“წყალი ლაპარაკის ნაცვლად”  - ქვემო ქართლში ახალი სლოგანები ჩნდება

“წყალი ლაპარაკის ნაცვლად” - ქვემო ქართლში ახალი სლოგანები ჩნდება

რეგიონებში არსებული პრობლემების დიდი ნაწილის, მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობებს აბარიათ. მათი სწორი მენეჯმენტი და კარგად გაწერილი ადგილობრივი ბიუჯეტები, პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრებაზე.

 

ქვემო ქართლის თვითმმართველობები სხვადასხვა სოციალური პროექტებს აფინანსებენ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტს დედაქალაქიდან განსხვავებული ტრანსფერი ეგზავნება და სხვადასხვა ადგილობრივი შემოსავლება აქვს, ერთი საერთო მახასიათებელი მაინც სახეზეა - რეგიონის თვითმმართველობები, არასოდეს არც ერთი სამსახურის რიგითი თანამშრომლის, თუ ხელმძღვანელის ასარჩევად კონკურსს არ აცახადებენ.

 

ისინი, ვინც ქვემო ქართლში გასული თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობდნენ, რუსთავის მერიის თანამშრომლებს შორის ადვილად ამოიცნობენ საარჩევნო კომისისების წევრებს ნაციონალური მოძრაობიდან. არჩევნებიდან რუსთავის მერიაში გადსულთა შორის არის #59-ე საარჩევნო უბნის ხელმძღვანელი, ასევე - ე.წ დახურული სამხედრო უბნის (#87) თავმჯდომარე და აღნიშნული უბნის, საარჩევნო კომისიის თითქმის სრული შემადგენლობა.

 

ის, თუ როგორ მუშაობენ ეს კადრები, საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილია. ”საკრებულოს სხდომები ღიაა და ყველას შეუძლია დაესწროს. რაც შეეხება სხდომის დანიშნვის დღეს, ამის შესახებ ინფორმაცია მერიის პირველ და მესამე სართულზე, საინფორმაციო დაფაზეა გაკრული. მომავალში ჩვენ საიტზეც დაიდება” - გვითხრა რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსმა მაია დოლიძემ.

 

რუსთაველებს თვითმმართველობისგან სხვა პრობლემების მოგვარებაც სურთ. ფორუმზე ”რუსთაველები” ახალი სლოგანია -  ”წყალი ლაპარაკის ნაცვლად”. სასმელი წყალი ქალაქს შეფერხებით მიეწოდება. ოფიციალური მიზეზი სარემოტო სამუშაოებია. წყლის გარდა მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობითაც უკმაყოფილოა. მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა მათთვის ფინანსურად მოსახერხებელია, (20 თეთრ ღირს) მისი ლოდინი 13-15 წუთი უწევთ.

 

”ზამთარში 15 წუთი ავტობუსის ლოდინი ძნელია. გაჩერებებზე ვიყინებით. ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ 15 წუთის ლოდინის შემდეგ სამი სხვადასხვა ნომერი ერთდროულად მოდის. რუსთავი პატარაა და თითქმის ერთი და იგივე მონაკვეთს გადის სამივე მათგანი. რატომ არ აქცევენ ამ საკითხს ყურადღებას?! ავტობუსებით, ძირითადად  პენსიონერები დავდივართ და ჩვენთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია.” – ამბობს რუსთაველი პენსიონერი ნაილი ბიწაძე.  

 

ქალაქში ყვითელი ავტობუსების მოძრაობას ჩვენც დავაკვირდით. ქალბატონ ნაილის უნდა დავეთანხმოთ იმაში, რომ მუნიციპალური ტრასპორტი 13-15 წუთის შუალედით დადის. თუმცა, ვერ დავეთანხმებით მოსაზრებაში, რომ ავტობუსებით ძირითადად პენსიონერები მგზავრობენ. რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტით სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და ახალგაზრდებიც აქტიურად სარგებლობენ.

 

“მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად დისპეტჩერები დავაყენეთ. გვაქვს ე.წ. შიდა კონტროლის მექანიზმი. ჩვენი თანამშრომლები მგზავრობენ  ავტობუსებით და მგზავრთა ნაკადს სისტემატიურად თვლიან. ამის მიხედვით, შემდეგ  განვსაზღვრავთ, თუ რა დროის შუალები უნდა გაკეთდეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობისას. ერთ კვირაში ეს საკითხი გადაწყდება. გვეცოდინება, რა შუალედით ივლიან. სევე, თუ შესაძლებლობა გვექნება, ყველა ხაზს თითო ავტობუსს დავამატებთ“ - განაცხადა რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა მუმლაძემ.   

 

რუსთავის თვითვითმმართველობის კიდევ ერთი პრობლემა, სოციალური პროექტებია, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვერ მოიცავს. რუსთავის მერიის სოციალურ სამსახურში გვიხსნიან, რომ უფასო სასადილოს პროგრამაში მოხვედრის მსურველთა ასკაციანი რიგი ყავთ. მათ განცხადებას კი მანამ ვერ დააკმაყოფილებენ, სანამ  პროგრამის სხვა მონაწილე არ გარდაიცვლება, ან საკუთარი სურვილით, უარს იტყვის აღნიშნულ პროგრამაზე.

 

კოსმონავტებისდასტალინისგზაზე მდგარი გარდაბნელები

რაც შეეხება გარდაბნის თვითმმართველობას, რთული გასარკვევი არ არის, თუ რომელ საუკუნეში შეჩერდა ამ მუნიციპალიტეტის განვითარება. აღნიშნული რაიონის მცხოვრებლები დღემდე კოსმონავტების, ოქტომბრის, მაისიის და სტალინის ქუჩებზე დადიან. თვითმმართველობას ქუჩების სახელების ცვლილება ჯერ არ გადაუწყვეტია. თუმცა, კარგად მოიფიქრა, რა სახის და ოდენობის გადასახადი დაუწესოს ადგილობრივებს.

 

გარდაბანის საკრებულომ იმისთვის, რომ არასასოფლო-სამეურნეო მიწების ნორმატიული ფასი დაედგინა, გარდაბანი სამ ზონად დაყო. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ქუჩები  ე.წ იაფიან, შუალედურ ზონაში მოხვდნენ.

 

დადგინდა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წლიური გადასახადი, ბუნებრივი სათიბების გამოყენებისთვის საკრებულოს გადაწყვეტილებით გლეხები 6 ლარს იხდიან, ხოლო საძოვრებისთვის - ერთ ჰექტარზე 3 ლარს. სახნავი და კარგი ხარისხის მიწებისთვის - ერთ ჰექტარზე 52 ლარს, მცირემოსავლიანი მიწის გამოყენებისთვის - ერთ ჰექტარზე 27 ლარს.

 

გარდაბნის საკრებულოს ყველა დადგენილების ბოლოს, სადაც მომხრეთ და მოწინაარმდეგეთა გვარებია, მოწინააღმდეგის გასწვრივ ნული წერია. მიზეზი ისაა, რომ გარდაბნის ”ნაციონალობამ” არჩევნებზე ძალიან მოინდომა და საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით შევიდა.