„რუსული რესტორანი ხომ არ არის შემთხვევით ამ ქალაქში?“ „მგონი... მე არ გამიგია, - გოგომ, რაღაც ბუკლეტი გადმოიღო და გადაფურცლა, - არის... „სრი ჩაინამენ“... ოღონდ მისამართი არ გვიწერია... არ არის პოპულარული რესტორანი...“ „სრი ჩაინამენ? ასე ჰქვია?.. რუსებს ჩინური რესტორანი გაუხსნიათ“. „არა, - თქვა გოგომ, - ჩინური არ არის, რუსულია“. „ყველა რუსი ბოლოს იქ მიდის, - მერხს ხელი დაჰკრა პლეხანოველმა მოგელამ, - ფული უთავდებათ და მიდიან რუსულ რესტორანში...“ „არ ვიცი, მე არ ვიცნობ რუსებს, - თქვა გოგომ და ქუდი შეისწორა, - ამბობენ, მდიდრები არიანო...“ „ვინ, რუსები? - გაიცინა პლეხანოველმა მოგელამ, - მაგათზე ღარიბი ძნელად მოიძებნება... ბოდიში, წავედი... სამი ჩინელი რა შუაშია, მაინც ვერ გავიგე“.
(აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis)
გასული კვირა სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო: „საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში გაეროს წარმომადგენლობიდან აცნობეს, კვირეულის სლოგანია: „გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის“. მისი მიზანია, საქართველოს საზოგადოების - მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების, გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად. კვირეულის ღონისძიებები 4-14 მარტს თბილისსა და რეგიონებში გაიმართება“.
ნათქვამია, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო... მართალი გითხრათ, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული მეჩვენებოდა, რადგან დასაწყისი - დასაწყისია და ბოლო - ბოლო, შუაში კი იმდენი და ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, რომ სულ გადაუსვას ხაზი, მაგრამ გასულ კვირაში ყველაფერი სწორედ ასე მოხდა - კვირა კარგად დაიწყო და დიდებულად დასრულდა. დასაწყისზე უკვე მოგახსენეთ, შაბათს კი, იყო ეს: „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, აქციითა და მსვლელობით აღნიშნავს. ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტთან დაასრულა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელმა იდა ბახტაძემ განაცხადა, ისინი უკვე 3 წელია 8 მარტს აქციებს მართავენ. დღევანდელი აქციის თემაა "დავიცვათ ქალთა შრომითი უფლებები". აქციის ორგანიზატორების თქმით, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე არ უნდა აღინიშნებოდეს მხოლოდ ქალბატონებისათვის ყვავილების მირთმევით, არამედ ეს არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე. მსვლელობაში დაახლოებით 50-მდე პირი მონაწილეობდა“.
დასაწყისი მართლაც სასიამოვნო იყო, დასასრულის დიდებულება კი საქმისადმი შემოქმედებით მიდგომაში გამოიხატა - აღნიშნულმა 50-მდე პირმა (პირმა!!!) სლოგანი გადმოფინა: „არც მოძღვარი და არც ქმარი, თავის ბედს წყვეტს თავად ქალი!“
ასე რომ, გასული კვირიდან მოყოლებული, ქართველებს უკვე საკუთარი როზა ლუქსემბურგი გვყავს - იდა ბახტაძე და ყველანაირი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ აღნიშნული სლოგანი სწორედ მისი ფანტაზიის ნაყოფია და რადგან გასული კვირა ქალბატონებს მიეძღვნათ (კვირეულის ჩატარებას ნუ ეხუმრებით), უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ რამე აქტივობა იყო, ყველაფერში ქალის ხელი ერია - შეღშე ლა ფამ.
„სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი დღეს სოფელ ატოცში ჩავა და მავთულხლართების გაბმას გააპროტესტებს. ცნობილი სახეები, მსახიობები და მომღერლები დღეს სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ატოცისკენ გაემგზავრნენ; საპროტესტო აქციის ლოზუნგია - "დავდგეთ იქ, სადაც ჯერ კიდევ საქართველოა". მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მსგავს აქციებში მეტი ადამიანი ჩაერთოს. "ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვართ და ვთვლით, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა გავიზიაროთ იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება; მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი დამოკიდებულება, ამიტომაც ჩავდივართ იქ, "სადაც ჯერ კიდევ საქართველოა". რაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება და არ წავუყრუებთ, მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თვალების დახუჭვით პრობლემა არ გვარდება“, - აცხადებს ქეთათო ჩარკვიანი“.
მაიცა და, რომელ იდიოტს გონია, რომ თვალების დახუჭვით შეიძლება პრობლემის მოგვარება? და, საერთოდ, მოდით ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ე.წ. ქართული ბომონდი არის აღმაშფოთებლად უნიჭო გოიმი იდიოტების ბანდა. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ და რუდუნებით ახედებენ სარკეში ქართულ საზოგადოებას. ჩემი მადლობის ადრესატები არიან მაია ასათიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელთა თაოსნობით და უდიდესი ძალისხმევით, გასულ კვირაში მოხდა ბოზობის ლეგალიზება და საყოველთაო მინეტიზაციის შეუქცევადი პროცესი დაიწყო იქ, „სადაც ჯერ კიდევ საქართველოა“.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი განცხადებები მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა, ამის საუკეთესო მაგალითია ნუგზარ წიკლაური.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ერთის მხრივ, ცივილიზაციათა დრამატული დაპირისპირებაა დასავლურ ღირებულებებსა და მართვის ავტორიტარულ, ოლიგარქიულ სტილს შორის, ხოლო მეორეს მხრივ, გამოწვევა ევროპული საზოგადოებისა და საერთოდ დასავლური სამყაროსათვის. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ნატო. ნატო–ს მეტი აქტიურობა სჭირდება. ალიანსის საბრძოლო ძალები მზადყოფნაში უნდა იყვნენ მოყვანილი... 2008 წლის აგისტოში სწორედ ნატო–ს ხომალდების შემოსვლამ და განცხადებებმა განაპირობა ის, რომ თბილისთან 30 კმ–ში მოახლოებული რუსეთის ჯარი შეჩერდა და ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გადარჩა“.
მაგარია წაკლა-ნუგზარა და შეე... შეეკითხე, თუ გინდა! თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შავ ზღვაში ნატოს ხომალდების შემოსვლამ არა მხოლოდ რუსები შეაჩერა თბილისიდან 30 კილომეტრის დაშორებით, არამედ, წითელი ხიდიდან აზერბაიჯანში გაქცეულმა ნაც-ბოზ-ბანდელებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მხოლოდ 30 კილომეტრი გაიარეს და უკან დაბრუნდნენ, რათა მტერზე გამარჯვება ეზეიმათ.
ეს, რა თქმა უნდა, სულაც არ არის სასაცილო, მაგრამ თუ მაინცდამაინც სიცილის ხასიათზე ვართ და რამე სამხიარულოს გახსენება გვინდა, მოდით გასული კვირის ტელედებატები გავიხსენოთ - როგორ დასცინოდა ტუჩებმოკუმული გივი თარგამაძე თვალებდაჭყეტილ ირაკლი სესიაშვილს და როგორ იჯდა მათ შორის ყბაჩამოვარდნილი ინგა გრიგოლია.
მაგრამ, რას იზამ? ასეთია ცხოვრება, მეტადრე კი, ცხოვრება და აზროვნება ენჯეოშნიკებისა და მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ მარნეულის შესასვლელთან აღმართული მონუმენტი სახელწოდებით „კიდევაც დაიზრდებიან“ ჩვენი ქვეყნის ენჯეოშნიკურ მომავალს უკავშირდება და ჩემი მეგობარი სააგენტოს ნიუსების მწკრივიც ამას ადასტურებს.
