანონები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს", - დასძენს გოგი თოფაძე და შეკითხვას - "კიდევ რა ცვლილებები იგეგმება"? - პასუხობს:
"ახლა ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელ კანონში რა ცვლილებები შევა, თუმცა ერთს გეტყვით - აიკრძალება ძალიან ბევრი პროდუქციის შემოტანა, რომელიც ძალიან ბევრ ქიმიკატს შეიცავს - ამასაც კანონმდებლობით დავარეგულირებთ და ბუნებრივია, მოთხოვნა ქართულ პროუქციაზე გაიზრდება. ჯერ მთავარია მარკირების წესი ამოქმედდეს სრულად, რომ მომხმარებელმა გაიგოს, რა სახის პროდუქციას ყიდულობს, რა შემადგენლობის საკვებს მიირთმევს. ძალიან მალე ქარტული ბაზარი ისე დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოსახლეობას ადგილობრივ მოსახლეობას და იმდენი გავა ბაზარზე, თქვენც გაკვირვებული დარჩებით. ძალიან მალე დადგ,ება ხორცის გადამამუშავებელი ქარხნები იმ რაიონებში, სადაც მომრავლებულია პირუტყვი და სადაც დიდი საძოვრებია. თუმცა იმის მიუხედავდ, რომ ვჩქარობთ კანონმდებლობის მოწესრიგებას, ყველაფერს ერთ და ორ თვეში ვერ გავაკეთებთ".