შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამდღიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად სვანეთში დაკარგული ტურისტების ოთხივე ცხედარს მიაკვლიეს. საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული ხუთი ექსტრემალი ტურისტი: ოლივერ კრაპთი, ტერი ვენძელი, სავრე ფელიქს საიანი, ვინზრეიბ გერა და გიულამ დე ფრანცაიზი სოფელ უშგულში, ზაგაროს მთაზე სრიალისას ჩამოწოლილ ზვავში მოყვა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მე-6 ქვეგანყოფილებას მესტიაში, 6 მარტს, გვიან საღამოს დახმარებისთვის მიმართა გიულამ დე ფრანცაიზმა, რომელმაც ზვავიდან თავის დაღწევა შეძლო.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა სამძებრო ღონისძიებები 7 მარტს დილიდან დაიწყეს. ორი ცხედარი იმავე დღეს მესტიაში ჩამოასვენეს. 8 მარტს დილიდან განახლებული სამძებრო ღონისძიებების შედაგად სამთო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ორ ცხედარს მიაკვლიეს. ცხედრებს ჩაუტარდებათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რის შემდეგაც მათ სამშობლოში გადაასვენებენ.
ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გადარჩენილი გიულამ დე ფრანცაიზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.