„აშშ-ის საელჩოსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, არასამთავრობოები მოუწოდებენ აშშ-ის და საერთაშორისო თანამეგობრობას, "შეშფოთებიდან" გადავიდნენ ქმედით, მყარ და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზე ძალისმიერი ქმედების განხორციელება. აქციის ორგანიზატორები არიან "საზოგადოებრივი აზრი", "ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსი", JCI და "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა" - ეს, ერთი ნიუსი, რომელსაც გავეცანი და ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვარ რა განსხვავება შეიძლება იყოს "ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსსა" და "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგას" შორის. მომავალი იქით იყოს და წარსულსაც გადავავლოთ თვალი, გასული კვირა კი, უკვე წარსულია და ამაში ენჯეოშნიკებიც კი ვერ შემომედავებიან.
გასულ კვირაში მორიგი ენჯეოშნიკური აქტივობა დაფიქსირდა და, სხვათა შორის, ერთობ სექსუალური სახელწოდებით - „ეს შენ გეხება“.
თვიდან იყო ანონსი: „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია "ეს შენ გეხება" იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კამპანიის ორგანიზატორებმა აცნობეს, ხვალ, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი განახლებულ "ეს შენ გეხება" კამპანიას წარადგენს“.
შემდეგ, იყო ნიუსი: „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა განახლებული კამპანიის შესახებ დღეს განაცხადა. განახლებული კამპანიის სლოგანია - „ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!“.
მოკლედ, გასული კვირა სლოგანების კვირა იყო: 1. „არც მოძღვარი და არც ქმარი, თავის ბედს წყვეტს თავად ქალი!“ 2. „დავდგეთ იქ, სადაც ჯერ კიდევ საქართველოა" 3. „ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!“.
ბოლომ დაგლიჯა - ისევ გვისმენენო. მე ის მადარდებს და იმას ვჩივი, ჯერ კიდევ რომ უსმენენ და მაგათ რომ უსმენენ, იმიტომაც ხდება აქტუალური სიტყვები „სადაც ჯერ კიდევ საქართველოა“.
სადაც ამ ასომთავრულ და ასოთამწყობ ენჯეოშნიკებს უსმენენ, საქართველო მართლაც არის „ჯერ კიდევ“ და მალე გახდება „ერთ დროს“. მაგალითად, მე არასოდეს ვუსმენ ეკა გიგაურს, მხოლოდ ვუცქერ და ჩემთვის მაინტერესებს, იგი უფრო შეშფოთებულია, უფრო - აღშფოთებული თუ, უბრალოდ, გარეგნობა აქვს ეგეთი - „ა ლა ჩიორა, ა ლა ყაფი“.
მაგრამ, რას იზამ - სე ლა ვი... კვლავაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, ნანა ყეენიშვილს ეკა გიგაური შეცვლის, ირაკლი სესიაშვილს - კახა კოჟორიძე და მაშინ კი მივხვდებით, რომ ამ სერიალის ყურებას ისევ თურქული სერიალების ცქერა სჯობს, რადგან ამ სერიალში მხოლოდ სიცარიელეა და, თან - პირდაპირი გაგებით. ორი ნიუსის მაგალითზე ავხსნი.
"საარჩევნო კოდექსის" პროექტის განხილვა პარლამენტის თითქმის ცარიელ სხდომათა დარბაზი მიმდინარეობს. პარლამენტის სესია 16:00 საათზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვით განახლდა. უმრავლესობიდან და უმცირესობიდან პლენარულ სხდომას ამ დროისთვის 25-მდე დეპუტატი ესწრება.
პროექტს დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით იხილავენ“ - რავარია? ხომ არის გოჭივით? აი, კიდევ ერთი გოჭივით ნიუსი: „საქართველოს პარლამენტი 10 540 ლარის ღირებულების მუყაოს ყუთების შეძენას გეგმავს. სატენდერო განცხადება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით პარლამენტი სამი სხვადასხვა ზომის 6 000 ყუთის ყიდვას აპირებს. ყუთების მიწოდება ქუთაისში, პარლამენტში უნდა განხორციელდეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული ყუთებით პარლამენტიდან თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში საბუთების, საკანცელარიო ნივთებისა და ტექნიკის გადატანა იგეგმება“.
მხიარულად ვცხოვრობთ... დღე არ გავა, რამე სახალისო და სამხიარულო რომ არ მოხდეს, კვირა არ გავა, რამე ისეთი რომ არ გავიგოთ, როგორც ეს: „ნოდარ ხადური - ხელისუფლების პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახებოდეს“.
შეჩერდი, ნოდარ, ნუ გაიმეორებ ნაპოლეონ ბონაპარტის შეცდომას, გაიმაგრე ფესვები... გაიმაგრე, რა, ფესვები, თორემ ხომ გახსოვს „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ და „მეტი სარგებელი ხალხს“.
თუ არა და, აი, რას ამბობს ალექსა შალამბერიძე - "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ფულის საშოვნელად მოვიდა“ და აი, რას გეგმავენ ჯონდი ბაღათურია და კახა კუკავა - "თავისუფალი საქართველო" და "ქართული დასი" ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე მზადყოფნას გამოთქვამენ“.
ჩვენში დარჩეს და, "თავისუფალ საქართველოსა" და "ქართულ დასს" შორის იმდენივე განსხვავებაა, რამდენიც "ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსსა" და "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგას" შორის.
არავითარი განსხვავება, მხოლოდ ხელის სისწრაფე, ანუ ხელცქვიტობა, რითაც ესოდენ მდიდარია დღევანდელი ქართული რეალობა. აი, ზემოთ რომ წუწუნებდნენ, ჯერ კიდევ გვისმენენო, ეგენი ორმაგი სტანდარტებით აზროვნებენ. თან ადარდებთ, რომ უსმენენ და თან ითხოვენ კიდეც, მოგვისმინეთ და გაითვალისწინეთო. ეს თუ ასე არ არის და მაშინ გასულ კვირაში არც ეს ყოფილა: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. "მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ ნებისმიერი კონსულტაცია და დახმარება ქარტიის მანდატისა და უფლებამოსილების ფარგლებში. უნივერსიტეტი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და ქარტიის თანამშრომლობას, შეხვედრებს და დისკუსიებს", - აღნიშნულია თსუ-ს განცხადებაში“.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ორგანიზაცია „რატომ“ უნივერსიტეტს რომ მიადგეს, იქ მას აუცილებლად დახვდება ორგანიზაცია „იმიტომ“.
"საჯარო სამსახურის" კანონში ცვლილებები იმიტომ ხორციელდება, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დასაქმდნენ“ - განაცხადა გასულ კვირაში ჩიორა თაქთაქიშვილმა. თაქთაქიშვილის სიტყვებზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა გარემოს დაცვის სამინისტროს, რეაგირება კი იმაში გამოიხატა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად რამაზ ნიკოლაიშვილის მარჯვენა ხელი და ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნა.
რა ნამუსით, რა პირით ლაპარაკობს ასეთ სისულელეებს ჩიორა თაქთაქიშვილი?!
არც გაათაქთაქოთ.
ს.გ. (სალაპარაკო გვაქვს) „მისმინე, სალაპარაკო მაქ“ - თქვა პლეხანოველმა მოგელამ და უცებ უკნიდან მოესმა: „სლიზაი ს მაეი ბაბი, პონიალ, სუკა?“ პლეხანოველმა მოგელამ მოიხედა, ქალმა კი შეჰკივლა, ნი ნადა ვალოძიაო. ის კაცი იყო, დანიელა რომ არ გაატანა და კიდევ ორნი. „პონიალ?“ „პაშოლ ნახუი, - შეუძახა პლეხანოველმა მოგელამ, - მაც ტვაიუ იობ...“
(აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis)